ხელოვნური ნაძვის ხეები, რომლებიც ბუნებრივისგან არ განსხვადება
ყოველწლიურად ახალი ნაძვის ხის ყიდვა დამატებით ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალი ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვაა, რომლის შეძენა ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეცაა შესაძლებელი.
როგორც ვიცით, ნაძვის ხეები ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინის, ფორმის, მასალისაა, რომელიც, ნაწილობრივ, განსაზღვრავს კიდეც მის ღირებულებას. დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ სხვადასხვანაირი საშობაო ნაძვის ხეები და ვნახოთ, რა განსხვავებაა მათ შორის.
National Tree Company
დიდი და მოცულობითი ნაძვი
ხელოვნური ნაძვის ხე <ვინჩესტერი> წარმოდგენილია National Tree Company-ის მიერ, რომელიც განკუთვნილია მაღალჭერიანი ბინის ან სახლისთვის. მისი სიმაღლეა 213 სმ - ასეთი საახალწლო სილამაზე კი პატარებისთვის ნამდვილ გიგანტად გამოიყურება. ამასთან, იგი უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი მოზრდილი ადამიანი.

ნაძვს აქვს 119 ტოტი, მთავარი საყრდენი, ზედა და ჯვარედინი ტოტები 56 სმ დიამეტრით. მთავარ საყრდენს ტოტებისთვის განკუთვნილი სპეციალური ღარები აქვს, ხოლო როდესაც იკრიბება მთლიანი ნაძვის ხე, ყველაზე დაბალი სართულის დიამეტრი 142 სმ გამოდის. სათულების საერთო რაოდენობა კი 14 ცალია.
ტოტები საკმაოდ სქელი და ძლიერია, ამიტომ დიდი რაოდენობით სათამაშოების და ყველანაირი საახალწლო დეკორაციებითაც კი არ დაიხრება. წიწვები ძალიან მასიურია, რომელიც დამზადებულია არატოქსიკური პოლივინილის ქლორიდისგან. მეტი სტაბილურობისთვის მოყვება მეტალის სადგამი.
National Tree Company Poly Snowy Everest
ბრწყინვალე საშობაო ხე!
თუ ხელოვნური ხეების დიდი ასორტიმენტიდან რაღაც ორიგინალურს, ლამაზსა და უჩვეულოს ეძებთ, მაშინ National Tree Company გთავაზობთ <Poly Snowy Everest> ხეს, რომელიც ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს.
ხელოვნური ნაძვის ხე დათოვლილი ეფექტით ერთგვარი ექსკლუზივია, რომლის ტოტებს 300 ნათელი LED ნათურა ამშვენებს, რაც მას დამატებით ელეგანტურობას სძენს. წიწვები დამზადებულია PVC- სგან, რომელიც არ იწვის. თითოეული წიწვი მორთულია თოვლის ეფექტით, რაც ხეს მაქსიმალურად რეალურს ხდის.

LED ნათურები ხასიათდება დაბალი ენერგიის მოხმარებით და ხანგრძლივი მუშაობით - 50 000 საათამდე ან მეტი. ნათურის კორპუსი პრაქტიკულად არ თბება და არ აზიანებს წიწვებს. ხის სიმაღლე 183 სმ-ია, ხოლო სართულის დიამეტრი 114 სმ-ია.
ნაძვის ასაწყობად საჭიროა რამოდენიმე ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება, ზედა ნაწილზე მიმაგრება, ტოტების ჩასმა ღარებში და ლითონის საყრდენზე ჯვრის დამაგრება. აწყობის პროცესი რამდენიმე წუთს წაგართმევთ.
Royal Christmas Washington Standart
ხელოვნური ნაძვის ხე <Washington Standart> გამოირჩევა სრულყოფილი ფორმებით, განსაკუთრებული მოცულობითა და ბუნებრივი იერსახით.
ნაძვი საკმაოდ მაღალია - 180 სმ. შედგება მთავარი საყრდენისგან, რომლის ტოტებს შესაკრავი საკინძები აქვს. სადგამი ჯვარის ფორმისაა, საერთო ჯამში კი, ხე 15 სართულისგან შედგენა. ყველაზე ქვედა სართულის დიამეტრი 120 სმ-ია.

ცოცხალი ხეების მსგავსად, წიწვები ტოტებზე მოკლეა, რომლებიც დამზადებულია მაღალი ხარისხის PVC- სგან. სადგამი მეტალისაა, ხოლო ხე ძალიან უსაფრთხოა ყველაზე პატარა ბავშვებისთვისაც, რადგან არ გამოყოფს პლასტმასის სუნს.
<როგორ შევხვდეთ 2021 წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ ხარის წელში> ამ თემას ჩვენ ცალკე ბლოგი მივუძღვენით, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







