სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


მაჯის წნევის აპარატი

მაჯის წნევის აპარატი - სწორედ ასე უწოდებენ ისეთ მოწყობილობებს რომელიც გაზომვისას მაჯაზე უნდა მიიმაგროთ.

შეიძინეთ მაჯის წნევის აპარატი ისურვეზე და ისარგებლეთ კომფორტული ფასდაკლების პირობებით საკრედიტო ბარათით გადახდისას.

მაჯის წნევის აპარატი არტერიული წნევის მარტივად გასაზომად

მაჯის წნევის აპარატი

მაჯის წნევის აპარატი რეკომენდირებულია  იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესით არიან დაკავებულნი და არ აქვთ არანაირი პრობლემები სისხლძარღვებთან დაკავშირებით.

მაჯის წნევის აპარატი არტერიული წნევისა და გულისცემის გასაკონტროლებლად ყველაზე მარტივი გამოსაყენებელი და კომპაქტური მოწყობილობაა, რომლის შეძენაც ისურვეზე შეგიძლიათ.

მაჯის წნევის აპარატი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ზუსტი მონაცემები,  სპეციალური პროგრამებისა და მგრძნობიარე სენსორების წყალობით, თუნდაც სუსტი გულისცემის ფარგლებში. ჩვენს აღწერაში შეგიძლიათ გაეცნოთ მაჯის საუკეთესო აპარატების მახასიათებლებს, ასევე გაეცნოთ მათ დადებითსა და უარყოფით თვისებებს.

იყიდება მაჯის წნევის აპარატი ონლაინ, რაც დაგეხმარებათ სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ სასურველი მოდელის შერჩევა და შეკვეთა, ხოლო კურიერი სრულიად უფასოდ მოგაწვდით მას ნებისმიერ მისამართზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ძველებური არტერიული წნევის საზომი მოწყობილობები საკმაოდ რთული აგებულების იყო, რომლებიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა. მათი მექანიკური მართვა კი დაბრკოლებას ქმნიდა, რადგან ბევრმა არ იცოდა წნევის გაზომვა.

თანამედროვე მოდელები კი ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და მისი მართვა ყველას შეუძლია, ხოლო იმისათვის, რომ არჩევანი გაგიმარტივდეთ აპარატის შერჩევისას, წარმოგიდგენთ რამდენიმე მოდელს, რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლებში.

Medisana BW 300 Connect - წნევის ავტომატური აპარატი

მაჯის არტერიული წნევის აპარატი  Medisana BW 300 Connect შეგიძლიათ ატაროთ თქვენთან ერთად გზაზე ან გამოიყენოთ მხოლოდ სახლში. მუშაობს ორი ვარიანტის წყალობით: ელექტროენერგიის წყაროსთან მიერთებითა  და  დასატენი ბატარეებით.

მიღებული ინფორმაცია ნაჩვენებია ფართო LCD ეკრანზე და გადასცემს სმარტფონს Android ან iOS პროგრამით, სადაც მისი დამუშავება შესაძლებელია მკურნალობის დაგეგმვისთვის ან წნევის დარეგულირების  მიზნით დღისითა და ღამით.

უპირატესობები:

  • გულისცემის საზომი პროგრამის არსებობა;
  • ორი მომხმარებლის მონაცემების ავტომატურად შენახვის შესაძლებლობა;
  • სხვადასხვა გაზომვის შედეგების საშუალო მნიშვნელობის გამოსათვლელი ვარიანტი;
  • მოსახერხებელი განგაშის ფუნქცია;
  • არსებობს კავშირის ორი ვარიანტი: Bluetooth და USB.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი;
  • ჩამონტაჟებულ ბატარეას  ვერ შეცვლით.

B.Well PRO 39 - ბიუჯეტური ვარიანტი

ხელმისაწვდომი მაჯის წნევის აპარატი  B.Well PRO 39 მცირე ზომისაა და აქვს მარტივი მართვის სისტემა. აღჭურვილია მგრძნობიარე სენსორებით და დიდი ეკრანით, რომელიც აჩვენებს როგორც არტერიულ წნევას, ასევე - გულისცემის რაოდენობას წუთში.

მაჯის წნევის აპარატი

მოწყობილობის მოქმედება კონტროლდება მხოლოდ ერთი ღილაკით და არ საჭიროებს სპეციალურ უნარებს ან დამატებით პარამეტრებს.

უპირატესობები:

  • მუშაობს  ჩვეულებრივი, ორი AAA ბატარეით;
  • შესაძლებელია მონაცემთა ავტომატური შენახვა;
  • ჩამონტაჟებული აქვს ინდიკატორი, რომელიც აფრთხილებს არითმიის შესახებ;
  • მოწყობილობის მასა მხოლოდ 100 გრ-ია, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ იგი ფეხით სიარულის დროს ან სირბილისას;
  • სამაჯური დაფარულია რბილი ჰიპოალერგიული მასალით, რომელიც სასიამოვნოა  კანისთვის;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

ნაკლოვანებები:

  • აქვს ძალიან მცირე მეხსიერება, რომელიც საკმარისია მხოლოდ ბოლო მონაცემების შესანახად;
  • სამაჯურის ზომა რეგულირდება მხოლოდ 14-დან 19 სმ-მდე;

little doctor  LD12S - არტერიული წნევის უნივერსალური აპარატი

სხვა მსგავსი მოდელებისგან განსხვავებით, little doctor  LD12S- ს აქვს გაზრდილი სამაჯურის ზომა, რომლის კორექტირებაც შესაძლებელია 12-21 სმ დიაპაზონში. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ მოზრდილებში, არამედ - 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც.

მაჯის წნევის აპარატი

წნევის საზომი აპარატი მუშაობს AAA ორი ბატარეით და შეუძლია ორი მომხმარებლის მონაცემების შენახვა, რისთვისაც  მოწყობილობა აღჭურვილია საკუთარი მეხსიერების ბარათით. მიღებულ ყველა მონაცემს, აპარატი ავტომატურ რეჟიმში ინახავს.

უპირატესობები:

  • მცირე ზომები და წონა - 100 გ-ზე ნაკლებია;
  • გაზომვის ბოლოს ხმოვანი შეტყობინების ფუნქცია;
  • ენის შესწორების შესაძლებლობა;
  • მოწყობილობის მარტივი კონტროლი და რეგულირება მხოლოდ სამი ღილაკით.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ღირებულება.

Omron R2 -   მაჯის წნევის საზომი

ომრონის წნევის აპარატს  შეუძლია დაუყოვნებლივ გამოავლინოს გულის რითმის დარღვევა და ამის შესახებ, LCD ეკრანზე  გულის ფორმის გამოსახულებით აცნობოს მფლობელს. მოწყობილობა მუშაობს  ნაკრებში მოთავსებული ბატარეებით და მოქმედებს Intellisense ტექნოლოგიით, რომელიც უსმენს პულსს და ამცირებს გადაჭარბებულ შეკუმშვას.

უპირატესობები:

  • მოსახერხებელი წრეწირის ფორმის სამაჯური 13–22 სმ-იანი დიამეტრით;
  • უახლესი მონაცემების შენახვა;
  • 30-მდე პარამეტრის დამახსოვრების შესაძლებლობა;
  • ციფრული ეკრანი გამოსახული დიდი ციფრებით;
  • დაჩქარებული წნევის გაზომვის ვარიანტი;
  • მაღალი წნევის მითითება.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

მაჯის წნევის აპარატებზე, ისევე როგორც ყველა სხვა შენაძენზე ისურვეში მოქმედებს განვადების სისტემა, ხოლო საკურიერო სერვისი ჩვენთან უფასოა, რაც იმას ნშნავს, რომ შენაძენს სახლში ზედმეტი დანახარჯის გარეშე მოგართმევთ.