სამზარეულოს საუკეთესო მინი კომბაინები

სამზარეულოს კომბაინები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს დიასახლისს საჭმლის მომზადებაში. მოწყობილობის მუშაობის სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, რადგან შეუძლია ჩაანაცვლოს როგორც ბლენდერი და ცომის შემრევი, ასევე ხორცსაკეპი და წვენსაწური.

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს კომბაინები?

სამზარეულოს კომბაინების შეძენისას ყურადღებით შეისწავლეთ შემდეგი კრიტერიუმები:

ფუნქციონირება - თასისა და დანების ხარისზეა დამოკიდებული მოწყობილობის მუშაობის მაჩვენებელი, ღირებულება და ოპერაციების რაოდენობა.

დანართებიდან სავალდებულოა შემდეგი: უნივერსალური დანა, სახეხი (სასურველია რამდენიმე), დასაქუცმაცებელი, ასევე ნაჭრებად და ზოლებად დასაჭრელი.

ცხობის მოყვარულებმა უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი სამზარეულოს კომბაინი, რომელსაც ცომის მოსაზელი და სათქვეფი ექნება. თუკი დილით ახალი წვენის დალევა გიყვართ ან დაფქული ყავის, ამის შესაძლებლობაც არსებობს.

ძალა - 300-500 ვტ სიმძლავრის მოწყობილობები უმკლავდებიან რბილ ბოსტნეულსა და ხილს, ასევე კოქტეილის მომზადებასა და კვერცხის ათქვეფას. თუ აპირებთ მყარი საკვების და, განსაკუთრებით, ხორცის დამუშავებას, გადახედეთ ისეთ მოწყობილობებს, რომელთა სიმძლავრე 800 ვატიდან იწყება.

სიჩქარეების რაოდენობა -  საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ სიჩქარე თითოეულ პროდუქტზე მუშაობისას. ყურადღება მიაქციეთ პულსის რეჟიმის მქონე მოდელებს - სიჩქარე, ინტენსივობა და როტაციის დრო რეგულირდება ღილაკის დაჭერით. რაც უფრო ძლიერად დააჭერთ, მით უფრო მეტი ბრუნვა მოხდება.

Bosch MultiTalent 3 MCM 3201B

ცნობილი მწარმოებლის Bosch სამზარეულოს კომბაინი 800 ვატი ენერგიის მოხმარებით. კორპუსი და კონტეინერები დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან, რომელიც არ იწოვს სუნს.

იგი მოთავსებულია სტაბილურ, რეზინის ფეხებზე ისე, რომ მოწყობილობა მაგიდაზე მუშაობის დროს არ გადავარდება. გათვალისწინებულია მხოლოდ ორი რეჟიმი და არსებობს პულსის რეჟიმის საქშენები.

სამზარეულოს საუკეთესო მინი კომბაინები

ბოშის კომბაინის ნაკრებში შედის სახეხი, უნივერსალური დანა, ცომის და საჭრელი დანართი. ასევე აღჭურვილია საფქვავით, რომლითაც შესაძლებელია სანელებლების, ყავის ან კაკლის დაფქვაც.

თასში თავსდება 2.3 ლიტრი საკვები, რომელსაც ფართო, კომფორტული სახელური აქვს. ბლენდერის თასი 1 ლიტრიანი მოცულობისაა.

ხანგრძლივი მუშაობის დროს, გადახურების შემთხვევაში, ძრავა ავტომატურად ითიშება, რათა მექანიზმი გაცივდეს. მოწყობილობის მოხსნადი ნაწილების გარეცხვა შესაძლებელია წყლის ქვეშ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

დანართები შეიძლება მოთავსდეს თასში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოწყობილობის შენახვას.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება - 800 ვატი;
  • თასის მოცულობა - 2.3 და 1 ლიტრი;
  • გადატვირთვისგან დაცვა - დიახ;
  • ზომები - 26x22x37.5 სმ, 3.5 კგ.

დადებითი:

  • კომპაქტური მოდელი;
  • კარგი ფუნქციონირება;
  • შეიძლება გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც.

Philips HR7605

სამზარეულო კომბაინი Philips  შესანიშნავი ყოველდღიური მოწყობილობაა, რომელიც მკვეთრად შეამცირებს თქვენს დროს საკვების მომზადების შემთხვევაში.

მოდელის გამოყენება შეიძლება  ბოსტნეულისა და ხილის წვენის გასაკეთებლად, შერევისთვის, ასევე  დაჭრისა და დაბლენდერებისთვის.

სამზარეულოს საუკეთესო მინი კომბაინები

კომბაინის სხეული და თასები დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან, ხოლო მასალა არ იწოვს სუნს და ადვილად იწმინდება.

სამზარეულოში იკავებს მინიმალურ ადგილს, აწყობა და დაშლა კი ძალიან ადვილია. კომბაინი გამოგადგებათ საუზმის, ლანჩისა და ვახშმის მოსამზადებლად.

დენის კაბელი მოკლეა, მხოლოდ 75 სმ, მაგრამ მისი შენახვა შეიძლება კორპუსის შიგნით. თასი კი 2.3 ლიტრი მოცულობისაა.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ენერგიის მოხმარება 350 ვატი;
  • თასის მოცულობა - 2.1 ლიტრი;
  • გადატვირთვისგან დაცვა - დიახ;
  • ზომები - 24x18x24 სმ, 1.6 კგ.

დადებითი:

  • ფუნქციონალური და კომპაქტური;
  • ხმაურის დაბალი  დონე.

მინუსები:

  • მუშაობის მხოლოდ ერთი სიჩქარე, გარდა პულსის რეჟიმისა.

საუკეთესო სამზარეულო კომბაინები წვენსაწურის ფუნქციით ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები

სამზარეულოს კომბაინი KENWOOD FP-120
სამზარეულოს კომბაინი KENWOOD FP-120
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი Vitek VT-1445
სამზარეულოს კომბაინი Vitek VT-1445
Regular price 379.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სამზარეულოს კომბაინი Ardesto KMCH-K1500SS
სამზარეულოს კომბაინი Ardesto KMCH-K1500SS
Regular price 929 ლარი / თვეში 50 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7510/00
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7510/00
Regular price 669.00 ლარი 469 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი