5 მარტივი ხერხი იმისთვის, რათა დიდხანს გვემსახუროს ჩვენი მაცივარი

ბევრი ჩვენგანი მაცივრის შესაძლებლობას რომ პერმანენტულად შეინარჩუნოს დაბალი ტემპერატურა მოცემულობად იღებენ. მაცივრის დაზიანებებმა ამ შესაძლებლობას შეიძლება მნიშვნელოვანი რისკი შეუქმნას და მიგვიყვანოს მაღალ გრადუსებამდე, გაფუჭებულ საკვებამდე და შედეგად - გაზრდილ ხარჯებამდე საკვებსა და შეკეთებაზე.

5 მარტივი ხერხი იმისთვის, რათა დიდხანს გვემსახუროს ჩვენი მაცივარი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგიერთი მაცივარი იაფად შეიძლება იყიდოთ, მითუმეტეს თუ პატარა ან მინი ვერსიაზე შეაჩერებთ არჩევანს, მაცივრის ფასი მაინც მსხვილ დანახარჯებს განეკუთვნება და ამიტომ კითხვას: <რომელი მაცივარი ჯობია> - ერთი სწორი პასუხი აქვს - არსებული, ოღონდ იდეალურ მდგომარეობაში.

როგორ შევუქმნათ მაცივარს ოპტიმალური გარემო? ამისთვის სულ 5 წესის გათვალისწინებაა საჭირო:

  • შეამოწმეთ კარის საკეტები და საფენები.

    ყოველ ჯერზე როდესაც მაცივარი იხურება, რეზინის დამცავი ფენა კარის გარშემო ქმნის მტკიცე კავშირს კარსა და მაცივრის წინა ნაწილს შორის. თუ ეს კავშირი შესუსტებულია, გაბზარულია ან გატეხილია, ეს ქმნის დამცავ ფენაში ფორებს და ჰაერს საშუალება ეძლევა იმოძრავოს ორ გარემოს შორის. თბილი ჰაერი აღწევს მაცივარში, და აიძულებს მას იმუშავოს მეტი დატვირთვით სიგრილის შესაქმნელად. ცუდ შემთხვევაში დანადგარი საერთოდ ვერ ახერხებს თბილი ჰაერის შემოდინებასთან გამკლავებას და ტემპერატურა მაღლა იწევს. ამიტომ უმჯობესია საკეტებისა და საფენების შემოწმება პერმანენტულ რუტინად აქციოთ.

    • რეგულარულად გაწმინდეთ მაცივრის უკანა მხარე.

    გაწმენდა მაცივრის მომსახურების უმთარესი ნაწილია. მაცივრის უკანა ნაწილის გასუფთავება დაეხმარება მოწყობილობას შეინარჩუნოს გამაგრილებელი დაფები ოპტიმალურ კონდიციაში. მაცივრის ზურგი იშვიათად თუ ხედავს მზის სინათლეს, რის შედეგადაც იქ უამრავი ჭუჭყი და მტვერი იყრის თავს. სისუფთავის შენარჩუნება კი ამ რისკისგან დაგიცავთ. გასუფთავებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის მტვერსასრუტი.

    • ეცადეთ გქონდეთ სავსე მაცივარი.

    როგორც აღმოჩნდა სავსე მაცივარი არა მხოლოდ კარგი გუნება-განწყობილებისთვისა და ოჯახური სიამტკბილობისთვის, არამედ მაცივრის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელებისთვისაც ყოფილა მნიშვნელოვანი. ცივი ნივთები თვითონ ქმნიან გრილ გარემოს და ეხმარებიან მოწყობილობას შედარებით მცირე დატვირთვის მიაღწიოს გაგრილების ეფექტს. რაც უფრო მეტი ცივი პროდუქტია მაცივარში, მით უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება მას ახალი შედგმული კერძის გასაციებლად. გზა მაცივრის კეთილდღეობისკენ მის სისავსეზე გადის!

    • გააგრილეთ საკვები სანამ მას მაცივარში შედგამთ.

    დიდი ცდუნებაა კვების დასრულების შემდეგ მორჩენილ პროდუქტს პირდაპირ მაცივარში უკრათ თავი, მაგრამ ეს ქმედება ავტომატურად აიძულებს მაცივარს მეტი დატვირთვით იმუშავოს მაღალი ტემპერატურის დასაძლევად. თუმცა, სტოიკური მოთმინებითა და პრაქტიკით ეს ცდუნება დაძლევადია, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს, თუნდაც ჩვენი მშობლების სახით.

    • შეამოწმეთ ვენტილაცია.

    საყინულესა და მაცივრის გამაგრილებელ განყოფილებას შორის არსებული ვენტილაცია ჰაერს საშუალებას აძლევს იმოძრავოს ორივე მიმართულებით, ფიზიკის წესების მიხედვით (ფიზიკის დეტალების ახსნას ცალკე ბლოგპოსტში შევეცდებით). თუმცა ზოგჯერ ვენტილაცია შეიძლება ყინულის გამო გაიჭედოს და შეაფერხოს ჰაერის მოძრაობა. გამოწვევის ნუ შეგეშინდებათ, გამოსავალი კვლავ მარტივია - საჭიროა მხოლოდ მაცივრის გამორთვა და საშუალების მიცემა რომ ყინული დადნეს. ეს აქტივობა სასურველია გარკვეული პერიოდულობით ჩატარდეს. ცალკე აღსანიშნავი ფაქტია რომ, მაცივრის გამორთვისას შენახული ნაყინების დადნობას ისევ მათი დაგემოვნება ჯობს. შესაბამისად, საშუალო სტატისტიკურად, ვენტილაციის შემოწმებას ყველაზე ხშირად დიეტის პერიოდში მიმართავენ ხოლმე.

    ინფორმაციისთვის მადლობას მოვახსენებთ ფრიად პატივცემულ American Home Shield ორგანიზაციას.

    თუ ამ ინფორმაციას უკვე პოსტ-ფაქტუმ კითხულობთ, მას შემდეგ რაც აღმოუფხვრელი ზიანი მიადგა მაცივარს, ან უბრალოდ კარგი მაცივრის ყიდვა გსურთ - ჩვენი ბლოგპოსტი როგორ შევარჩიოთ მაცივარი ნამდვილად დაგაინტერესებთ.

    პოპულარული მოდელები

    მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
    მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
    Regular price 1,099.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty კომერციული გარანტია 1 წელი
    მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
    მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
    Regular price 1,249 ლარი / თვეში 67 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty კომერციული გარანტია 2 წელი
    მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
    მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
    Regular price 1,599.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty კომერციული გარანტია 1 წელი
    მაცივარი Hagen HRBF1825W კლასი A+
    მაცივარი Hagen HRBF1825W კლასი A+
    Regular price 899 ლარი / თვეში 49 ლარი
    უფასო მიწოდება
    warranty კომერციული გარანტია 2 წელი