როგორ შევარჩიოთ პლანშეტი
პირველი პლანშეტის გამოჩენის შემდეგ, ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს მოწყობილობები, დღემდე მოთხოვნად პროდუქციად რჩება. გამოსვლისთანავე, პლანშეტმა მომხმარებელთა ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიქცია და ბუნებრივია, მწარმოებლები რეგულარულად უშვებენ უახლესი ტექნოლოგიის მოწყობილობებს.
როგორ შევარჩიოთ პლანშეტი სამუშაოებისთვის, სახლისთვის, ბავშვისთვის ან, პირიქით, ხანდაზმული ადამიანისთვის? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყიდვისას? როგორ არ გადავიხადოთ ზედმეტი თანხა და სხვა საინტერესო რჩევები წაიკითხეთ ჩვენი ბლოგიდან, სადაც წარმოგიდგენთ 2020 წლის საუკეთესო ტაბლეტებს.
- Apple iPad (2019)
- პროცესორი: A10 Fusion Chip, M10 Embedded Coprocessor;
- ეკრანი: 10,2 ინჩი, 2160 x 1620;
- მეხსიერება: 32 გბაიტიდან;
- ზომები: 174,1 x 250,6 x 7,5 მმ;
- წონა: 483 გ

დადებითი:
- ბატარეის უფრო დიდი ხანგრძლივობა;
- ნათელი ჩვენება;
- ეკრანის მეტი სივრცე.
უარყოფითი:
- ისევ წინა წლის პროცესორი
10,2 დიუმიანი ეკრანის მქონე Apple ლეპტობზე შესაძლოა იფიქროთ, რომ მისი წინამორბედის ზუსტი ანალოგია, მაგრამ მწარმოებელმა საკმაოდ კარგი ინოვაციები გააერთიანა ამ მოდელში.
Apple-მა არა მხოლოდ დამატებითი ეკრანის სივრცე უზრუნველყო (წინა 9,7 ინჩთან შედარებით), არამედ ასევე დაამატა Smart Keyboard Cover მხარდაჭერა. გარდა ამისა, მოწყობილობას ერთი დატენვით დაახლოებით 12 საათის განმავლობაში შეუძლია მოგემსახუროთ, ხოლო მისი ნათელი ეკრანი გულგრილს არავის დატოვებს.
- Apple iPad Pro (12.9 ინჩი 2018)
პროცესორი: A12X Bionic ჩიპი ჩამონტაჟებული M12 კოპროცესორით Neural Engine-ისგან;
- ეკრანი: 12,9 ინჩი 2732 x 2048;
- მეხსიერება: 64 გბაიტიდან;
- ზომები: 214,9 x 280,6 x 5,9 მმ;
- წონა: 631 გ
დადებითი:
- თხელი და მსუბუქი დიზაინი;
- მთლიან ეკრანზე შთამბეჭდავი ჩვენება;
- A12X Bionic-ის წარმოუდგენელი სიჩქარე
უარყოფითი:
- დასატენი დენის კაბელი ძალიან მოკლეა.
ახალი A12X Bionic პროცესორის წყალობით, პლანშეტს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პერსონალურ კომპიუტერებსაც კი. Apple ასევე გთავაზობთ სრული ეკრანის დიზაინს, ხმის შესანიშნავ ხარისხს და გაუმჯობესებულ Apple Pencil-ს, რომელიც ავტომატურად იწყებს დამუხტვას, როდესაც მაგნიტურად უკავშირდება iPad Pro-ს. ამას დაამატეთ 13 საათიანი ბატარეის ხანგრძლივობა და მიიღებთ ერთ-ერთ საუკეთესო ტაბლეტს შემოქმედებითი ადამიანებისთვის.
- Microsoft Surface Pro 6 - საუკეთესო ვინდოუსის ტაბლეტი
- პროცესორი: მე-8 თაობის Intel Core i5 ან i7;
- ეკრანი: 12,3 ინჩი 2736 x 1824;
- მეხსიერება: 8 GB (საწყისი);
- ზომები: 201,4 x 292,1 x 8,5 მმ;
- წონა: 770 გრ

დადებითი:
- მაღალხარისხიანი ოთხბირთვიანი პროცესორი;
- ბატარეის შესანიშნავი ხანგრძლივობა;
- ნათელი ჩვენება
ეს არის თითქმის სრულყოფილი სამუშაო პლანშეტი, რომელიც მარტივად გარდაიქმნება ლეპტოპად და ბევრად უფრო კომფორტულია. გარდა ამისა, ტაბლეტის ახალ ვერსიას აქვს გაზრდილი კვების ელემენტი (თითქმის 2 საათით მეტი).
- Samsung Galaxy Tab S4 - ტაბლეტი მათთვის, ვისაც არ მოსწონს Apple
- პროცესორი: Snapdragon 835;
- ეკრანი: 10.5 დიუმიანი 1600 x 2560;
- მეხსიერება: 64 GB / 256 GB;
- ზომები: 249,3 x 164,3 x 7,1 მმ;
- წონა: 482 გ

დადებითი:
- შესანიშნავი დიდი 10.5 ინჩიანი ეკრანი;
- შესანიშნავი შესრულება
უარყოფითი:
- კლავიატურის დიზაინი არ არის ძალიან მგრძნობიარე
Samsung Galaxy Tab S4 არის Galaxy Tab S3- ის განახლება - უფრო დიდი 10.5 დიუმიანი ეკრანით და გაუმჯობესებული კვების ელემენტით. წინა ვერსიასთან შედარებით, ეს მოდელი უფრო ძვირია, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრად თანამედროვე მახასიათებლები აქვს.
თუ თქვენ ეძებთ პრემიუმ სამსუნგის პლანშეტს Android სისტემით, Galaxy Tab S4 შესანიშნავი ვარიანტია ხელმისაწვდომ ფასად.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







