მანქანის საწმენდი მტვერსასრუტები
ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავს, იცის რამდენად რთულია ინტერიერის სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა.
ამდენად, თუ ავტომობილის ინტერიერში წესრიგის დაცვას შეჩვეული ხართ, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ კომპაქტური მანქანის მტვერსასრუტი, რომელსაც მარტივად მოათავსებთ მანქანის საბარგულში.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ Black & Decker მტვერსასრუტები, რომლებიც წარმოდგენილია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც და შეგიძლიათ ნებისმიერი მტვერსასრუტის ყიდვა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენთან შესაძლებელია მტვერსასრუტების განვადებით შეძენა და თან ძალიან მარტივად, მხოლოდ ორი ველის შევსებით. ამდენად, ფინანსების გამო ნამდვილად არ ღირს ამ კომფორტულ მოწყობილობაზე უარის თქმა, თან ჩვენთან შეძენილ ნივთს სრულიად უფასოდ 1 დღეში მოგაწვდით ნებისმიერ მისამართზე.
Black & Decker PAD 1200
მანქანის მტვერსასრუტი Black & Decker მიეკუთვნება პროფესიონალურ კლასს, რომელიც კარგად ასრულებს თავის ფუნქციებს.
მტვერსასრუტს აქვს მაღალი შეწოვის ძალა, არ გამოსცემს ხმაურს და აქვს მტვრის შემგროვებლის დიდი მოცულობა. კაბელის სიგრძე 5 მეტრია, ხოლო კვების ელემენტის ხანგრძლივობა მხოლოდ ნახევარი საათია. ქსელიდან ან კვების ელემენტით მუშაობის გარდა, მწარმოებელმა უზრუნველყო სიგარეტის ასანთიდან მუშაობის შესაძლებლობაც.
უპირატესობები:
- კომპაქტური ზომები;
- დენის კაბელის სიგრძე 5 მეტრია;
- გრძელი შლანგი, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაასუფთავოთ ძნელად მისადგომი ადგილები;
- მუშაობს ქსელიდან, აკუმულატორიდან ან სიგარეტის ასანთიდან;
- მრავალფეროვანი ნაკრები;
უარყოფითი:
- მოწყობილობის დაბალი საერთო სიმძლავრე (მხოლოდ 11 ვტ);
- მაღალი ფასი;
- ხისტი კაბელი.
Black & Decker ADV 1210
საკმარისად მძლავრი მტვერსასრუტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოაცილოთ არა მხოლოდ მტვერი და ქვიშა, არამედ საკმარისად დიდი ზომის საგნები, მაგალითად, პატარა ქვები.
ტრადიციული დენის ქსელის გარდა, მოწყობილობა მუშაობს სიგარეტის სანთებელიდანაც. კომპლექტში შედის სხვადასხვა საქშენები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გაწმინდოთ ძნელად მისადგომი ადგილები, ხოლო გრძელი შლანგის წყალობით შეგიძლიათ მოხვდეთ მანქანის თითქმის ყველა კუთხეში.
უპირატესობები:
- მინიატურული ზომები;
- დენის კაბელის სიგრძე - 5 მეტრი;
- მრავალჯერადი ფილტრაციის სისტემა;
- მუშაობს სიგარეტის ასანთიდან და 220 ვ ქსელიდან;
- მრავალფეროვანი ნაკრები, დანართებისა და ჯაგრისების დიდი რაოდენობით;
- მსუბუქი წონა (მხოლოდ 900 გრ.).
უარყოფითი:
- მუშაობის დროს კორპუსი ძალიან თბება.
Black & Decker PAV 1205
მანქანის ხელის მტვერსასრუტი, რომელიც მუშაობს მხოლოდ სიგარეტის სანთებელის საშუალებით. ზომები საკმარისად კომპაქტურია, რათა ერთი ხელით მუშაობა მარტივად შესძლოთ.
მოწყობილობა ხასიათდება მაღალი შეწოვის სიმძლავრით და ყველაზე ვიწრო ადგილებში წვდომის შესაძლებლობით, ასევე საქშენის სიმაღლის რეგულირებითა და გრძელი შლანგის კომფროტული მანევრირებით.
კომპლექტში შედის შესაცვლელი გარეცხვადი ფილტრი, რომელიც იდეალურად ისრუტავს მტვერსა და ჭუჭყს მოწყობილობის მუშაობის დროს.
უპირატესობები:
- პატარა ზომა;
- მრავალფეროვანი ნაკრები;
- გრძელი შლანგი;
- სიმაღლის რეგულირებადი საქშენები;
- მოსახსნელი რეცხვადი ფილტრი;
- ავტომობილის სანთებლიდან მუშაობა.
უარყოფითი:
- დაბალი სიმძლავრე;
- ყოველი დასუფთავების შემდეგ საჭიროა მოწყობილობის მუდმივი გაწმენდა.
Black & Decker AV 1205
სხვა მოწყობილობებთან შედარებით, ეს მტვერსასრუტი ხასიათდება საკმაოდ მაღალი სიმძლავრითა და ხმაურის დაბალი დონით (ძლიერი დატვირთვისას დაახლოებით 60 დბ). მოდელი მუშაობს როგორც 220 ვ ქსელიდან, ისე სიგარეტის ასანთიდან.
უპირატესობები:
- მსუბუქი წონა (ნახევარ კილოგრამზე ოდნავ მეტი);
- ერგონომიული სახელური;
- პრაქტიკულად ჩუმი მუშაობა;
- მაღალი სიმძლავრე;
- დენის გრძელი კაბელი;
- კომპაქტური ზომები.
უარყოფითი:
- მაღალი ფასი.
პოპულარული მოდელები