სამრეწველო მტვერსასრუტები

მშენებელობის დასრულების შემდეგ, როდესაც ოთახებში დიდი რაოდენობით მტვერი რჩება, კომფორტულ დახმარებას გაგიწევთ სამრეწველო მტვერსასრუტები, რომლებიც გათვლილია სპეციალურად სარემონტო სამუშაოებისთვის.

ბლოგში აღწერილი გვექნება რამდენიმე სხვადასხვა მოდელის სამშენებლო მტვერსასრუტები, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციური მახასიათებლებითა და სიმძლავრით განსხვავდება.

Bort BSS-1220-Pro 1250 ვტ

Bort-ის ეს მოდელი სამშენებლო მტვერსასრუტების საყოფაცხოვრებო ხაზში ძალიან პოპულარულია. დანადგარის სიმძლავრე საკმარისია ნახერხის, ბეტონის მცირე ნატეხებისა და მტვრის შესაგროვებლად. ინსტრუმენტის დასაკავშირებლად კორპუსში ჩამონტაჟებულია ბუდე, ხოლო კონტეინერის გადახურების ან შევსების დროს ხდება მისი ავტომატური გამორთვა.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 1250 ვტ;
  • მტვრის კონტეინერის მოცულობა 20 ლიტრია;
  • წონა 4.5 კგ.

სამრეწველო მტვერსასრუტები

დადებითი:

  • ავტომატური გამორთვა;
  • კორპუსზე განთავსებულია სპეციალური სათავსო, სადაც შესაძლებელია აქსესუარების შენახვა;
  • კომპლექტში შედის სამი დანართი;
  • კომპაქტური და მსუბუქია.

მინუსები:

  • მოკლე შლანგი - 2 მ;
  • სტარტ ღილაკს ტენიანობისგან დაცვა არ გააჩნია.

მიმოხილვების თანახმად, პროფესიონალური მტვერსასრუტი საკმაოდ მანევრირებადია, რომელიც უზრუნველყოფილია ოთხი მბრუნავი ბორბლით და შეუძლია შეიცვალოს მიმართულება 360º-ით. 6 მეტრიანი დენის კაბელი ოპერატორს ხელს უწყობს გადაადგილდეს მეტად თავისუფლად.

თუკი სამრეწველო მტვერსასრუტების ყიდვა გსურთ, აუცილებლად ესტუმრეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, რათა მარტივად შეარჩიოთ თვქვენთვის ოპტიმალური მოდელი. ჩვენთან ასევე შესაძლებელია განვადება, ხოლო შეძენილ ნივთს უფასო საკურიერო მომსახურებით მოგაწვდით საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

BOSCH GAS 18V-10

სამრეწველო მტვერსასრუტი BOSCH მუშაობს 18 ვტ-იანი ბატარეით. მოდელს არ აქვს დენის კაბელი, ამიტომ ოპერატორს თავისუფლად შეუძლია ობიექტის გარშემო გადაადგილდეს. მტვერსასრუტი გამოიყენება როგორც მშრალი, ასევე - სველი წმენდისთვის.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 18 ვტ;
  • წონა 4.6 კგ;
  • მტვრის კონტეინერის მოცულობა 10 ლიტრია.

სამრეწველო მტვერსასრუტები

დადებითი:

  • კომპლექტში შედის მხრის ქამარი;
  • სხვადასხვა საჭიროებისთვის გათვალისწინებულია სამი დანართი;
  • ძლიერი შეწოვის ძალა;
  • გამოყენების შემდეგ ადვილად იწმინდება მტვრისგან.

მინუსები:

  • იყიდება ბატარეის გარეშე;
  • 185 სმ-ზე მაღალი სიმაღლის ადამიანებისთვის, მილი მცირე ზომისაა;
  • არ აქვს ავტომატური გამორთვის ფუნქცია.

KARCHER WD 5 Premium 1100 W

სარემონტო მტვერსასრუტი KARCHER-ი გამოირჩევა ფილტრის ავტომატური გაწმენდის ფუნქციით, რომელიც ირთვება იმ მომენტში, როდესაც ფილტრი ივსება.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 1100 ვტ;
  • მტვრის შემგროვებლის მოცულობა 25 ლ;
  • წონა 8.7 კგ.

სამრეწველო მტვერსასრუტები

დადებითი:

  • დენის გრძელი  კაბელი 5 მ;
  • გათვალისწინებულია ფილტრის ავტომატური დასუფთავების სისტემა;
  • აქვს სამი მბრუნავი ბორბალი;
  • ნარჩენების კონტეინერი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან;
  • შლანგების მოსახერხებელი კავშირი.

მინუსები:

  • მოკლე შლანგი - 2.2 მ;
  • პლასტმასის მილი;
  • სხვა მოდელებთან შედარებით, ფილტრი უფრო სწრაფად იკეტება.

Makita VC2512L 1000W

სამშენებლო მტვერსასრუტი 25 ლიტრიანი ჩანთით, რომელსაც შეუძლია სველი და მშრალი წმენდა. მტვერსასრუტის მილის დიამეტრია 32 მმ, სიგრძე - 3.5 მ.

მახასიათებლები:

  • სიმძლავრე 1000 ვტ;
  • მტვერსასრუტის წონა 8 კგ;
  • მტვრის კონტეინერის ტევადობა 25 ლ.

დადებითი:

  • დენის კაბელი - 5 მ;
  • გრძელი მოქნილი შლანგი - 3.5 მ;
  • ფილტრის ავტომატური დასუფთავების სისტემა;
  • კომპაქტური დიზაინი.

მინუსები:

  • მხოლოდ 1 წლიანი გარანტია.

თუ უსადენო მტტვერსასრუტის ყიდვით ხართ დაინტერესბული, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს წინა ბლოგს.

პოპულარული მოდელები

მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4520S36/XEV
Regular price 249.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
მტვერსასრუტი FRANKO FVC-1036
Regular price 215.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
მტვერსასრუტი Samsung VCC4520S3S
Regular price 249.00 ლარი 209 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
მტვერსასრუტი SAMSUNG VCC4570S3K-XSG
Regular price 309.00 ლარი 279 ლარი / თვეში 16 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი