პატარა ხელსაწყოების ნაკრები - ევროპული არჩევანი
ჩვენი წინა პოსტი ხელსაწყოების ნაკრების შესახებ ხაზს უსვამდა მის აუცილებლობას მამაკაცის არსენალში. აქვე ვახსენეთ რომ ეს ინსტრუმენტების ნაკრები, იქნება გალოვკების ნაბორი, ქანჩების ნაბორი თუ ხელსაწყოების ნაკრების გადასატანი ყუთი - მამაკაცის პრაქტიკულ თუ ფსიქოლოგიურ ცხოვრებას ბევრად აადვილებს.
თუმცა, ისევე როგორც მანქანებში, სახლებსა და ტელევიზორებში, აქაც არსებობს არჩევანი სტატუსსა და პრაქტიკულ დანიშნულებას შორის. ხელსაწყოების ნაკრები სხვადასხვა ზომების არსებობს და თუ თქვენ არ მიეკუთვნებით იმ მამაკაცთა წრეს რომელსაც სჭირდება სახლის თუ ავტო ინსტრუმენტების სრული კოლექცია, უბრალოდ სჭირდება რომ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოგვარება, ან თუნდაც მისი ხელოსნის მოსვლამდე გადადება შეძლოს - პატარა ინსტრუმენტების ნაკრები ზუსტად თქვენზეა გათვლილი.
შედარებით მცირე ზომის ქანჩების კრებული შეიძლება ითქვას ევროპული არჩევანია. მეზობლებში თავის გამოსადებად არ გამოდგება, მაგრამ თავის დანიშნულებას შეასრულებს. (შედარებისთვის 5.5 მოცულობიანი დიდი GMC ჯიპი VS მერსედეს Smart).
პატარა ხელსაწყოების ნაკრებში, ისევე როგორც დიდ ინსტრუმენტების ნაკრებში ვერ წააწყდებით უზარმაზარ ქანჩებს დაუსრულებელი თავაკების (გალოვკების) არჩევანით, მაგრამ მისი სახრახნისი და <კლუჩები> მოერგება ფაქტიურად ნებისმიერ საჭიროებას რაც შეიძლება სახლის პირობებში გაგიჩნდეთ.
უმეტესობა მათგანში შეხვდებით თავაკების ყველაზე გავრცელებულ არჩევანს, <ტრეშოტკას>, სახრახნისებს (aka ატვიორკა) და ვარსკვლავას სხვადასხვა ტიპებს. რაც ყველაზე კარგია - ყველა მათგანი ერთ ყუთშია განთავსებული, ისე რომ ყველას თავისი ადგილი აქვს და შესაბამისად მათი დაკარგვის შანსი დაბალია. თუ დაკარგავთ - გეცოდინებათ მაინც რა ნაწილი უნდა მოძებნოთ.
ზოგიერთ მათგანში ასევე არის ბრტყელტუჩებიც (aka პლასკაგუბცი), და სეკატორის მაგვარ საჭრელიც (aka კუსოჩკა).
გამომდინარე იქიდან რომ ეს ნაკრებები ზომაში დიდი არ არის, თავისუფლად შეგიძლიათ ავტო ხელსაწყოებადაც გამოიყენოთ, და ჩვენი წინა ბლოგპოსტის თემატიკის არ იყოს - დაავალოთ თქვენს მცირეწლოვან შვილს რომ საჭიროების შემთხვევაში მოგაწოდოთ გადასატანი ყუთი. შეგახსენებთ, დიდი ყუთის შემთხვევაში დიდი ალბათობით მოგიწევდათ საკმაოდ მძიმე ნაკრების თავად აღება (რაც შეგეძლოთ ჯენტლმენობადაც გაგესაღებინად, თუმცა ჯენტლმენობის საშუალებას პატარა ნაბორიც გაძლევთ).
მეორეს მხრივ, რომ დაფიქრდეთ, ამ ხელსაწყოების გამოყენებით თქვენ შეიძლება ფსიქოლოგიური წახალისებაც მიიღოთ. რა უნდა გაფუჭებული ონკანის გაკეთებას როდესაც აბსოლუტურად ყველა ხელსაწყო უცბად ხელმისაწვდომია, მაგრამ რამხელა სიამოვნებაა როდესაც შეზღუდული არჩევანით კრეატიული ხერხების გამოყენება გიწევთ პრობლემის გადასაჭრელად? შედეგად მიღებული თავდაჯერების აწევა (confidence boost) ნამდვილად დადებითად იმოქმედებს თქვენს ხასიათზე.