რა განასხვავებს ონლაინ ჭურჭლის მაღაზიას ოფლაინისგან?

ჭურჭელი დიასახლისებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საშოპინგე საქონელია და ერთეული ტაფით ან ქვაბით დაწყებული, დიდი ნაკრებით დამთავრებული, თითქმის ყველა ამ  ტიპის პროდუქტი საკმაო წარმატებით იყიდება როგორც ონლაინ მაღაზიებში ისე სტანდარტულ შოურუმებში.

რა განასხვავებს ონლაინ ჭურჭლის მაღაზიას ოფლაინისგან?

ბოლო დროს, ყველა ონლაინ ჭურჭლის მაღაზია ცდილობს პროდუქციის არჩევანი მაქსიმალურად გაზარდოს და ამ მხრივ იყოს ყველაზე მიმზიდველი მომხმარებლებისთვის.

და მაინც, რა განსხვავებაა ჭურჭლის ინტერნეტში და ქალაქებსა თუ რეგიონებში მდებარე მაღაზიებს შორის შეძენაში და რა უპირატესობები ან ნაკლი აქვს თითოეულ მათგანს?

დავიწყოთ ინტერნეტ მაღაზიებით:

  • როგორც წესი, სტანდარტული სასაწყობე ან საგამოფენო ფართის შეზღუდულობის გამო, როგორც ქვაბების ნაკრები, ისე სხვა ამ კუთხით მოთხოვნადი პროდუქტები ინტერნეტ შოპებში უფრო ფართოდ გახლავთ წარმოდგენილი;
  • თუ პროდუქტი უკვე იცით, ანუ თქვენმა ნაცნობმა შეიძინა, ან სადმე გაქვთ ნანახი და მოკლედ რომ ვთქვათ, დათვალიერება არ გჭირდებათ, მაშინ უფასო საკურიერო სერვისი, რომლითაც ამ შემთხვევებში სარგებლობთ, ძალიან მოსახერხებელია;
  • აქციების ფარგლებში, თითქმის ყოველთვის, ჭურჭლის ამათუ იმ ოდნავ მსხვილ სეტს, მაგალითად ქვაბების, ან ტაფა-ქვაბების ნაკრებს, აუცილებლად მოყვება საჩუქარი, რასაც გარეთ მდებარე მაღაზიებში ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით;
  • ონლაინში ყიდვისას ძალიან მარტივია განვადების გაკეთება, მაშინ როცა სტანდარტულ მაღაზიებში შეიძლება რიგში დგომაც მოგიწიოთ.
  • შეგიძლიათ გადახედოთ სხვა მომხმარებლების შეფასებებს საიტზევე, რისი საშუალებაც სხვა შემთხვევაში არ გექნებოდათ.

რატომ შეიძლება ჯობდეს სამზარეულოს ჭურჭლის არა ინტერნეტში არამედ ჩვეულებრივ მაღაზიაში ყიდვა?

თუ არა დიდი ნაკრების, არამედ ცალკე რომელიმე ერთეულის ყიდვა გსურთ, ფასი როგორც წესი უფრო დაბალია. ონლაინ მაღაზიები აქცენტს სტანდარტულად რამდენიმე ქვაბისგან ან სხვა აქსესუარისგან შექმნილ ნაკრებზე აკეთებენ.

რა განასხვავებს ონლაინ ჭურჭლის მაღაზიას ოფლაინისგან?

გაქვთ საშუალება ადგილზე ნახოთ პროდუქტი, შეეხოთ მას, დაათვალიეროთ მასალა ანუ ბოლომდე აღიქვათ ის, რასაც ყიდულობთ.

მიუხედავად იმისა, რომ გამართულ ინტერნეტ მაღაზიაში ნავიგაცია ადვილია, თუ რომელიმე დიდ შოურუმში სტუმრობა მაინც გიწევთ, მაშინ დახლებს შორის სულ რამდენიმე წუთში გავლით სამზარეულოს ჭურჭლის ძალიან დიდი არჩევნის დათვალიერება შეგიძლიათ, ანუ უფრო ნაკლებ დროს კარგავთ, ვიდრე ონლაინში.

არჩევანი?

ჩვენ რა თქმა უნდა ონლაინ შოპინგს გირჩევთ და რეალურად რომ დაფიქრდეთ, აშკარად უფრო მეტი უპირატესობაც გააჩნია. ერთადერთი გამონაკლისი ის შემთხვევებია, როცა რომელიმე დიდი ჭურჭლის თემატური მაღაზია (და ასეთები თითქმის არ არსებობს) თქვენთან ძალიან ახლოსაა და გავლისას აუცილებლად მოხვდებით. სხვა ყველა შემთხვევაში, ფასით, საკურიერო სერვისით, არჩევნითა და მსგავსი ფაქტორებით, უპირატესობა ალბათ ინტერნეტში ყიდვას უნდა მიანიჭოთ.

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის  ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 7PCS
Regular price 180.00 ლარი 119 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია