როგორ შევინარჩუნოთ სარეცხი მანქანა იდეალურ მდგომარეობაში?

ყველა ჩვენგანს აქვს სტაბილური მოლოდინი სარეცხი მანქანებისგან - მოგვამარაგოს სუფთა, გაწკრიალებული სამოსით ღილაკის ერთი დაჭერისთანავე. მაგრამ როდესაც თქვენი სარეცხის მანქანა სტივენ კინგისეული ნოველის რომელიმე ანტიგმირს მოგაგონებთ, გაითვალისწინეთ, ამ მძიმე დანაშაულში უშუალოდ დანადგარს ბრალი არ მიუძღვის.

როგორ შევინარჩუნოთ სარეცხი მანქანა იდეალურ მდგომარეობაში?

ეკონომიურს, ენერგო დამზოგავს, მინი სარეცხ მანქანას, კომბინირებულს, სარეცხ მანქანას საშრობით და ბავშვის სარეცხ მანქანასაც კი რეცხვის ფუნქციების გარდა ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ. ყველას გააჩნია თავისი ინსტრუქცია და საჭიროებენ რეგულარულ მომსახურებას. ჭუჭყიანი ფილტრები, გაჭედილი წყლის შემშვები და გამშვებები, მილები რომლებსაც უკეთესი დღე უნახავთ - ეს ყველაფერი მოწყობილობის დასასრულის დასაწყისია.

თუ თქვენი მანქანა ტოვებს ლაქებს, სარეცხის ნალექს, ან ტანსაცმელზე ფერის უცნაურ გამოვლინებებს, ეს უკვე ხმამაღალი მოწოდებაა გაწმენდისკენ.

სარეცხი მანქანის გაწმენდა რთული არ არის. რამდენიმე საბაზისო ნაბიჯით თქვენი დანადგარი ისევ მოწოდების სიმაღლეზე დაბრუნდება. შედეგად თქვენც დაზოგავთ ზედმეტ ხარჯებს სარეცხი მანქანის თუნდაც იაფად ყიდვაზე. <რომელი სარეცხი მანქანა ვიყიდო> გამოცანის პასუხის ძებნაზე დაზოგილი დრო კი ფაქტიურად ერთი შვებულების ტოლფასია.

ქვემოთ მოყვანილი გაწმენდის რჩევები ქიმიკატების გამოყენებას არ მოიცავს, იაფია, და ლოგიკურად გამოყენების შემთვევაში თქვენს აქტივს ზიანს არ მიაყენებს.

  1. ჩაყარეთ 2 კოვზი სოდის ბიკარბონატი (უფრო ცნობილი სახელი - საკვები სოდა) გამათეთრებლის განყოფილებაში და დაამატეთ 120 მლ ძმარი, პირდაპირ სარეცხი მანქანის ბორბალში.
  2. აამუშავეთ სტანდარტული ციკლი ცხელი წყლით.
  3. შეამოწმეთ მწარმოებლის ინსტრუქცია თუ როგორ უნდა გაიწმინდოს ფილტრი. სტანდარტული ტიპის სარეცხ მანქანებში ფილტრები ხშირად ხდებიან ცუდი ხარისხის რეცხვის წყარო.
  4. თუ შესაძლებელია, მოხსენით საპნისა და ტექსტილის დამარბილებლის უჯრა და გაწმინდეთ ცხელი საპნიანი წყლით, შემდგომ კი მზეზე გააშრეთ. ეს პრევენციული ნაბიჯი დაეხმარება უჯრას რომ ობი არ მოიკიდოს.
  5. დატოვეთ ხოლმე სარეცხი მანქანის კარი ღია რეცხვებს შორის რომ კარგად გამოშრეს და ისევ და ისევ ბოროტმა ობმა არ დაისადგუროს შიგნით.

დამატებით, თუ გაინტერესებთ ასევე როგორ უნდა მოუფრთხილდეთ თქვენს მაცივარს, იხილეთ ჩვენი ბლოგპოსტი 5 მარტივი ხერხი იმისთვის, რათა დიდხანს გვემსახუროს ჩვენი მაცივარი.

წყარო: How to clean a washing machine properly

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
სარეცხი მანქანა 8კგ Vestfrost VW810FF4W კლასი A+++
Regular price 969.00 ლარი 879 ლარი / თვეში 48 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 7კგ Vestfrost VW712FT2S კლასი A+++
Regular price 909.00 ლარი 849 ლარი / თვეში 46 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
სარეცხი მანქანა 8კგ Hagen HFW812S
Regular price 999.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 6კგ Vestfrost VW612FT0S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 6კგ Vestfrost VW612FT0S კლასი A+++
Regular price 889.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი