მაჯის საუკეთესო წნევის აპარატები
მაჯის წნევის აპარატებს ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან თვლიან, რომ გაზომვის სიზუსტე შესაძლოა მცდარი იყოს. მაგრამ თუ მანჟეტს სწორად მოარგებთ მაჯაზე, მოწყობილობა ნამდვილად აჩვენებს ზუსტ მონაცემებს.
ასეთი წნევის აპარატების მთავარი უპირატესობა მობილურობაა, რადგან მოგზაურობისას მათი თან წაღება ძალიან მოსახერხებელია.
დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ რამდენიმე სხვადასხვა მოდელის მაჯის წნევის აპარატები და უკეთ დაგანახოთ მათი მახასიათებლები და დადებით-უარყოფითი მხარეები.
Omron RS21
თუ გჭირდებათ წნევის აპარატი, რომელიც მოგზაურობისას მოსახერხებელი იქნება, მაშინ ეს მოდელი მართლაც საუკეთესოა.
მომხმარებელმა მხოლოდ ღილაკზე უნდა დააჭიროს და მოწყობილობა თავისით დაიწყებს ჰაერის ამოტუმბვას, ხოლო წნევის გაზომვის შედეგები რამდენიმე წამში გამოჩნდება.
როგორც მრავალ სხვა ავტომატურ მოწყობილობას, ამ აპარატსაც აქვს ინტელექტუალური მართვის ფუნქცია. ამასთან, დამოუკიდებლად განსაზღვრავს მანჟეტში ჰაერის წნევის ინტენსივობას. გაზომვის ყველა შედეგი კი გამოჩნდება დიდ ეკრანზე.
მახასიათებლები:
- მანჟეტის ზომა 13.5-21.5 სმ;
- ელემენტების რაოდენობა 2;
- წონა 102 გრ.
დადებითი:
- კომფორტული მანჟეტი;
- კომპაქტური ზომები;
- აქვს არითმიის მაჩვენებელი;
- გათვალისწინებულია შესანახი სათავსო;
- იმახსოვრებს ბოლო 90 გაზომვის მონაცემებს.
მინუსები:
- არ არის მგრძნობიარე ძალიან მაღალი წნევის მიმართ;
- გაზომვის დროს მოითხოვს ხელის პოზიციის სწორად დაფიქსირებას.
Omron RS3
კომპაქტური ავტომატური წნევის საზომი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სისხლის წნევის რეგულირებას, არამედ - გულისცემის განსაზღვრასაც. კომპაქტური ზომის მიუხედავად, მოწყობილობა ხასიათდება მარტივი მუშაობითა და გაზომვის სიზუსტით.
კიდევ ერთი გამორჩეული თვისება პოზიციონირების ინდიკატორია, რომელიც მანჟეტის სწორად მიმაგრებისას ანათებს. შესაბამისად, გაზომვა იქნება რაც შეიძლება ზუსტი და სწორი.
აპარატს აქვს განახლებული IntelliSense ტექნოლოგია, რომელშიც გამოყენებული ალგორითმები მორგებულია პაციენტის ინდივიდუალურ პარამეტრებზე, რაც უზრუნველყოფს გაზომვის მაღალ სიზუსტეს.
მოწყობილობას აქვს მეხსიერების ბარათი, რომელიც ინახავს ბოლო 60 გაზომვის შესახებ მონაცემებს.
მახასიათებლები:
- მანჟეტის ზომა 13.5-21.5 სმ;
- ელემენტების რაოდენობა 2;
- წონა 86 გრ.
დადებითი:
- მცირე წონა და კომპაქტური ზომები;
- ზუსტად ზომავს წნევასა და გულისცემას;
- ხელმისაწვდომი ღირებულება;
- მარტივი ოპერაცია;
- ფუნქციების ფართო სპექტრი.
მინუსები:
- საკუთარ თავზე წნევის გაზომვა არ არის მოსახერხებელი.
AND UB-202
ადვილად გამოსაყენებელი, მაგრამ ძალიან ზუსტი მაჯის წნევის აპარატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაზომოთ არტერიული წნევა. ამასთან, პაციენტს შეუძლია გამოიყენოს აპარატი დამოუკიდებლად, ექიმის დახმარების გარეშე.
უბრალოდ მიამაგრეთ მაჯაზე და დააჭირეთ ღილაკს. რამდენიმე წამის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება გაზომვის შედეგი.
გრაფიკული მაჩვენებელი ხელს უწყობს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას, რომელიც მიუთითებს შეესაბამება თუ არა მაჩვენებელი WHO-ს სტანდარტებს.
მანჟეტის წნევას ინდივიდუალურად აკონტროლებს ინტელექტუალური სისტემა, რომელიც პაციენტის სისხლძარღვთა მიმოქცევის საფუძველზე ბერავს ჰაერს მანჟეტში.
მოწყობილობა ინახავს ბოლო 90 გაზომვას და მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად გამოიანგარიშოს საშუალო წნევა.
მახასიათებლები:
- მანჟეტის ზომა 13.5-21.5 სმ;
- ელემენტების რაოდენობა 2;
- წონა 102 გრ.
დადებითი:
- არტერიული წნევის სწრაფი და ზუსტი გაზომვა;
- კომპაქტური ზომები და დაბალი წონა;
- კომფორტული მანჟეტი;
- უზრუნველყოფილია გამძლე პლასტმასის კორპუსიით;
- დაბალი ფასი.
მინუსები:
- ეკრანზე ციფრები ცუდად ჩანს;
- შეცდომა უფრო მაღალია, ვიდრე ინსტრუქციაშია მითითებული.
არტერიული წნევის საზომი აპარატების საუკეთესო მოდელების მიმოხილვა, იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.