საშობაო ნაძვის ხის წარმომავლობა

ათასობით წლის განმავლობაში, მარადმწვანე ნაძვის ხე, უკვე ტრადიციულად გამოიყენება ზამთრის დღესასწაულების აღსანიშნავად.

ცნობილია, რომ ქრისტიანები, ღმერთის მარადიული სიცოცხლის ნიშნად იყენებდნენ, რომაელები ტაძრებს რთავდნენ ნაძვის ტოტებით, ხოლო წარმართები  სახლებს რთავდნენ ზამთრის ბუნიონისას და ასე მოიხმობდნენ გაზაფხულს.

დაახლოებით 1000 წლის წინ, ჩრდილოეთ ევროპაში დაიწყეს ნაძვის ხეების გამოყენება ახალი წლის დღესასწაულის გასაფორმებლად. გადმოცემების მიხედვით, როგორც ჩანს, სულ პირველი ნაძვის ხეები, თავდაყირა იყო ჩამოკიდებული ჯაჭვების გამოყენებით ჭერიდან.

ჩრდილოეთ ევროპის სხვადასხვა ნაწილში, ადრეულ ნაძვის ხეებად გამოყენებული იყო ალუბლის ან კუნელის ტოტები. აღნიშნულ მცენარეებს ქოთნებში ათავსებდნენ და სახლებში უდებდნენ ბინას იმ იმედით, რომ შობისთვის ყვავილები ექნებოდათ. ის ადამიანები, ვინც ვერ ახერხებდნენ შეეძინათ ნამდვილი მცენარე, ხისგან თავად ამზადებდნენ პირამიდებს და შემდეგ მათ აფორმებდნენ სხავდასხვა ფერისა და ზომის ქაღალდებით, ხილითა და სანთლებით.

საშობაო ნაძვის ხის წარმომავლობა

სპეციალურად უსახლკაროებისთვის, შობის ღამეს ეწყობოდა წარმოდგენები, ბიბლიურ მისტერიულ ამბებს უყვებოდნენ და ეფექტის გასაძლიერებლად იყენებდნენ თვითნაკეთ, იმპროვიზირებულ თეთრ ნაძვის ხეებს.  ალბათ, ფილმებშიც გინახავთ, სადაც შუა საუკუნეების პერიოდია გადმოცემული,  სასწაულებრივი შობის ღამის გაცოცხლებული სპექტაკლები.

შობისა და ახალი წლის ნაძვის ხეებით აღნიშვნის პირველი დოკუმენტური დადასტურების საკითხი,  კამათის საგანია დღემდე ესტონეთის ქალაქ ტალინსა და ლატვიის ქალაქ რიგას შორის!

ორივე ქვეყანა ამტკიცებს, რომ მათ ჰქონდათ პირველი ხეები. ესტონელები ამბობენ, რომ ტალინში 1441 წელს გამოიყენეს პირველად ნაძვის ხე, როგორც ახალი წლის რიტუალის ნაწილი და მთავარი რეკვიზიტი. ხოლო, ლატვიელები რიგასთან აკავშირებენ ნაძვის ხის პირველ გამოყენებას და მათი თქმით, ეს მოხდა 1510 წელს.

ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი თითოეული ამ ფაქტის გარშემო და შესაბამისად, ვერ ხერხდება რომელიმეს დადასტურება ან უარყოფა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ რიგის ქალაქის მოედანზე, ლატვიის დედაქალაქში, არის დაფა, რომელზეც ამოტვიფრულია <პირველი საახალწლო ნაძვის ხე რიგაში 1510 წელს>, რვა ენაზე.

საშობაო ნაძვის ხის წარმომავლობა

ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ ხელოვნური ნაძვის ხეები, რომლებიც ბუნებრივისგან არ განსხვადება, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე
Regular price 250.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე
Regular price 300.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
ნაძვის ხე - კანადური სტილის მწვანე შერეული წიწვებით 150 სმ-დან 300 სმ-მდე SP42
ნაძვის ხე - კანადური სტილის მწვანე შერეული წიწვებით 150 სმ-დან 300 სმ-მდე SP42
Regular price 450.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით, გრძელი გირჩით და კენკრით 150 სმ-დან 300 სმ-მდე SP14
ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით, გრძელი გირჩით და კენკრით 150 სმ-დან 300 სმ-მდე SP14
Regular price 400.00 ლარი 259 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE