ოთახის პრაქტიკული გამათბობლები

სახლისა თუ ოთახის გასათბობად, შესაძლოა პატარა ტიპის გამათბობლები დაგჭირდეთ, რომელიც პრაქტიკული და მოსახერხებელი იქნება თქვენი სივრცისთვის. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე მათგანი და მოგცეთ  გარკვეული რჩევები მათ შეძენასთან დაკავშირებით.  

როგორ შევარჩიოთ და რა მახასიათებლები გავითვალისწინოთ გამათბობლების შერჩევისას? 

პორტატული გამათბობლების უმეტესობა, რომელსაც ოთახის გათბობის ფუნქცია აქვს, დროთა განმავლობაში იცვლის თავის მახასიათებლებს. კონკრეტულად - გარკვეული დროის შემდეგ, რთულია მათი გასუფთავება მტვრისგან, რის გამოც მუშაობის დროს,  ხმაურის დონე საგრძნობლად იმატებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გავითვალისწინეთ შემდეგი მახასიათებლები და შესრულების კრიტერიუმები, რომლებიც გვინდა წარმოგიდგინოთ:

უსაფრთხოების სათანადო მახასიათებლები - მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ისეთი ტიპის მოდელები, რომლებიც აღჭურვილი იქნება უსაფრთხოების ფუნქციებით. მაგალითად,  გადახურების დროს, ავტომატურად გათიშვის რეჟიმი.   

შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ წინა ბლოგსაც, გამათბობლებთან დაკავშირებით

1500 ვატიანი გამათბობლები - ზომისა თუ ტიპის მიხედვით, მოდელების უმეტესობა აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. უფრო მაღალი ძაბვა, საშუალებას აძლევს გამათბობელს, მეტი სითბო გამოიმუშაოს. ზოგიერთი მოდელი 750 ვატიანია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ შესძლებს ცივ დღეებთან  გამკვლავებას. პირიქით, ასეთი გამათბობლების ფასი საკმაოდ მაღალია და ისინი უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც ოფისებში გამოსაყენებლად, ასევე - სახლის პირობებში.
სწრაფად გათბობის უნარი - რაც უფრო მალე ათბობს გაზის გამათბობელი ოთახს - მით უკეთესი. თუ ნავთობის ტიპის გამათბობლებს ერთი საათი სჭირდებათ ოთახის გასათბობად, კერამუკული ტიპის გამათბობლები დაუყოვნებლივ იწყებენ თბილი ჰაერის  ცირკულაციას.
მუშაობის სიმშვიდე - 60 დეციბალზე შეფასებული გამათბობლები, საკმაოდ მოსახერხებელია და არ იწვევს შემაწუხებელ ხმაურს.
მასალა - როდესაც ტემპერატურა იზრდება, ბუნებრივია, ცხელდება  გამათბობლის კორპუსი, რამაც შესაძლოა მისი აალება გამოიწვიოს. ამიტომ, უმეტესობა გამათბობელს სპეციალურად ჩამონტაჟებული აქვს პლასტიკური სათავსო, რომელიც არ ცდება 90 გრადუსს.
კონტროლი - გამათბობლების უმეტესობას აქვს თერმოსტატი, რომელიც აკონტროლებს სითბოს გამომუშავებას. 
კომპაქტური ზომა - ელექტრო გამათბობელი უნდა იყოს მცირე ზომის, რათა კარგად იმუშაოს და ამასთან, იყოს მარტივი შესანახი. 

ოთახის პრაქტიკული გამათბობლები
ახლა კი წარმოგიდგენთ კონკრეტულ გამათბობლის მოდელებს და პირველი ეს არის:

Vornado VH200
Vornado-ს მოდელები გვთავაზობს კომფორტის, სიშვიდისა და ნაკლები ენერგიის მოხმარების საუკეთესო კომბინაციას, რომელიც უფრო სწრაფად და თანაბრად ათბობს ოთახს, ვიდრე სხვა მოდელები.

ტესტირებების შედეგად დადგინდა, რომ გათბობის სიჩქარითა და მთლიანი სიმძლავრით, Vornado-მ მნიშვნელოვნად გადააჭარბა თითქმის ყველა სხვა გამათბობელს, რომელმაც ერთ საათში  შესძლო თანაბრად და სტაბილურად გადაენაწილებინა სითბო მთელ ოთახში.  გარდა ამისა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო  გამათბობელი და ამასთან, მუშაობის პროცესში არ იწვევს ზედმეტ ხმაურს. 

Vornado AVH10
უფრო ძლიერი ელექტრო გამათბობელია, რომლის ფასი შედარებით მაღალია.
წინა მოდელთან შედარებით, ამ მოდელს რამოდენიმე დამატებითი მახასიათებელი აქვს. მაგალითად, ციფრული ჩვენება, მოსახერხებელი კაბელის სიგრძე და ძილის რეჟიმი უსაფრთხოების სისტემისთვის. AVH10  უფრო სწრაფად და მაღალი ტემპერატურით ათბობს ოთახს, ვიდრე AVH200.  ფასიც მათ შორის განსხვავებულია და ამიტომაც, AVH10-ის მოდელი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

LASKO 7542000 კერამიკული გამათბობელი
ეს ეფექტური პორტატული გამათბობელი, ძალიან სწრაფად მუშაობს და შეუძლია წლების განმავლობაში გაგიწიოთ დახმარება. ძლიერი, იაფი და საიმედო გამათბობელი აქტიურად გამოიყენება პატარა საძინებლებისა და ოფისების გასათბობად. თუმცა,  ეს მოდელი უსაფრთხოების მახასიათებლებით დიდად ვერ გამოირჩევა.

De’Longhi TRD40615T

თუ ზემოთ მოყვანილი მოდელები ელექტროენერგიის წყალობით მუშაობდა, De’Longhi-ი ოდნავ განსხვავებულად - ნავთობის დახმარებით მუშაობს. ნავთობის გამათბობლები ათბობს უფრო ნელა, ვიდრე სხვა კერამიკული გამათბობლები, მაგრამ უფრო დიდხანს ინარჩუნებს თავის სითბოს. აქვს ხისტი, მეტალის კონსტრუქცია, რომელიც მეტად გამძლეა, ვიდრე პლასტმასის კორპუსით აღჭურვილი გამათბობლები.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

ელექტრო გამათბობელი Luxell LX-2820
ელექტრო გამათბობელი Luxell LX-2820
Regular price 69.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ვერტიკალური ელექტრო გამათბობელი KUMTEL MH-2300
ვერტიკალური ელექტრო გამათბობელი KUMTEL MH-2300
Regular price 210.00 ლარი 154 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
კედელზე დასამონტაჟებელი დენის გამათბობელი Zilan ZLN2083
კედელზე დასამონტაჟებელი დენის გამათბობელი Zilan ZLN2083
Regular price 199.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თბოვენტილატორი RAF R.1185
თბოვენტილატორი RAF R.1185
Regular price 80.00 ლარი 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი