კერამიკის ქვაბების თავისებურებები
სამზარეულო ქვაბების შესახებ ბევრს ვსაუბრობთ და ხშირად მიმოვიხილავთ როგორც გრანიტის ქვაბებს, ასევე ემალირებულ ქვაბების ნაკრებს. ახალ ბლოგში, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ოდნავ განსხვავებულ ქვაბებზე მოგიყვებით, რომლებსაც თიხის კერამიკის ქვაბები ეწოდება.
მოკლედ, ეს ცეცხლგამძლე ქვაბები შეგიძლიათ მოათავსოთ ღუმელში, გაზქურაზე, ელექტრო ღუმელზე ისე, რომ არ გქონდეთ მისი დაზიანების საშიშროება. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მასალა დამზადებულია სითბოს მდგრადი ძირებით.
წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას იმასთან დაკავშირებით, როგორ ავარჩიოთ კერამიკისგან დამზადებული ქვაბები თქვენი ამოცანებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
რა უნდა გავითვალისწინოთ კერამიკული ქვაბების ყიდვის დროს:
წარმოებისა და მასალების მახასიათებლები:
კერამიკის წარმოებისთვის ბუნებრივი ნედლეული - თიხა გამოიყენება, რომელიც საოცარი მინერალია.
მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ინარჩუნებს გამძლეობასა და ტენიანობას, ხოლო მასალის თვისებების გასაუმჯობესებლად, მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა დანამატი და გამაგრებითი კომპონენტები. მოგეხსენებათ, თიხის ნაწარმს ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ღუმელში ამზადებდნენ.
თანამდროვე ღუმელებს მაღალი სიმძლავრე აქვთ, რომლებიც 1000 გრადუს ტემპერატურაზე ადის.
კერამიკული სამზარეულოს ჭურჭელი აუცილებლად დაფარულია მინანქრით, რომელიც აძლიერებს მასალას და საიმედოდ ხურავს ფორებს. ზედა და ქვედა საფარი გამოირჩევა სითბოს მდგრადი გამძლეობით, შიგნით კი გლუვი საფარი აქვს, რომელიც იცავს ნაკაწრებისგან.
აქვე, გიზიარებთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის კიდევ ერთ ბლოგს კერამიკულ ქვაბებთან დაკავშირებით
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თიხის კერამიკის ქვაბებს?
ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მაღალი სითბოს მოცულობა და მისი ერთგვაროვანი განაწილებაა. კერამიკა ამ პარამეტრებით საკმაოდ სჯობს თუჯის ნაკეთოთებს.
კერამიკის ქვაბებში კერძები ბევრად უფრო გემრიელი გამოდის, ვიდრე სხვა მასალებში. თუმცა, მასალის ყველაზე დიდი ნაკლოვანება ისაა, რომ არის საკმაოდ სქელი. უარეს შემთხვევაში, თუკი სხვა მასალის ქვაბები იატაკზე დაცემი შემდეგ შეიძლება დეფორმირდეს, კერამიკის ნაკეთობები ძირს დავარდნის შემდეგ შეიძლება სრულიად გატყდეს.
ასევე, ყიდვამდე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ღუმელში გამოსაცხობად, კერამიკულმა მასალამ უნდა გაუძლოს მაღალ ტემპერატურას.
კერამიკული ქვაბის მოცულობები:
როგორც წესი, კერამიკისგან დამზადებული მდგრადი ქვაბების მოცულობა არ აღემატება ხუთ ლიტრს. ყველაზე პოპულარული მოდელები სამ ლიტრამდეა, რომელიც თავსდება როგორც ღუმელებში, ასევე - მიკროტალღურებში.
კლასიკური მრგვალი, სახურავებიანი ქვაბები საკმაოდ პრაქტიკულია, რომელსაც კერამიკისგან დამზადებული მყარი სახელურები აქვს. პატარა ქვაბები, რომელთა მოცულობაა 1-1.5 ლიტრია, საკმაოდ მოსახერხებელია ორ ადამიანზე გათვლილი კერძის მოსამზადებლად, ხოლო 3-დან 5 ლიტრამდე მოცულობის ქვაბები, უფრო მეტი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები