კერამიკული ქვაბების TOP 3
თუ არ გსურთ ბევრი დრო დახარჯოთ სამზარეულოს ყველა მოწყობილობის სათითაოდ შესაძენად, უმჯობესი იქნება თუ ნაკრებებს გადახედავთ.
კერამიკის ქვაბები დღესდღეობით ძალიან პოპულარულია, რადგან საჭმლის მომზადება და შემდეგ, მისი ზედაპირის გარეცხვა მარტივია. სწორედ ამიტომ ურჩევნია მომხმარებელთა უმრავლესობას კერამიკული ქვაბი სხვა დანარჩენს.
ქვემოთ მოცემულია 2019 წლის საუკეთესო კერამიკული ქვაბების სამი კომპლექტი, რათა უკეთესად იყოთ ინფორმირებული.
მათი თანამედროვე დიზაინი და მოხერხებული კონსტრუქცია ადვილად გახდება თქვენი რჩეული.
Greenlife
Greenlife-ის ნაკრები ამ პროდუქტის ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს. მასში არის 16 სხვადასხვა სახის მოწყობილობა. ნაკრებში შედის ქოთნები, ტაფები, სპატულები და სხვა.
თერმოლონის კერამიკულ გარსშია ჭურჭლის კორპუსი ჩაშენებული, რომლის გამოყენება და გაწმენდა მარტივია. რაც ყველაზე მთავარია, მისი სწორი ხმარება და მოვლა განაპირობებს ჭურჭლის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
იგი ჩვეულებრივ თავისუფალია PFOA და PFAS ნივთიერებებისგან, რაც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ პროდუქტის სიჯანსაღე ზედმეტი გაცხელების დროსაც კი.
ალუმინის შიდა კორპუსის წყალობით, ჭურჭელი ტემპერატურას სწრაფად და თანაბრად ავრცელებს.
ხუფებზე, ტაფებსა და ქოთნებზე მყარად არის დამაგრებული სილიკონის სახელურები, რაც სასიამოვნო და გამძლეა ხმარებისას.
ის კარგია რისკების თავიდან ასაცილებლად, რადგან ერგონომიკულად არის დამზადებული.
COOKLOVER
COOKLOVER არის მეორე საუკეთესო კერამიკული ქვაბების ნაკრები, რომელსაც აქვს სასურველი თვისებები. ნაკრებს მოყვება 19 სხვადასხვა სახის ქვაბი და ტაფა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ კარგად მოაწყოთ თქვენი სამზარეულო.
როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი შექმნილია, რათა ხელი შეუწყოს ნარჩენი საკვების მოშორებასა და მარტივ რეცხვას.
უსაფრთხოა მოწყობილობების ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა. აგრეთვე, მისი ღუმელში გამოყენება შესაძლებელია 260 ცელსიუსამდე.
სილიკონის სახელურები ხელს უწყობს ქვაბის კომფორტულ გამოყენებას.
COOKLOVER-ის კერამიკული ნაწარმი აგებულია უჟანგავი ალუმინით, რომელსაც შეუძლია სითბო სწრაფად და თანაბრად გადაანაწილოს. გარდა ამისა, მას აქვს 3 სხვადასხვა სპატული, რომელიც ემსახურება გამოყენების სხვადასხვა ხერხს.
WearEver
WearEver-ის კერამიკული ქვაბების ნაკრები შედგება 15 სხვადასხვა მოწყობილობისგან, რომელიც საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად დატკბეთ სამზარეულოში ყოფნით.
მას აქვს ძალიან გლუვი კერამიკული ინტერიერი. გარდა ამისა, აქვს სლიკინა ზედაპირი, რომელზეც არ რჩება ლაქები და საკვები.
პროდუქტი თავისუფალია PTFE და PFOA-სგან, რაც ძალიან ჯანსაღია სამზარეულოს საქმიანობისთვის. დამზადებულია მყარი ალუმინისგან, მეტი გამძლეობისა და სიცოცხლის უნარიანობისთვის.
WearEver-ის ნაკრების მოწყობილობები კარგია სითბოს განაწილებაში, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი საკვები თანაბრად შეწვათ ან მოხარშოთ.
მისი ღუმელში გამოყენება შესაძლებელია 370 გრადუსამდე. უფრო მეტიც, ასევე, უსაფრთხოა მისი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.
დღესდღეობით, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ჭურჭლის მაღაზიების თაროები სავსეა უამრავი სხვადასხვა მოდელით.
ასე რომ, როდესაც საქმე ეხება ქვაბების ნაკრებს, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ყველა მახასიათებელს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეძლოთ სწორი არჩევნის გაკეთება.
პოპულარული მოდელები