მანქანისთვის აუდიო სისტემას არჩევთ? ჩვენ დაგეხმარებით

შორ გზაზე მოგზაურობისას ან უაზროდ დიიიდ საცობში ყოფნის დროს, არაფერი იმაზე კომფორტული არ არის, ვიდრე სასიამოვნო სიმღერის მოსმენა, რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. დღეს ინტერნეტის საშუალებით იმდენად გამარტივდა სასურველი სიმღერის პოვნა და აუდიო ფლეერთან დაკავშირება, რომ მეხსიერების ბარათებსა თუ დისკებს ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას.

კარგი სიმღერა დიახაც რომ სასიამოვნო მოსასმენია ნებისმიერ სიტუაციაშია, მაგრამ არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც ეს სასიამოვნო სიმღერა კიდევ უფრო სასიამოვნო მოსასმენი სწორედ გამართულიო აუდიო სისტემის წყალობით ხდება.

ადამიანთა უმეტესობას განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ამიტომ, ვისაც რა მოსწონს, სწორედ იმ ჟანრს უსმენს. ვიღაც ჯაზს უსმენს ბოლო ხმაზე, ვიღაც - ფოლკლორულ ანსამბლს. სხვა კი შესაძლოა სულაც რეპის მიმდევარი იყოს, ამდენად, ნუ გაგიკვირდეთ თუკი ერთ დღესაც საცობში მყოფმა აღმოაჩეთ, რომ თქვენს გვერდით მანქანაში მყოფი ახალგაზრდა შესაძლოა რეპის ამომავალი ვარკვლავი იყოს.

მოკლედ, ვისაც სიმღერა არ გვეხერხება დ უნიჭოდ ვმღერით, მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს ხარიასხიან აუდიო სისტემას, რომელიც იდეალურად გადაფარავს ჩვენს უნიჭო ვოკალს.

ამდენად, ვისაც სიმღერა გიყვართ, ან უბრალოდ მათი მოსმენა, გახსოვდეთ ერთი კეთილი რჩევა: აუცილებლად სწორად შეარჩიეთ თქვენი ავტომობილისთვის აუდიო სისტემა. ეს ძალიან ბევრ პრობლემას გადაგიჭრით. 

მანქანისთვის აუდიო სისტემას არჩევთ? ჩვენ დაგეხმარებით

მაშ ასე, რადგან სიმღერები გვიყვარს, მოხარულები ვართ რამოდენიმე რჩევაც გაგიზიაროთ  დინამიკებზე,  იქამდე კი თვალი გადაავლეთ ჩვენს წინა ბლოგს აუდიო სისტემებთან დაკავშირებით, სადაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

პირველ, რიგში, მანქანის დინამიკების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ არა ფორმას, არამედ - ზომას. როგორც წესი, ყველა ავტომობილშია განკუთვნილი რეგულარული ადგილები, რომლებიც განკუთვნილია შემდეგი ზომის დინამიკებისთვის: მრგვალებისთვის - 10, 13, 16 სმ. ხოლო ოვალური ფორმისთვის - 15x23 სმ. რაც უფრო დიდია დინამიკის დიამეტრი, მით უკეთესია. 

რაც შეეხება მთლიან სისტემას, იგი შედგება დინამიკებისგან, რომლებიც  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  არის განთავსებული სალონში. თუ სწორად დააინსტალირებთ  დინამიკებს, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ეფექტის მიღება. ასეთ შემთხვევაში, შედარებით დაბალბიუჯეტიანი აუდიო სისტემაც კი კარგ ხმას გამოსცემს.  

რა უნდა გავითვალისწინოთ დინამიკების ინსტალაციის დროს?  

გახსოვდეთ, რომ სწორი ინსტალაცია განაპირობებს ხმის ხარისხზე გავლენას. მაგალითად, ზედმეტად ძლიერი ვიბრაცია სულაც არ არის კარგი სმენისთვის, ამიტომ ისინი უნდა დააინსტალიროთ იმდენად სწორად, რომ მიიღოთ რაც შეიძლება სუფთა ხმა. თუ დინამიკებს ამონტაჟებთ  კარებში, აუცილებლად იზრუნეთ იმაზე, რომ შემცირდეს ვიბრაციისა და ხმაურის დონე. აუდიო სისტემის განთავსების საუკეთესო ვარიანტია უკანა კარები ან საბარგული, ხოლო საშუალო დონის  დინამიკები შეგიძლიათ ჩაამონტაჟოთ მანქანის წინა მზარეს. 

მანქანისთვის აუდიო სისტემას არჩევთ? ჩვენ დაგეხმარებით

შემდეგ ბლოგში შემოგთავაზებთ საუკეთესო აუდიო სისტემის ტოპ 10-ს ასე, რომ თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგებს და აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ისურვეს საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი აუდიო სისტემები, რომლებზეც მოქმედებს განვადების პირობები და სახლში მიტანის უფასო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

Bluetooth მაგნიტოფონი დისტანციური მართვით და ნათებით JSD-520 UCO
Bluetooth მაგნიტოფონი დისტანციური მართვით და ნათებით JSD-520 UCO
Regular price 100.00 ლარი 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
Bluetooth მაგნიტოფონი Touch Screen ეკრანით Ultrasonic 7010B
Bluetooth მაგნიტოფონი Touch Screen ეკრანით Ultrasonic 7010B
Regular price 300.00 ლარი 199 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-A6995S
ავტომობილის დინამიკი Pioneer TS-A6995S
Regular price 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
Bluetooth მაგნიტოფონი Touch Screen ეკრანით და პულტით 705T UCO
Bluetooth მაგნიტოფონი Touch Screen ეკრანით და პულტით 705T UCO
Regular price 300.00 ლარი 219 ლარი / თვეში 12 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი