მანქანის აუდიო სისტემის ცნობილი მწარმოებლები
ხშირ შემთხვევაში, ახალი მოდელის ავტომობილებში საკუთარი აუდიო სისტემები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მაგრამ რადგან ყველას არ აქვს მისი შეძენის ფუფუნება ამიტომ, საჭირო ხდება დამატებითი აკუსტიკური სისტემის ჩამონტაჟება.
თუ თქვენი ავტომობილისთვის ახალ დინამიკებს ეძებთ, მაშინ აუცილებლად გაეცანით ჩვენს ბლოგს, სადაც წარმოგიდგენთ ცნობილი მწარმოებლების ახალ აუდიო სისტემებს.
თითოეული პროდუქციის აღწერა დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ მათ მახასიათებლებში და განსაზღვროთ - რომელია თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი.
Alpine X-S65C - მაღალი ხარისხის აუდიო სისტემა
120 ვტ-იანი მანქანის დინამიკები მუშაობს ძალიან ფართო სიხშირის - 55-40.000 ჰერცის დიაპაზონში. მოწყობილობა შექმნილია სიმღერების უმაღლეს ხარისხში Hi-Res-ში მოსასმენად, რაც მნიშვნელოვანია ისეთი დინამიკებისთვის, რომლებიც დამზადებულია თანამედროვე და ტექნოლოგიურად მოწინავე მასალებისგან.
დადებითი:
- ძლიერი და ძალიან მკაფიო ხმა;
- კონუსური დიფუზორი დამზადებულია მსუბუქი მასალებისგან, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ სიხშირეს და მინიმუმამდე ამცირებს ხმის დამახინჯებას;
- დინამიკების წარმოებაში გამოიყენება ნეოდიმის მაგნიტები, რაც ნიშნავს იმას, რომ შენარჩუნებულია მოწყობილობის საჭირო სიმძლავრე
მინუსები:
- სამწუხაროდ, ბასები აშკარად აკლია რის გამოც, ცალკე მოგიწევთ ხმის გამაძლიერებლის ან საბვუფერის ყიდვა;
- ფასი საკმაოდ მაღალი აქვს, თუმცა დინამიკების ხარისხიდან გამომდინარე, ამ თანხის გადახდაც გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
Airtone S6.5 Comp
მიუხედავად იმისა, რომ ეს აუდიო სისტემა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასშია წარმოდგენილი, მაინც იდეალურად ასრულებს თავის საქმეს. მოწყობილობის დასამზადებლად გამოყენებულია სპეციალური მასალები, რათა ყველანაირი მუსიკალური კომპოზიციის დაკვრისას, მშვენიერი ჟღერადობა გამოვიდეს.
თავად ნაკრები მოიცავს 6.5 დიუმიან მიდბასებს, რომელთა სიხშირე 65-დან 5000 ჰერცამდე მერყეობს.
დადებითი:
- ბასების სისტემა ძალიან ზომიერია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ უსმენთ მხოლოდ როკს ან ჯაზს, მანქანის საბვუფერის ყიდვის გარეშეც იოლად გახვალთ ფონს;
- მაქსიმალურ ხმაზეც კი, დინამიკები მუშაობენ სუფთად, ზედმეტი ხმაურისა და შიშინის გარეშე;
- შესანიშნავი დიზაინი და ამავე დროს, ძალიან ხელმისაწვდომი ფასი
მინუსები:
დაბალი სიმძლავრე 50 ვტ და არც თუ შთამბეჭდავი მგრძნობელობა (91 დბ). ამ მახასითებლების გამო, მარტივი შესაძლებელია, რომ ხმამაღალი მუსიკის მოყვარულებმა თავი შეიკავონ მათ შეძენაზე
Hertz MPK 165.3 PRO - დინამიკები ბასის მოყვარულთათვის
ორმხრივი სისტემის მქონე, 6 დიუმიანი დინამიკი მოიცავს 40-22500 ჰც სიხშირეს. ამ მოდელის დინამიკებში მწარმოებელმა გულდასმით იმუშავა, რადგან აღმოფხვრა მოწყობილობის მთავარი პრობლემა - მშრალი „ქვიშიანი“ ხმა, რომელიც წინა მოდელებში ძალიან შეინიშნებოდა.
დადებითი:
- ყველა სიხშირეზე შეიმჩნევა გაწონასწორებული ხმა;
- ნომინალური სიმძლავრე 110 ვტ;
- მოწყობილობის 92 დბ მგრძნობელობა საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ დამატებითი გამაძლიერებელის შეძენა;
- ხელმისაწვდომი ფასი
მინუსები:
აუცილებელია, რომ აუდიო სისტემა დამონტაჟდეს კომპეტენტური პირების მიერ, რათა ინსტალაციის დროს, მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს სამონტაჟო ზედაპირის ხმაურისა და ვიბრაციის იზოლაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული სისტემისგან, კარგსა და სუფთა ხმას ვერ მიიღებთ.
პოპულარული მოდელები