ემუქრება თუ არა პლანშეტს ბაზრიდან გაქრობა?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლანშეტი დღეს არის iPad-ი. Apple-მა იგი 2010 წელს გაიტანა გასაყიდად და იქცა კიდევაც ბაზრის ლიდერად. კომპანიამ დღემდე 428 მილიონი ერთეული გაყიდა. iPad იყო პირველი პლანშეტი, რომლის ყიდვაც ხალხს მოუნდა.

ამგვარი წარმატების მიუხედავად მალევე გაჩნდა ბაზარზე მოსაზრებები, რომ პლანშეტი სმარტფონების ფუნქციონალურობის ზრდის ფონზე უკვე აღარ იყო სასურველი და საჭირო მოწყობილობა.

ერთის მხრივ მუდმივად უმჯობესდება მობილური ტელეფონების შესაძლებლობები, მეორეს მხრივ კი იხვეწება პერსონალური კომპიუტერები  და მათი მონაცემები.

ემუქრება თუ არა პლანშეტს ბაზრიდან გაქრობა?

ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ტაბლეტი აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორც ადრე. თუმცა ამ პროდუქტს ბაზრიდან გაქრობა არ ემუქრება პირიქით, კომპანიები მუდმივად მუშაობენ მათ გაუმჯობესებაზეც და დღეს პლანშეტები დავალებათა საკმაოდ ფართო სპექტრს ასრულებენ.

თქვენ მასში შეძლებთ, როგორც გართობას, ასევე სერიოზული ოპერაციების შესრულებას, საოფისე პროგრამების გამოყენებას დოკუმენტების შექმნას, რედაქტირებას, ვიდეოების დამუშავებას და ასე შემდეგ. თუმცა, ბუნებრივია, იგი არ არის სრულყოფილი და გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეები.

როგორც უკვე ვთქვით, iPad-ი იყო პირველი ტაბლეტი მაღალი გარჩევადობით, სწორედ მან გამოიყენა პირველმა 64-ბიტიანი პროცესორი. ყოველ წელს, როდესაც iPad-ის ახალი მოდელი გამოდის იგი არის ყველაზე სწრაფი მთელ მსოფლიოში, ხოლო iPad Pro-მ მრავალ ნოუთბუქს გადაუსწრო პროცესორის სიმძლავრით.

აღნიშნული ტენდენცია სხვა ბრენდების მიერაც გრძელდება და დღეს საკმაოდ დიდი სიმძლავრის პლანშეტები პროფესიონალი დიზაინერებისათვის შეუცვლელ ატრიბუტს წარმოადგენს. 

პლანშეტებისა და სმარტფონების უპირატესობები

პლანშეტების ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის დადებითი ეფექტიც, რომელსაც იგი გარემოზე ახდენს, პლანშეტები განსაკუთრებით კარგი ალტერნატივაა წიგნებისათვის, ამრიგად მისი დახმარებით საკმაოდ დიდი რაოდენობით ქაღალდის დაზოგვა შეიძლება. 

როდესაც სმარტფონსა და ტაბლეტს ერთმანეთს ვუპირისპირებთ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი პლანშეტების სასარგებლოდ არის მისი ეკრანის სიდიდე.

თუკი თქვენ გყავთ ბავშვები და გაღელვებთ პრობლემები, რომელიც მცირეეკრანიან ტელეფონში დიდი ხნით ყურებას ან პერსონალურ კომპიუტერთან გამუდმებით ჯდომას მოჰყვება დაინახავთ, რომ პლანშეტის უპირატესობა ცალსახაა, მასში გამოსახულებები გაცილებით დიდია. იგი პორტაბელურია და არ მოითხოვს ერთ ადგილას გაუნძრევლად ჯდომას. 

პლანშეტები ფასის თვალსაზრისითაც საკმაოდ ოპტიმალურია. იგი გაცილებით იაფია ვიდრე ნოუთბუქი და ოპერაციებსაც უფრო სწრაფად ასრულებს იაფასიან პერსონალურ კომპიუტერთან შედარებით.

საერთოდაც პლანშეტი არასდროს ყოფილა მოწყობილობა, რომელსაც კონკურენცია უნდა გაეწია ტელეფონების ან ნოუთბუქებისათვის, იგი უფრო მეტად მათშორის არსებული სივრცის შესავსებად შეიქმნა. 

პლანშეტების კიდევ ერთ უპირატესობას ინტერფეისის სიმარტივე წარმოადგენს. საერთოდ apple-სთვის, დღესაც პრიორიტეტულია პროდუქტების მოხმარების სიმარტივე, თუმცა ეს მახასიათებელი არამარტო ipad-ზე ვრცელდება. 

ერთი დიდი უპირატესობა რომელიც iPad-ს და ანდროიდის აპლიკაციებს კომპიუტერებთან მიმართებაში გააჩნია, არის  პროგრამების ფასები, აპლიკაციების უმეტესობა 5$ ზე ნაკლებია, მაშინ, როდესაც ნებისმიერი პროგრამა პერსონალური კომპიუტერისათვს საშუალოდ 30$ ღირს, გარდა ამისა აპლიკაციებს თან ახლავს მიმოხილვა, რომელიც ზუსტ შეფასებებს იძლევა.

ამ დადებითი მახასიათებლების ფონზე პლანშეტების უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ხშირად აპლიკაციები ყველა ოპერაციულ სისტემასთან არ არის თავსებადი და მხოლოდ iPad-ზე ან მხოლოდ ანდროიდის პლანშეტებე მუშაობს.

ეს ერთის მხრივ მოუხერხებელია მომხმარებლებისათვის და ასევე დამატებით თავსატეხს წარმოადენს პროგრამისტებისთვისაც.

გარდა ამისა პლანშეტის ყველა ფუნქციის გამოყენებისათვის დამატებითი აქსესუარებია საჭირო, მაგალითად: კალამი, კლავიატურა და ასე შემდეგ, რაც დიდი ნაკლია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თანამედროვე მსოფლიოში ნივთების ძირითადი უპირატესობა მათი მრავალფუნქციურობა და კომპაქტურობაა.

ამრიგად შეიძლება ითქვას რომ პლანშეტების სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს, რის გამოც უნდა ველოდოთ არათუ მის გაქრობას ბაზრიდან არამედ ინოვაციებსა და მუდმივ სიახლეებს.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას

პოპულარული მოდელები

პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard  (BHR4245GL) 4907
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard (BHR4245GL) 4907
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საბავშვო ტაბლეტი Blackview Tab 90 Kids
საბავშვო ტაბლეტი Blackview Tab 90 Kids
Regular price 599.00 ლარი 479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი