კომპაქტური გამათბობელი ზამთრის ცივი დღეებისთვის

შემოდგომაც იწურება და ამინდებს უკვე დაეტყო ზამთრის მოახლოვება. სუსხიან ამინდში, როცა სახლში ვართ გამოკეტილები ან თუნდაც ოფისში, გათბობა პირველი მოთხოვნილებაა.

მართალია ყველაზე კარგი საშუალება ცენტრალური გათბობაა, თუმცა ეს შედარებით ძვირი ფუფუნებაა და ამიტომ უფრო მარტივი გამოსავალი გჭირდებათ, როგორიცაა გაზის და ელექტრო გამათბობლები.

დღესდღეობით, ბაზარზე ბევრი მწარმოებელი ყავს ამ ტექნიკას და მოდელების არჩევანიც საკმაოდ დიდია.

იმისათვის, რომ შეძენის წინ მომზადებულნი იყოთ ამ მოწყობილობის შესაძლებლობებისა და გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ, ჩვენ მოვამზადეთ 2019 წლის საუკეთესო რადიატორების სამეული.

 

VonHaus 7 Fin 1.5kW

კომპაქტური გამათბობელი ზამთრის ცივი დღეებისთვის

VonHaus 7-ის დიზაინი საკმაოდ კლასიკურია. ზოგადად, ზეთზე მომუშავე რადიატორები შედარებით მძიმეა, ამიტომ მისი კორპუსი ოთხ ბორბალზეა დამონტაჟებული, რაც მარტივ გადაადგილებას უწყობს ხელს.

მიუხედავად პატარა მოცულობისა, მაინც კარგად ათბობს სატანდარტული ზომის ოთახს.

სრულ გათბობისთვის 20 წუთია საჭირო, ხოლო ტემპერატურა დიდ ხანს გაჰყვება გამორთულ მდგომარეობაში.

ეს იმიტომ, რომ ზეთის გაგრილებას მეტი დრო სჭირდება. ასე, რომ შეგიძლიათ ძილის წინ გამორთოთ გამათბობელი და მშვიდად და თბილად იყოთ მთელი ღამე.

ამ მოდელს აქვს სითბოს სამი პარამეტრი და თერმოსტატი, ოთახის ტემპერატურის დასადგენად, რაც დაგეხმარებათ ხარჯების შემცირებაში.

მისი აწყობა საკმაოდ მარტივია. საჭიროებს, მხოლოდ, კორპუსზე ბორბლების დამონტაჟებას.

ერთი უარყოფითი მხარე არის ის, რომ არ აქვს სახელურები და მისი გადაადგილებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო.

Dimplex Cadiz Eco 2kW

კომპაქტური გამათბობელი ზამთრის ცივი დღეებისთვის

ექსპერტების თქმით, ეს დენის გამათბობელი უფრო ეფექტური მოდელია სხვა მსგავსი ზეთის რადიატორებთან შედარებით.

Dimplex Cadiz-ის რადიატორი გამოირჩევა სწრაფი გაცხელებით. სხვა მოდელებთან შედარებით, ის 30 პროცენტით უფრო სწრაფად ასეულებს თავის მოვალეობას.

ასევე, საკმაოდ ენერგოეფექტურია სითბოს გამომუშავების თვალსაზრისით.

ნაკლები ზეთის ხარჯზე, Cadiz ბევრად მსუბუქია, ვიდრე სხვა პორტატული რადიატორები, რაც აადვილებს ოთახებშ გადაადგილებას.

მისი ქრონომეტრი არეგულირებს სითბოს რეჟიმებს 24 საათის განმავლობაში.

Duronic HV101

კომპაქტური გამათბობელი ზამთრის ცივი დღეებისთვის

Duronic HV101-ის დიზაინი თანამედროვე დეტალებს ატარებს და ფუნქციებიც საკმაოდ დახვეწილი და პრაქტიკულია.

მისი მთავარი უპირატესობაა, რომ შეუძლია გათბობა სულ რარაც ერთ წუთში, სპეციალური პანელების წყალობით, რომელიც დურონიკმა შეიმუშავა.

თუმცა მისი უპირატესობები მხოლოდ სწრაფი გათბობით არ შემოიფარგლება.

პირველ რიგში, არის მსუბუქი, აქვს ბორბლები და სახელური - ეს ყველაფერი შესაძლებელს მას პორტატულსა და პრაქტიკულს ხდის.

შესაძლებელია პარამეტრების თქვენი სურვილისამებრ შერჩევა, რაც კომუნალურების დაზოგვასიც დაგეხმარებათ.

ასევე, მისი მუშაობის პროცესისას არ გაწუხებთ არანაირი ხმაური. 

პოპულარული მოდელები

გაზის გამათბობელი 120მ² Gilan GDS-301-C Glass
გაზის გამათბობელი 120მ² Gilan GDS-301-C Glass
879.00 ლარი / თვეში 48 ლარი 0.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
ელექტრო გამათბობელი Royalty Line LX-2860S
ელექტრო გამათბობელი Royalty Line LX-2860S
89.00 ლარი 100.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი