როგორ შევხვდეთ 2021 წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ ხარის წელში

დიდი ხნის ნანატრი არდადეგები გველის და დროა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2021 წლისთვის - ჩვენ მზად ვართ გაზიაროთ ორიგინალური იდეები, თუ როგორ უნდა გააფორმოთ ტრადიციული სილამაზე და შემოგთავაზებთ რამდენიმე ორიგინალურ ალტერნატივას მათთვის, ვისაც გსურთ გაოოცოთ სტუმრები ახალი წლის შემოქმედებითი დეკორით.

მომავალი 2021 წელი მეტალის ხარის წელია ამიტომ, ღირს უპირატესობა მიენიჭოთ თეთრსა და პრიალა მეტალის დეკორატიულ ელემენტებს, თუმცა სხვა ფერები აკრძალული არ არის. 2021 წლის ერთადერთი სადავო ფერი წითელია. არსებობს მოსაზრება, რომ ხარს წითელი არ მოსწონს.

ეკო სტილი

ეკო სტილი 2021 წლის ტენდენციაა, რომლის გასაფორმებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სათამაშოები.

როგორ შევხვდეთ 2021 წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ ხარის წელში

დეკორაციებად თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • მრავალფეროვანი გირჩები;
  • ხის ქერქის ფრაგმენტები;
  • ხის სათამაშოები;
  • გირლანდები;
  • დარიჩინის ჩხირი და სხვა.

Hand made საახალწლო სათამაშოები

ხელნაკეთი საახალწლო  სათამაშოები ძალიან პოპულარულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და 2021 წელსაც ასეთი დეკორი ნამდვილად იქნება აქტუალური. ინტერნეტშიც უამრავი რეკომენდაცია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაამშვენოთ ნაძვის ხე საკუთარი ხელით და ამის შესახებ, ისურვეს ბლოგებშიც არაერთხელ გვისაუბრია.

როგორ შევხვდეთ 2021 წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ ხარის წელში

ხელნაკეთი სტილისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • რბილი ტექსტილის გულები და ვარსკვლავები;
  • ქაფის ფიფქები;
  • ქაღალდის სათამაშოები;
  • მრავალფეროვანი ძაფებისგან დამზადებული ბურთები;
  • 3D ფიფქები და ვარსკვლავები;
  • ფერადი ლენტები;
  • კონუსების ან ქაღალდის ელემენტების ხელნაკეთი გირლანდები;
  • მრავალფეროვანი ძაფები.

რეტრო სტილი

ახალი წელი არის საოჯახო დღესასწაული, რომელიც აერთიანებს ყველა თაობას. ბევრი ოჯახი განსაკუთრებული მოწიწებით რთავს ნაძვის ხის სათამაშოებს, რომლებიც ბებიებისა და ბაბუების დროიდან აქვთ შემონახული. ისინი განსაკუთრებულ ელფერს სძენენ დღესასწაულს და ოჯახურ კომფორტსაც ქმნიან.

როგორ შევხვდეთ 2021 წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ ხარის წელში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეტრო სტილი საუკეთესოდ გამოიყურება ბუნებრივ ნაძვის ხეზე, რომელთა გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

ფერადი ნაძვის ხე

ორიგინალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც აპირებს შეინარჩუნოს საახალწლო ინტერიერის სტილი გარკვეულ ფერში. 2021 წლის ტენდენცია ნამდვილად იქნება: თეთრი, ვერცხლისფერი და პლატინის მეტალისფერი.

როგორ შევხვდეთ 2021 წელს და რა უნდა გავითვალისწინოთ ხარის წელში

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, 2021 წლის ელემენტი იქნება მეტალი. იმის გათვალისწინებით, რომ ხარი არა მხოლოდ მეტალისფერი, არამედ თეთრიც იქნება, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ვერცხლისფერ ნივთებსაც.

ჩვენი წინა ბლოგის თემა იყო: <ხელოვნური ნაძვის ხის უპირატესობები ბუნებრივთან შედარებით>, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 150-დან 270 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 400.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე გირჩებით Joanna 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 500.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 180 სმ (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 640.00 ლარი 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
პოლონური ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით გირჩით და კენკრით Zofia 150-დან 240 სმ-მდე (დეკემბრის ფასდაკლება)
Regular price 460.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია