ნახევრად ავტომატური წნევის აპარატები
არტერიული წნევის ნახევრად ავტომატური აპარატები სრულად ავტომატურისგან განსხვავდება იმით, რომ მომხმარებელი თვითონ ტუმბავს ჰაერს მანჟეტში.
2020 წელს მომხმარებლებმა მაღალი შეფასება მიანიჭეს სამ ყველაზე ფუნქციურსა და ზუსტ მოდელებს, რომელთა შესახებაც დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ.
Omron S1
მსუბუქი და კომპაქტური წნევის აპარატი Omron დაგეხმარებათ არტერიული წნევის გაზომვაში. მოწყობილობის გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახლში, ასევე - მოგზაურობის დროს.
მანჟეტი შექმნილია მხარზე დამაგრების მიზნით, ხოლო საზომი ერთეულის მცირე ეკრანზე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია არა მხოლოდ წნევის დონის შესახებ, არამედ - პულსის სიხშირის შესახებაც.
მანჟეტში ჰაერის ჩატუმბვა ხდება სპეციალური რეზინის ბურთის გამოყენებით, რომელიც მოყვება ნაკრებს.
მოწყობილობა აღჭურვილია უნივერსალური მანჟეტით, რომლის მაქსიმალური დიამეტრი 32 სმ-ია. მანჟეტს აქვს სპეციალური ფორმა, რომელიც მიჰყვება ხელის მრუდეებს, კარგად მაგრდება კანზე და უზრუნველყოფს გაზომვის მაღალ სიზუსტეს.
გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს წნევის მაჩვენებლის მაღალი სიზუსტე.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ Omron და სხვა ბრენდის წნევის აპარატის ყიდვა შესაძელებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც, სადაც შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადების პირობებითაც. ბარათით გადახდის შემთხვევაში კი, მიიღებთ მომენტალურ ფასდაკლებას, ხოლო შეძენილ მოდელს სრულიად უფასოდ, სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ მისამართზე მოგაწვდით.
მახასიათებლები:
- მანჟეტის ზომა 22-32 სმ;
- ელემენტების რაოდენობა 2;
- წონა 80 გრ.
დადებითი:
- ძალიან მარტივი და ინტუიციური მართვის შესაძლებლობა;
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
- კომპაქტური ზომები და დაბალი წონა;
- ელეგანტური დიზაინი;
- წნევის გაზომვა თავადაც შეგიძლიათ.
მინუსები:
- ხმის მითითება არ აქვს.
AND UA-604
მოწყობილობას სტანდარტული ზომა აქვს, ხოლო საზომი ერთეული კომპაქტური და მსუბუქია. ამიტომ, აპარატი თქვენს ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს. მოდელი შექმნილია არტერიული წნევისა და გულისცემის გაზომვისთვის.
მანჟეტში ჰაერის ჩატუმბვა ხელით ხდება, რომლისთვისაც გამოყენება სპეციალური რეზინის ბურთი.
მომხმარებელმა უბრალოდ უნდა დააყენოს მანჟეტი მკლავზე და დააჭიროს ღილაკს. ერთ წუთში, პატარა ეკრანზე გამოჩნდება მონაცემები წნევის დონისა და გულისცემის შესახებ.
მახასიათებლები:
- მანჟეტის ზომა 22-32 სმ;
- ელემენტების რაოდენობა 1;
- წონა 76 გრ.
დადებითი:
- დაბალი ფასი;
- ენერგიის მინიმალური მოხმარება;
- კომპაქტური ზომები და დაბალი წონა;
- კომპლექტში შედის ელემენტები;
- მართვის სიმარტივე.
მინუსები:
- ზოგჯერ მონაცემებს არასწორად აჩვენებს.
B.WELL PRO-30
არტერიული წნევის ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ნახევრად ავტომატური წნევის აპარატი. მარტივი დიზაინისა და ინტუიციური მუშაობის მიუხედავად, მოწყობილობა დაგეხმარებათ წნევისა და გულისცემის გაზომვაში.
მანჟეტი განკუთვნილია მხრისთვის, ხოლო ჰაერის დატუმბვა ხდება სპეციალური რეზინის ბურთის გამოყენებით.
მიღებული მონაცემები ნაჩვენებია მცირე ეკრანზე. მოწყობილობის სხვა მახასიათებლებთან ერთად კი აღსანიშნავია არითმიის მაჩვენებელი, რომელიც აცნობს მომხმარებელს წნევის ზღვარის გადააჭარბების შესახებ.
მახასიათებლები:
- მანჟეტის ზომა 22-32 სმ;
- წონა 50 გრ;
- ელემენტების რაოდენობა 2.
დადებითი:
- ოპტიმალური ფასი ხარისხის თანაფარდობასთან;
- კომპაქტური ზომები;
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
- დიდი ციფრები ეკრანზე;
- არსებობს არითმიის მაჩვენებელი.
მინუსები:
- ძალიან პატარა მანჟეტი;
- ზოგჯერ მანჟეტი მკლავზე ზედმეტად ეჭიდება.