რომელი მწარმოებლის პერფორატორის ყიდვა სჯობს
პერფორატორი ისეთი ელექტრო ინსტრუმენტია, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს და განკუთვნილია რამდენიმე მასალის კომფორტული დამუშავებისთვის.
მოწყობილობა აღჭურვილია ჩამრთველით, რომლითაც შესაძლებელია მუშაობის რეჟიმების განსაზღვრა, ეს კი დამოკიდებულია კონკრეტულ მიზნებზე.
რამდენიმე სამაგრი თავი პერფორატორს მრავალმხრივ ინსტრუმენტად აქცევს, რომელსაც შეუძლია ბეტონში ხვრელების გახვრეტა, კედლის გატეხვა, ლითონის გაბურღვა და ა.შ.
რომელი მწარმოებლის პერფორატორის ყიდვა სჯობს?
DeWalt - ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა 1924 წელს. ბრენდი ცნობილია პროფესიონალური ხელსაწყოების წარმოებით, რომლებიც განკუთვნილია თითქმის ნებისმიერი ინდუსტრიისთვის: მშენებლობისთვის, ხისა და ლითონის დამუშავებისთვის, ასევე რკინაბეტონის და ლითონის დამუშავებისთვის. კომპანიამ კარგი რეპუტაცია მოიპოვა ინოვაციური იდეების, დიზაინის, ინჟინერიის და საიმედო ინსტრუმენტების წარმოებით.
Metabo - კომპანია დაარსდა გერმანიაში გასული საუკუნის 20-იან წლებში და დღეს წარმოდგენილია მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. საიმედოობა კომპანიის სავიზიტო ბარათია, ხოლო ინსტრუმენტი მოთხოვნადია პროფესიონალებსა და ჩვეულებრივ სახლის ხელოსნებში.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ Metabo და DeWalt ხელსაწყოების ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტზე, სადაც თითოეულ ელექტრო მოწყობილობას მოყვება ხარისხის სერთიფიკატი, რაც უზრუნველყოფს მეტ საიმედოობას.
Makita - კომპანია, რომელიც 1915 წელს იაპონიაში დაარსდა, აწარმოებს ბაღის აღჭურვილობასა და ელექტრო ხელსაწყოებს.
Makita - პროდუქციის სპექტრში წარმოდგენილია 1000-ზე მეტი საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური აღჭურვილობა, ხოლო პროდუქციის წარმოება ხდება საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად.
Hitachi - იაპონური კომპანია, რომელიც დაარსდა 1910 წელს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარდა, აწარმოებს საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას, კლიმატურ მოწყობილობებს, სამრეწველო მოწყობილობებს. გარდა ამისა, ბრენდი აქტიურად ავითარებს ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო სისტემებს, ასევე საქმიანობს სხვადასხვა სფეროში.
Ryobi - ბრენდი 1943 წელს იაპონიაში გამოჩნდა და დღემდე აწარმოებს მებაღეობის აღჭურვილობასა და ელექტრო ხელსაწყოებს. დღეს კომპანიის პროდუქტები აკმაყოფილებს პროფესიონალებისა და კერძო მომხმარებლების მოთხოვნებს.
Bort - ჩინური კომპანია აწარმოებს ელექტრო ხელსაწყოებს, ასევე საწმენდ და საყოფაცხოვრებო ტექნიკას. Bort პროდუქტებს იყენებენ პროფესიონალი ხელოსნები და მოყვარულები.
და ბოლოს, გვსურს განვიხილოთ DeWalt პერფორატორის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ასევე - პროფესიონალებისთვის.
მოდელის შერჩევა მოხდა მოწყობილობების შემდეგი პარამეტრების საფუძველზე:
- წარმოების ხარისხი;
- მასალა;
- ძალა;
- როტაციის სიხშირე;
- ძრავის ადგილმდებარეობა;
- ზემოქმედების ენერგია და სიხშირე;
- ოპერაციული რეჟიმები;
- დამატებითი ფუნქციები;
- აღჭურვილობა;
- ფასი.
DeWalt D25134K
DeWalt პერფორატორი მრავალფუნქციური, საიმედო და გამძლე ინსტრუმენტია, რომელიც, სიჩქარის კონტროლის გამო, ადვილად უმკლავდება ბეტონსა და ქვის დამუშავებას. დამზადებულია შავი და ყვითელი ფერის გამძლე პლასტმასისგან, ხოლო რეზინისებური სახელურის წყალობით, მუშაობისას ხელიდან არ დაგიცურდებათ.
ძრავის ვერტიკალური პოზიცია ზრდის მოწყობილობის ეფექტურობას, ხოლო მტვრისგან დამცავი სისტემა უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას. მწარმოებელი იძლევა 3 წლიან გარანტიას.
უპირატესობები:
- დიზაინი;
- ვიბრაციის კონტროლის სისტემა;
- ჩამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემა;
- ბრუნვის სიჩქარე 1500 rpm;
- დარტყმების სიხშირე წუთში - 5540;
- მოსახსნელი ვაზნა.
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
საშუალო სიმძლავრის საუკეთესო პერფორატორების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.
Isurve.ge ონლაინ მაღაზიაში პერფორატორების კოლექციაში შეგხვდებათ მრავალი ცნობილი მწარმოებლის Ingco; Stern austria; DeWalt; ბოშის ფერფორატორები და მრავალი სხვა. ბარათით ყიდვის შემთხვევაში მიიღებთ ფასდაკლებას, ხოლო შეძენილ ნივთს ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.
პოპულარული მოდელები