დიდეკრანიანი პლანშეტები ხელმისაწვდომი ღირებულებით

რეიტინგში  შევეცადეთ წარმოგვედგინა შედარებით ხელმსიაწვდომი ღირებულების პლანშეტები,  რომლებიც შევარჩიეთ ძირითადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მათ შორის: SIM ბარათის ჩასადებით, მეტნაკლებად ადეკვატური შესაძლებლობებით, RAM მოცულობითა და, რა თქმა უნდა, ფასით.

შერჩევისას შევეცადეთ, მხოლოდ ცნობილი ბრენდების ტაბები  შემოგვეთავაზებინა, რომელთა შეძენა შესაძლებელი და ხელმისაწვდომია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც.

HUAWEI MatePad T 8.0 32Gb LTE

რეიტინგის პირველს  ადგილზეა Huawei-ის  მიერ წარმოდგენილი პლანშეტი  T mediapad, LTE. ტაბლეტი  შესანიშნავია ინტერნეტში სქროლვისთვის,  მულტიმედიური მასალების სანახავად და არც თუ ისე რთული ამოცანების შესასრულებლად.

გაითვალისწინეთ, რომ Huawei-ის სანქციების გამო, მოწყობილობას არ აქვს წვდომა Google სერვისებთან, ასე რომ თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ ყველა საჭირო პროგრამა EP GALLERY მაღაზიის საშუალებით. რაც შეეხება მუშაობის მაჩვენებელს, ამაზე პასუხისმგებელია პროცესორი - MT8768.

დიდეკრანიანი პლანშეტები ხელმისაწვდომი ღირებულებით

8 ინჩიანი ეკრანის გარჩევადობაა 1280 800 პიქსელი. მოდელი ასევე აღჭურვილია ორი კამერით (5MP მთავარი, 2MP სელფი კამერა). მართალია, ასეთი დაბალი მაჩვენებლით თქვენ ვერ შესძლებთ ხარისხიანი სურათების გადაღებას, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი ვიდეო ზარებისთვის. თუკი საუკეთესო კამერიან პლანშეტებს ეძებთ,მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს წინა ბლოგებს, სადაც წარმოდგენილი გვაქვს უფრო თანამედროვე მოდელის პლანშეტები.

კომუნიკაციისთვის გათვალისწინებულია: 3G, 4G LTE, Wi-Fi, Bluetooth ვერსია 5.0 და GPS. ასევე აქვს მეხსიერების ბარათის ჩასადები, ხოლო აკუმულატორის ტევადობაა 5100 mAh. კორპუსი მეტალის მასალისაა, რომლის წონა 325 გრამია.

Lenovo Tab M8 TB-8505X 232Gb

რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს პლანშეტი Lenovo. აღიშნული მოდელი წინა მოწყობილობისგან იმით განსხვავდება, რომ აქვს სტერეო დინამიკები და არ აქვს არანაირი პრობლემები Google სერვისებთან. თუმცა, არსებობს რამდენიმე ნიუანსი, მაგალითად, ის, რომ კორპუსი დამზადებულია პლასტმასისგან, ხოლო მუშაობაზე პასუხისმგებელია Helio A22 პროცესორი.

დიდეკრანიანი პლანშეტები ხელმისაწვდომი ღირებულებით

ეკრანი 8 ინჩიანია, რომლის გარჩევადობაა 1280 800 პიქსელი. მთავარი კამერა აქაც  იგივეა - 5MP, ხოლო სელფი კამერა - 2MP-იანია. აქვს 3G, 4G, Wi-Fi, Bluetooth 5.0 და GPS. ასევე მეხსიერების ბარათის ჩასადები.

აკუმულატორის სიმძლავრე 5000 mAh-ია, ხოლო წონა 305 გრამია. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოდელიც იაფიანი პლანშეტია, ფასიდან გამომდინარე ნუ მოელით სასწაულებს ამ ტაბლეტებისგან.

შედარებით მძლავრი პლანშეტების ჩამონათვალს უკვე შემდეგ ბლოგში შემოგთავაზებთ, მაგრამ ვისაც ეკონომიური მოდელი გჭირდებათ, ვფიქრობთ, ეს ტაბიც მშვენიერ სამსახურს გაგიწევთ.

Samsung Galaxy Tab A 8.0 SM-T295

დღევანდელი რეიტინგის ბოლო მოდელია Samsung პლანშეტი მოდელით A 8.0 SM-T295. ეს არის 8 ინჩიანი ეკრანის მქონე ტაბლეტი, რომლის რეზოლუციაა 1280x800.  კომუნიკაციისთვის გათვალისწინებულია: 3G, 4G LTE, Wi-Fi, Bluetooth ვერსია 4.2 და GPS და glonass.

დიდეკრანიანი პლანშეტები ხელმისაწვდომი ღირებულებით

ბატარეის სიმძლავრეა 5100 mAh, რომელსაც დამატებით მეხსიერების ბარათის ჩასადებიც გააჩნია. მთავარი კამერა 8 მეგაპიქსელიანია, ხოლო სელფის 2 მეგაპიქსელიანი. კორპუსი დამზადებულია მეტალისგან, ხოლო ტაბლეტის წონა 347 გრამია. 

პლანშეტები რომელიც თამაშებისათვისაც გამოგადგებათ, ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ.

პოპულარული მოდელები

პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
პლანშეტი Lenovo TAB M9 ZAC50096RU
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard  (BHR4245GL) 4907
სახატავი პლანშეტი Xiaomi Mi Home LED BlackBoard (BHR4245GL) 4907
Regular price 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
პლანშეტი Samsung Galaxy Tab A9(4GB/64GB) Wi-Fi
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
საბავშვო ტაბლეტი Blackview Tab 90 Kids
საბავშვო ტაბლეტი Blackview Tab 90 Kids
Regular price 599.00 ლარი 479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი