რატომ უნდა შეიძინოთ მექანიკოსის ხელსაწყოთა ნაკრები - საუკეთესო საჩუქარი მამაკაცისთვის
ყველა პროფესიონალ ავტომექანიკოსს საკუთარი რჩეული ინსტუმენტების ნაკრების აქვს, გარდა აუცილებელი ხელსაწყოებისა, თითოეული ადამიანი საკუთარი გემოვნების მიხედვით ირჩევს და მის სახელოსნოში იდებს ადგილს ის ხელსაწყოების ნაკრები თუ კომპლექტი, მათ შორის კლუჩების, გალოვკების ნაბორი და ა.შ. რომელიც მას სურს.
რადგან ამ ბლოგპოსტის კითხვა დაიწყეთ ე.ი ამ თემით დაინტერესებული ხართ და ხელსაწყოთა ნაკრების შეძენა ან თქვენთვის გსურთ, ან შესაძლოა, ვინმესთვის კარგი საჩუქრის გაკეთებას აპირებთ. ვფიქრობთ, ორივე შემთხვევაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
თუ ჯერჯერობით არ იცით, ინსტრუმენტთა რომელი ნაკრების შეძენა გსურთ, დარწმუნებულები ვართ, პოსტის დასრულების შემდეგ შერჩევა გაცილებით გაგიადვილდებათ.
რატომ უნდა შევიძინოთ მექანიკოსის ინსტრუმენტთა ნაკრები
ნულიდან დაწყება - დასაწყისისთვის სათადარიგო ინსტრუმენტები, შესაძლოა, ძვირი სიამოვნება იყოს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რამ - ქანჩი ავიღოთ.
ის უამრავი სხვადასხვა ზომის არსებობს. შეგვიძლია ავირჩიოთ მცირე ნაკრები, ზუსტად იმ ზომის ინსტუმენტებით, რაც კონკრეტულად გვესაჭიროება.
არსებული ნაკრების განახლება - თუ თქვენს კომპლექტში რაღაც ინსტრუმენტები უკვე არის, მისი შევსების საუკეთესო საშუალება, შესაძლოა, ახალი ნაკრების შეძენა იყოს, ზუსტად ისეთის, რაც თქვენს კოლექციაში არ მოიპოვება. არსებობს ინსტუმენტთა ნაკრები, რომელიც სწორედ ასეთი დანაკლისის აღმოფხვრისთვის არის შექმნილი.
ყველაფერი ერთ ადგილზე - თითქმის ყველა ნაკრებს სპეციალურ ჩანთასთან ერთად ქეისი მოჰყვება. ყველა ქეისს სხვადასხვა ხარისხი აქვს, რაც, რა თქმა უნდა, ფასზეც არის დამოკიდებული.
ყველაფრის ერთ ადგილას მოთავსება თქვენს დროსა და ენერგიასაც დაზოგავს და დამატებით თავსატეხებს არ გაგიჩენთ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ მომავალში ზედა პუნქტის შესრულება (არსებული ნაკრების განახლება) ნაკლებად დაგჭირდებათ.
მექანიკურ ხელსაწყოთა ნაკრების საუკეთესო ბრენდები
Craftsman
Craftsman-ს ხელსაწყოთა ნაკრებებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია. ინსტრუმენტთა ფართო ასორტიმენტი, რომელსაც ეს კომპანია გვთავაზობს, ბევრი სპეციალისტის არჩევანია.
Craftsman-ის 320 ინსტრუმენტიანი ხელსაწყოთა ნაკრები დღეს არსებულებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც პროფესიონალური, ასევე ყოველდღიური მოხმარებისთვის.
DeWalt
კომპანია 1922 წელს დაარსდა და მალე 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდის განმავლობაში მან სფეროში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა და მის მარტივ ლოგოს თითქმის ყველგან იცნობენ.
გარდა პირველადი დანიშნულების ინსტრუმენტებისა, DeWalt-ს აქვს 181 ხელსაწყოიანი ნაკრები, რომელიც, ალბათ, ყველა პროფესიონალმა მექანიკოსმა იცის.
ქეისი
რაც მეტია ინსტრუმენტი, მით მეტი ადგილია საჭირო და მით მეტად რთულია, მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა - სწორედ ამით გამოირჩევა კარგი ქეისი ცუდისგან. ყველაზე გავრცელებული მყარი პლასტმასის ქეისებია და მასში როგორც წესი, ყველაზე ხარისხიანი ხელის ინსტრუმენტების ნაკრები იყიდება.
დარწმუნდით, რომ გარე ზედაპირი ნაკლებად ხისტია, რათა თავიდან აიცილოთ, მისი გაჩხაპნა, ან ხელიდან გაცურება. შიგნიდან კი თითოეულ ხელსაწყოს თავისი კონკრეტული ადგილი უნდა ჰქონდეს და ქეისის გადმოტრიალების შემთხვევაშიც ინსტრუმენტი ადგილიდან არ გადმოვარდეს.
იმედი გვაქვს, ჩვენი რჩევები თქვენთვის ან თქვენი ახლობელი ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქრის შერჩევაში დაგეხმარებათ.
სურვილისამებრ, იხილეთ ჩვენი წინა პოსტი პატარა ხელსაწყოების ნაკრების შესახებ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები