საშუალო სიმძლავრის საუკეთესო პერფორატორების მიმოხილვა

რომელია საუკეთესო პერფორატორი სახლის პირობებში გამოყენებისთვის? ამ კითხვას დეტალურად ვუპასუხეთ დღევანდელ ბლოგში.

ბეტონის გატეხვა, ქვის გაბურღვა, კედლების გატეხვა შესაძლებელია პერფორატორით,  ხოლო მისი დასარტყამი მექანიზმი წარმოდგენილია ზამბარიანი მექანიზმით.

Makita HR2470

Makita  პერფორატორი  SDS-Plus chuck-ით, რომელიც განკუთვნილია სახლის პირობებში გამოყენებისთვის. გათვალისწინებულია მუშაობის სამი რეჟიმი: ბურღვა, ჩაქუჩი და კომბინირებული. გამოიყენება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისთვის.

დარტყმის ენერგიაა - 2.7 ჯ, ხოლო სიმძლავრე 780 ვტ-ია. 1100 ბრუნვის სიჩქარით შეუძლია ბეტონისა და აგურის კედლების გატეხვა, ასევე 24 მმ დიამეტრის მქონე ხვრელების გაბურღვა. სიჩქარის კონტროლერი ადაპტირებულია მუშაობის რეჟიმებთან.

საშუალო სიმძლავრის საუკეთესო პერფორატორების მიმოხილვა

კომპლექტში შედის ქეისი და უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული ჩამკეტი. დარტმის სიხშირე წუთში 4500-ია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

მახასიათებლები:

  • ბიტის დაყენება 40 პოზიციაზე;
  • 3 სამუშაო რეჟიმი;
  • ბურღვის სიღრმის შემზღუდველი;
  • გათვალისწინებულია ელექტრონული სიჩქარის კონტროლი;
  • მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ხე) - 32 მმ;
  • მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (მეტალი) - 13 მმ;
  • მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ბეტონი) - 24 მმ.

BOSCH GBH 2-28 F

ძლიერი და ეფექტური BOSCH პერფორატორი, რომელიც აღჭურვილია ინტელექტუალური KickBack Control ტექნოლოგიით.  დამზადებულია Heavy Duty ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც აერთიანებს საიმედოობას, შესრულების მაღალ ხარისხსა და ენერგიას მთელი მუშაობის განმავლობაში.

საშუალო სიმძლავრის საუკეთესო პერფორატორების მიმოხილვა

გაჭედილი საბურღის ან გადატვირთვის შემთხვევაში, მოწყობილობა იცავს ოპერატორს რყევებისგან, ხოლო რელიეფური რეზინის სამაგრი შთანთქავს ვიბრაციას.

3.2 ჯ ზემოქმედების ძალა საკმარისზე მეტია საყოფაცხოვრებო სამუშაოსთვის. უფრო მეტიც, ეს უკვე პროფესიონალური იარაღია. სიმძლავრე 880 ვტ-ია, ხოლო  ბრუნვის სიჩქარე 1300 rpm. დარტყმის სიხშირე წუთში 4000-ია.

მახასიათებლები:

  • დაზიანების რისკი მინიმუმამდეა  დაყვანილი;
  • ინსტრუმენტის ჩაძირვის სიღრმისა და სიჩქარის რეგულირება;
  • ამორტიზაციის მექანიზმი;
  • მბრუნავი დამხმარე სახელური;
  • მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ხის) - 30 მმ;
  • მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (მეტალი) - 13 მმ;
  • მაქსიმალური საბურღი დიამეტრი (ბეტონი - ბურღი) - 28 მმ.

Hammer PRT 800 CE PREMIUM

ძლიერი პერფორატორი საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის, რომლის ენერგია 3 ჯ-ია. საკმარისია თაბაშირის გასაბურღად, ფილების დემონტაჟისთვის, გატეხვისა და ბურღვისთვის.

საშუალო სიმძლავრის საუკეთესო პერფორატორების მიმოხილვა

სწრაფადმცვლელ ვაზნას არ სჭირდება გასაღები ინსტრუმენტის შესაცვლელად. უსაფრთხოების ღილაკი ხელს უშლის მუშაობის დროს მომხმარებლის დაზიანებას.

მახასიათებლები:

  • საპირისპირო ბრუნვის ფუნქცია;
  • კომპაქტური ზომებით მოსახერხებელია მუშაობა რთულ მისადგომ ადგილებში;
  • საბურღის დახრილობის ცვალებადი კუთხე;
  • არ თბება საშუალო დატვირთვით მუშაობისას.

Bosch, Makita, Hitachi პერფორატორების შედარება იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
პერფორატორი 1250ვტ Edon ED-2803
Regular price 249.00 ლარი 169 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პერფორატორი Bosch GBH 240
პერფორატორი Bosch GBH 240
Regular price 539.00 ლარი 439 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. პერფორატორი 800ვტ 2.5ჯ Total TH308268-2
ელ. პერფორატორი 800ვტ 2.5ჯ Total TH308268-2
Regular price 259.00 ლარი 214 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ელ. პერფორატორი 650ვტ Total TH306236
ელ. პერფორატორი 650ვტ Total TH306236
Regular price 199.00 ლარი 179 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი