პლანშეტები რომლებიც თამაშების მოყვარულებს გამოადგებათ
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სმარტფონებმა თავისი შესაძლებლობებითა და ეკრანის სიდიდით ნელ-ნელა გააძევა პლანშეტები ბაზრიდან, მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია მაინც არსებით მნიშვნელობას ანიჭებს ტაბლეტებს.
ტაბები დანიშნულების მიხედვით შესაძლოა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მაგალითად, ბაზარზე შეგხვდებათ: ავტომობილის პლანშეტები, სათამაშო პლანშეტები, სამუშაო ტაბები და ა.შ.
დღევანდელი ბლოგი დაკავშირებული იქნება სათამაშო პლანშეტების მახასიათებლების მიმოხილვაზე და ვნახავთ, რომელი ფუნქციებით უნდა ვიხელმძღვანელოთ ბავშვისთვის და მოზრდილისთვის სათამაშო ტაბლეტის არჩევისას.
ისევე როგორც მონიტორების არჩევისას, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია: პროცესორის სიმძლავრე, გრაფიკული მოდული, ეკრანის პარამეტრები და მრავალი სხვა. მოკლედ, განვიხილოთ თითოეული მათგანი უფრო კონკრეტულად.

პროცესორი
ტაბლეტები, ისევე როგორც კომპიუტერები, აღჭურვილია ცენტრალური პროცესორებით. ყველაზე ცნობილი პროცესორებია: Snapdragons 435, 625, 660, 820, 835; ოდნავ განსხვავებული პროცესორი - HiSilicon Kirin 960 - წარმოდგენილია Huawei პლანშეტში და Apple-ში.
მეხსიერება
კომფორტული თამაშისთვის რაც შეიძლება მეტი ოპერატიული მეხსიერება გჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ ისეთი სათამაშო პლანშეტის ყიდვას, რომელსაც მინიმუმ 3 GB მეხსიერება აქვს. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, აქ შესაძლებელია მისი გაფართოება დამატებითი SD ბარათის საშუალებით.
ეკრანი და საერთო ზომები
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოცემული ტექნიკური მონაცემები ყველაზე მნიშვნელოვანია სათამაშო ტაბლეტისთვის, ზოგიერთი მომხმარებლისთვის შეიძლება არსებითად მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ეკრანის ზომა ყველასთვის პრიორიტებული ხდება. აქ უკვე ღირს იხელმძღვანელოთ პირადი კომფორტით და სამომავლო გამოყენების პირობებით.

მატრიცის ტიპი
მხოლოდ IPS და multitouch ფუნქცია. არჩევის დროსაც კი ნუ დაივიწყებთ მოწყობილობის საერთო ზომებს, რადგან იაფიანი ტაბლეტი შეიძლება სქელი და წონიანი აღმოჩნდეს.
ავტონომია
ეს არის მნიშვნელოვანი მახასიათებელი იმ შემთხვევაში, თუ ტაბლეტის გამოყენებას თამაშებისთვის ფიქრობთ. თქვენ უნდა შეარჩიოთ ბატარეის ისეთი სიმძლავრე, რომლის მაჩვენებელი მინიმუმ 4000 mAh-ია, მაგრამ აქტიურად შეგხვდებათ 7000 mAh-იანი და უფრო მეტი სიმძლავრის ბატარეები.
დიზაინი და მასალა
აქ უკვე გემოვნების სრული თავისუფლებაა. ზოგჯერ ლითონის კორპუსი სულაც არ არის კომფორტული და უპირატესობა შეიძლება პლასტმასს მიანიჭოთ. მთავარია როგორ ზის პლანშეტი თქვენს ხელში, შეესაბამება თუ არა ის თქვენს საჭიროებს და ა.შ.
ოპერაციული სისტემა
და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ოპერაციული სისტემის შესახებ, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. თანამედროვე პლანშეტები ძირითადად ხელმისაწვდომია სამიდან ერთ ოპერაციულ სისტემაზე: Android, iOS და Windows.
თამაშების უმეტესობა ადაპტირებულია სპეციალურად Android-ისთვის, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემაა. რაც შეეხება Windows ტაბლეტებს, ისინი უფრო შესაფერისია სამუშაოებისთვის. რაც შეეხება IOS-ს, იგი ნაკლებადაა განკუთვნილი თამაშებისთვის და ძირითადად სამუშაო მიზნით გამოიყენება.
ხელმისაწვდომი ღირებულების იაფიანი პლანშეტების მიმოხილვა, იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







