საუკეთესო სამზარეულო კომბაინები წვენსაწურის ფუნქციით
როდესაც „ისურვეს“ ბლოგებში საუკეთესო სამზარეულო კომბაინების შესახებ ვსაუბრობთ, ხშირად მიმოვიხილავთ მათ ფუნქციურ შესაძლებლობებს. მახასიათებლების მიმოხილვისას კი, არაერთხელ აღგვინიშნავს წვენსაწურის ფუნქციის შესახებ, რომელიც, ბუნებრივია, ყველა მოდელს არ აქვს.
უცხო არ არის ის ფაქტი, რომ სამზარეულო კომბაინები რამდენიმე წვრილი ტექნიკის ფუნქციებსაც კი ასრულებს. მაგალითად, ხორცსაკეპის, ბლენდერის, ჩოფერის, წვენსაწურის და ა.შ.
დღეს გვსურს განვიხილოთ კონკრეტულად ისეთი კომბაინები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია წვენსაწურის ფუნქციითაც.
Philips HR7510 Viva Collection
Philips კომბაინი დამზადებულია მდგრადი პლასტმასისგან. 1.5 ლიტრიანი პლასტმასის თასით, ის შესანიშნავად თავსდება ნებისმიერი სამზარეულო ინტერიერში და დიდ ადგილს არ იკავებს.
სიჩქარის მართვის საშუალებით, შესაძლებელია 3 ენერგიის რეჟიმის გააქტიურება. მუშაობის მეტი სტაბილურობისთვის კი, კორპუსი აღჭურვილია რეზინისებური ფეხებით და ელექტროენერგიის კაბელის შესანახი 120 სმ-იანი განყოფილებით.
მოწყობილობა მუშაობს საკმაოდ მშვიდად და პლასტმასის ნაწილების გამო არ აქვს ძლიერი ვიბრაცია. ძრავა დაცულია გადატვირთვისგან და თუ უწყვეტი მუშაობის დრო 10 წუთზე მეტია, მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება.
სამზარეულო კომბაინი Philips შესანიშნავია ყოველდღიური მოხმარებისთვის და ნამდვილად იმსახურებს ყველა იმ დადებით შეფასებას, რომელიც მომხმარებლებისგან დაიმსახურა.
ძირითადი მახასიათებლები:
- ენერგიის მოხმარება - 800 ვატი;
- თასის მოცულობა - 1.5 ლიტრი;
- გადატვირთვისგან დაცვა - დიახ.
- ზომები - 24.4 × 24.4 × 37.7 სმ.
დადებითი:
- ხმაურის დაბალი დონე;
- შესანიშნავი ფუნქციონირება;
- კომპაქტური ზომა.
REDMOND RFP-3909
REDMOND სამზარეულო კომბაინის სიმძლავრე (1.5 კვტ) საკმარისია 18.500 rpm მაქსიმალური სიჩქარისთვის. მოწყობილობა შედგება ორი პლასტმასის თასისგან, რომელთაგან ერთი განკუთვნილია ბლენდერისთვის.
კონტეინერების მოცულობაა 1.2 და 1.8 ლიტრი. მოწყობილობა აღჭურვილია მაღალი ხარისხის რეზინის თავებით, რომელიც სამუშაო ზედაპირზე საიმედო მოჭიდებას უზრუნველყოფს და იცავს კომბაინს გადაბრუნებისგან.
კომპლექტში შედის მრავალი საქშენი, რაც ამ მოდელს უნივერსალურად ხდის: ციტრუსის წვენსაწური, უნივერსალური საჭრელი დანა, თავი საკვების ნაჭრებად დაჭრისთვის და სხვა.
ძირითადი მახასიათებლები:
- ენერგიის მოხმარება - 1.5 კვტ;
- თასის მოცულობა - 1.2 ლიტრი, ბლენდერისთვის - 1.8 ლიტრი;
- გადატვირთვისგან დაცვა - დიახ.
- ზომები - 21x24x42 სმ.
დადებითი:
- შესანიშნავი ძალა;
- კარგი ფუნქციონირება;
- კომპაქტურობა და მცირე წონა.
მინუსები:
- წარმოების ცუდი ხარისხი.
Bosch MUM 5 MUM58243
ბოშის კომბაინი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან და 3.9 ლიტრიანი უჟანგავი ფოლადის თასით.
ასევე აქვს პატარა ბლენდერის ქილა, რომლის ტევადობაა 1.25 ლიტრი. ძრავას აქვს გადატვირთვისგან დაცვის ფუნქცია და თუ სწორად არ არის აწყობილი, მოწყობილობა არ ჩაირთვება, რაც ხელს უწყობს ზედმეტი დაზიანების თავიდან აცილებას.
კომლექტს მოყვება ციტრუსის წვენსაწური, ასათქვეფი, ცომის მოსაზელი, საჭრელი დანა, სახეხი და სხვა.
ძირითადი მახასიათებლები:
- ენერგიის მოხმარება - 1000 ვტ;
- თასის მოცულობა - 3.9 ლიტრი, ბლენდერისთვის - 1.25 ლიტრი;
- გადატვირთვისგან დაცვა - დიახ.
დადებითი:
- დანართების შესანახი სათავსო;
- კარგი ძალა;
- ადვილად უმკლავდება მყარ ბოსტნეულს და ხილს.
პოპულარული მოდელები