საბავშვო და პროფესიონალური დრონები
დრონის ყიდვა და შერჩევა ძალიან რთული საქმეა, რომელიც დამოკიდებულია თქვენს მიზნებსა და ფინანსურ შესაძლებლობებზე.
დღევანდელი ჩვენი ბლოგი საშუალებას მოგცემთ იპოვოთ და შეარჩიოთ საუკეთესო დრონები გართობისთვის, სამუშაოდ ან უბრალოდ შვილისთვის საჩუქრად.
თუმცა, სანამ კონკრეტული მოდელის დრონების განხილვაზე გადავალთ, უმჯობესია მოკლე ინფორმაცია მიმოვიხილოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი დრონის ყიდვა სჯობს.
პირველ რიგში, მოწყობილის შეძენამდე, აუცილებლად განსაზღვრეთ რა მიზნებისთვის გჭირდებათ მისი შეძენა, რადგან დრონი შეიძლება განკუთვნილი იყოს: ბავშვებისთვის, სამოყვარულო მიზნებისთვის ან პროფესიონალური ფოტოგრაფიისთვის. გარდა ამისა, არსებობს სპორტული მოდელებიც, რომელიც ძირითადად გართობის მიზნით გამოიყენება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დრონის ყიდვისას?
ზომა და წონა
ყველაზე პატარა მოდელებს დაახლოებით 100x100 მმ ზომები აქვთ, რომლებიც შესაფერისია შიდა გამოყენებისათვის და არა გარეთ, ქარიან ადგილებში. მსგავსი ტიპის დრონები კარგია ბავშვებისთვის, რათა ისწავლონ როგორ მუშაობენ ასეთი მოწყობილობები.
საშუალო მოდელების ზომა არ აღემატება 400x400 მმ-ს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს მოყვარული ფოტოგრაფების მიერ ღია ადგილებში.
ყველაზე დიდ დრონებს ძლიერი ძრავა აქვთ და შეუძლიათ ისეთი მძიმე საგნების აწევა, როგორიცაა მაღალი ხარისხის ოპტიკური კამერა.
ფრენის ხანგრძლივობა
უმეტეს მოდელებს შეუძლიათ 15 წუთის განმავლობაში ჰაერში ფრენა. უფრო ძვირიან მოწყობილობებს კი - ნახევარ საათამდე.
საუკეთესო დრონები ბავშვებისთვის
საბავშვო დრონები ზომიერი და მცირე წონისაა, რომელთა ღირებულებაც შედარებით იაფია.
Hubsan X4 H502S
დრონი აღჭურვილია GPS მოდულითა და კამერით, რომელსაც შეუძლია HD ხარისხში გადაღება. გათვალისწინებულია ასევე Follow me რეჟიმი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ავტომატური სიმაღლის შენარჩუნება და ბაზაზე დაბრუნება. ასეთი დრონი კარგია თინეიჯერებისთვის და არაპროფესიონალური გამოყენებისათვის.

დადებითი:
- მიმზიდველი დიზაინი;
- მაღალხარისხიანი ნაწილები;
- მრავალფეროვანი ფუნქციების არსებობა: FPV, GPS, Manual, Follow me;
- სიმაღლის დაფიქსირების შესაძლებლობა
მინუსები:
- კამერა სურათის სტაბილიზაციის გარეშე;
- ფრენის ხანგრძლივობაა 8 წუთი
Hubsan დრონი განკუთვნილია ბავშვებისა და მოზარდებისათვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული უნარები უპილოტო აპარატების მართვაში.
საუკეთესო სამოყვარულო დრონები
ასეთი მოწყობილობები ფასების თითქმის ყველა კატეგორიაში წარმოდგენილი, რომელთა ფუნქციონირება ოდნავ ჩამოუვარდება პროფესიონალურ მოდელებს.
Syma X8HG
სხვა მოდელების მსგავსად, აღნიშნული მოწყობილობის კონტროლიც დისტანციური მართვის საშუალებით ხორციელდება, რომლის დამსახურებითაც, მოწყობილობას 70 მეტრამდე აფრენა შეუძლია. მცირე ზომის აკუმულატორის გამო, ფრენის ხანგრძლივობა 7 წუთია, ხოლო დატენვას 3.5 საათი სჭირდება.

ჩამონტაჟებულ გარე კამერას 8 მეგაპიქსელიანი რეზოლუცია აქვს, მაგრამ ვიდეოს ხარისხი საშუალოა.
დადებითი:
- მშენებლობის მაღალი ხარისხი;
- კამერის შეცვლის შესაძლებლობა;
- განათება;
- მიმზიდველი დიზაინი
მინუსები:
- ფრენის მოკლე ხანგრძლივობა;
- არ არის რეკომენდირებული ქარიან ამინდში მისი გამოყენება
Syma X8HG ძალიან საიმედო დრონია, რომელიც შესაფერისია დამწყები პირებისთვის.
პროფესიონალური დრონები
ImmersionRC Vortex 250 PRO
პროფესიონალური ტიპის დრონები შედარებით უფრო ძვირია, რომლებსაც ძლიერი, მაგრამ მსუბუქი ჩარჩო აქვთ და ფრენისას ძალიან სტაბილურია. მოდულური დიზაინის წყალობით, მფლობელს შეუძლია დაამატოს ნებისმიერი საჭირო ელემენტი ან პირიქით, ამოიღოს.

შესაძლებელია ასევე კამერის მოხსნა. გარდა ამისა, მოწყობილობა მხარს უჭერს GoPro 3 და 4-ს, მაგრამ შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი სხვა FPV კამერა. ასევე შესაძლებელია დამატებითი ბატარეის გამოყენება, რომელიც სწრაფად იხსნება და მონტაჟდება.
დადებითი:
- მაღალი სიჩქარე;
- ფრენის გახანგრძლივებული დრო;
- სხვადასხვა კამერის მხარდაჭერა
მინუსები:
- სამწუხაროდ, ნაკრები არასრული შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რის გამოც მოგიწევთ ცალკეული ელემენტების შეძენა;
- მაღალი ფასი.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







