ხელსაწყოების ნაკრები - მამაკაცის აუცილებელი ატრიბუტი
ჩვენი დღევანდელი ბლოგპოსტი შეეხება ხელსაწყოების ნაკრებს. ხელის ინსტრუმენტების ნაკრები თანამედროვე ლამბერსექსუალი მამაკაცების ერთ-ერთ ატრიბუტად იქცა.
კინოეკრანებზე ხშირად გვინახავს მამაკაცური პერსონაჟი, მანქანის მოტორში ჩაყუდებული, რომელიც თითქოს გადაუჭრელი პრობლემების მარტივად და კრეატიულად მოგვარებას ახერხებს.
ამავე დროს არსებობს ცნობილი სტერეოტიპები, რომ ლამაზ სქესს იზიდავს მამაკაცი რომელსაც შეუძლია მისი ცხოვრების გამარტივება, მისთვის გადაუჭრელი პრობლემების მოგვარება.
ზუსტად ამ ფონზე ძალიან მიმზიდველად წარმოგვიდგება მაჩოს ტიპის, ოდნავ წვერგაუპარსავი, ან სულაც ხშირწვერიანი ალფა მამრი, ხელში ხელსაწყოების გადასატანი ყუთით. მითუმეტეს თუ ამ ხელსაწყოებს შესაბამისი ჟარგონით - კლუჩების ნაკრებად ან მოიხსენიებს ან სახელწოდებით გალოვკების ნაბორი.
რა არის ამ ქანჩების ნაკრების ფასი, შეიძინა თუ არა ეს ხელსაწყოების ნაკრები განვადებით, არის თუ არა ეს კლუჩების ნაბორი გერმანული - ეს უკვე მეორეხარისხოვანი ხდება.
კიდევ ერთი დეტალი რაც უნდა გავითვალისწინოთ - ისევე როგორც ტელევიზორის ან ავტომობილის შემთხვევაში, ხელსაწყოების ნაკრების ზომაც პირდაპირ პროპორციულია მამაკაცურობის.
წარმოიდგინეთ რა ჯობია მიმზიდველი ახალგაზრდის დანახვას, რომელიც გარდა იმისა რომ ცოტაოდენი მაზუთით არის დასვრილი და გაუხეშებული, ყოვლისშემძლე ხელები აქვს, ცალ ხელში ატარებს 215 ცალიან Mannesmann-ის გადასატან ყუთს?
აქვე, შეგიძლიათ მანესმანის ნაკრების სრულ მიმოხილვასაც გაეცნოთ.
ვერაფერს დაუწუნებ. კი ბატონო Toptul 150 ცალიანი ნაკრებიც არანაკლებ მიმზიდველია, თან ღია მწვანე ფერითაც იქცევს ყურადღებას. Selta-ს 98 ცალიანი ნაბორიც მიანიშნებს ამ პიროვნების მამაკაცურობაზე.
თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ რომ აღნიშნულ პროდუქციას, გარდა ფსიქოლოგიური ხაზებისა, უზარმაზარი პრაქტიკული დანიშნულებაც გააჩნია.
მე პირადად ძალიან ცუდად მახსოვს სახლში სხვადასხვა უჯრებში გაფანტული სახრახნისები (ატვიორკა), ქანჩები (კლუჩები), და თითოეული მათგანის საჭიროების დადგომისას ჩემი (მცირეწლოვანი ბავშვის) მივლინება მათ მოსაძიებლად.
არადა რა სიამოვნებაა როცა ეს ყველაფერი ერთად, ერთ ყუთში არის მოქცეული. და ამასთან ერთად ჩნდება ირიბი უპირატესობაც. მამა ვერ გაუშვებს შვილს უზარმაზარი 215 ცალიანი ხელსაწყოების კრებულის მოსათრევად, არამედ თვითონ გაემართება მის ასაღებად (წესით დაზარების გარეშეც, ეს ხომ მისი იარაღების წარმოჩენის საშუალებას მისცემს).
ამ დროს ბავშვი უფრო მეტად დატკბება მამის ოქროს ხელებით, და ყველა თავის საქმეში იქნება ჩართული - მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს.
კარგია ასევე ის ფაქტიც რომ ეს ნაკრებები თავის თავში ხშირად ავტო ხელსაწყოებსაც და ინსტრუმენტებსაც მოიცავს, რაც მას უფრო ფართოდ გამოყენებადს ხდის.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...