მძღოლების თანამგზავრი - ვიდეო რეგისტრატორი
როდესაც მანქანით ხარ გამოსული, გზაზე შენი მანქანისა და შენი შუმახერობის იმედზე ხარ. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც მარტო კაცი ვერაფერს გახდება. ამ ბლოგში მძღოლების დამხმარე ვიდეო რეგისტრატორზე მინდა გესაუბროთ და იმაზე თუ რატომ არის საჭირო.
მანქანის ვიდეო რეგისტრატორი არის კამერა, რომელიც აფიქსირებს, როგორც მანქანის წინა, ისევე უკანა ხედვის არეალს და ასევე შესაძლებელია სალონის სიტუაციის გადაღებაც.
წარმოიდგინეთ, რომ გზაზე მიდიხართ, თქვენ და თქვენი მანქანა. ჩართული გაქვთ საყვარელი სიმღერა, საჭეც კი ხელის შეხებისას გმუხტავთ და მოკლედ სრულ ნეტარებაში ხართ.
ამ დროს ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ ვიღაც, გზააბნეული მძღოლი, გადმოვიდეს თქვენს გზაზე და დაგირღვიოთ ეს მყუდროება, დაგიზიანოთ მანქანა და პირველ რიგში ხასიათი გაგიფუჭოთ უაზროდ.
ამაზე უარესი კი ის იქნება, რომ ამ გზააბნეულმა ბრალი თქვენ დაგდოთ და ზარალის ანაზღაურებაც მოგთხოვოთ. ამ ყველაფრისგან, რომ თავი მარტივად დააღწიოთ, ზედმეტი გარჩევებისა დ განხილვების გარეშე, დაგეხმარებათ სწორედ ვიდეო რეგისტრატორი.
ის მუდამ თქვენს გვერდშია და თქვენს სიმართლეს კბილებით დაიცავს.. ისე, რომ ზედმეტ თავისთკივილ სიტუაციებს თავიდან აგარიდებთ ერთი მარტივი ვიდეო ჩანაწერით.
ვიდეო რეგისტრატორები, არ არის მხოლოდ ასეთი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად. ის გადაჭედილი მოძრაობებისა და გადატვირთული საპარკინგე ადილებისთვისაც ზედ გამოჭრილია, თავისი უკანა ხედვის კამერით.
ის დაგეხმარებათ პარკირების დროს ზუსტად და მარტივად ჩააყენოთ და გამოიყვანოთ თქვენი მანქანა.
თავის ტკივილების არიდებისა და მანქანის მანევრირებაში დახმარების გარდა, ვიდეო რეისტრატორებს შეუძლიათ სამახსოვრო ვიდეოების გადაღება თანაც კარგი ხარისხით, რადგან მანქანის მონიტორები აღჭურვილია HD კამერით და შეგიძლიათ ჩაიწეროთ მზის ჩასვლის ხედიც კი ხარისხიან ფერებში.
შემოდით isurve-ზე და გააკეთეთ კარგი და პრაქტიკული შენაძენი, ასევე გაეცანით პოსტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყიდოთ ვიდეო რეგისტრატორი განვადებით.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...