რატომ ითვლება საუკეთესოდ კერამიკული ქვაბები?!
რაც უფრო მეტად ბინძურდება გარემო, მით მეტად აქტუალური ხდება ჯანსაღი კვება. მაღაზიაში ჩვენ ვამოწმებთ, ამა თუ იმ პროდუქტში შემავალ ნივთიერებებს, რადგან გვინდა, რომ ჩვენი საყვარელი ოჯახი ჯანსაღად ვკვებოთ, თუმცა საკუთარი ხელით მოყვანილი ნედლეულიც კი შეიძლება შხამად ვაქციოთ, თუ მას არასანდო ჭურჭელში მოვამზადებთ.
ეძებთ ჯანსაღ ქვაბებს? - ეს არის სუფთა, კერამიკული ჭურჭელი, იქნება ეს ქვაბები, ვოკი თუ ტაფა. აქ საუბარია 100%-ით კერამიკულ ქვაბებზე და არა კერამიკით დაფარულ ზედაპირიან ჭურჭელზე, რადგან თუ ზედაპირი დაზიანდა, მის ქვევით არსებული არასანდო ნივთიერებები მოხვდება თქვენს სადილში.
რა არის კარგი 100%-ით კერამიკულ ქვაბებში? გარდა იმისა, რომ არატოქსიკურია და არ შეიცავს მძიმე მეტალებს? ეს კითხვა დავუსვით ჯანსაღი ცხოვრების ექსპერტს - დეველინ დავს, რომელიც განგვიმარტავს, თუ რატომაა კერამიკულ ჭურჭელში მომზადებული საჭმელი ჯანსაღი.
გადახედეთ ჩვენს პოსტს, როგორ შევარჩიოთ ქვაბების ნაკრები ან შეამოწმეთ ეს სია და თქვენ დარწმუნდებით კერამიკული ქვაბების უპირატესობაში:
- მთლიანად გადამუშავებულია, რადგან ის 100%-ით კერამიკას შეიცავს.
- ეკოლოგიურად სუფთაა.
- გამძლეა და შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში მოიხმაროთ.
- საუკეთესოა ნელი მომზადების კერძის დასამზადებლად.
- სუპერ მარტივია მისი გაწმენდა.
- თქვენს მიერ დამზადებული საკვები მეტად ჯანსაღია, რადგან ცხიმის და ზეთის შემცირებული გამოყენება გიწევთ.
- არ შეიცავს საშიშ ნივთიერებებს, როგორიცაა PTFE და PFOA( ეს, ის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა წარმოების ჭურჭელში)
- არ შედის მჟავეებთან რეაქციაში, ასე რომ ტოქსიკები თქვენს კერძში არ მოხვდება.
- მრავალფუნქციურია, მაგალითად: ის შექმნილია ისე, რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ გაზქურის ღუმელიდან გამოიღოთ და თქვენს სუფრაზე მოათავსოთ, შემდეგ გამოიყენოთ, როგორც შესანახი კონტეინერი და შედგათ მაცივარში. თქვენთვის ეს ნიშნავს: ნაკლებ ძალისხმევას და ნაკლები ჭურჭელი გექნებათ გასარეცხი. საოჯახო ტექნიკისა და ჭურჭლის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.
- ცეცხლგამძლეობა - კერამიკული ქვაბები განკუთვნილია ძალიან მაღალი ტემპერატურისთვის, დაახლოვებით 1380 C უმკვლავდება.შეგიძლიათ პირადაპირ ცხელ ღუმელში შედგათ.
- ნაკლები ძალისხმევა გჭირდებათ ქვაბების გასარეცხად, რადგან მას არ აქვს განსხვავებული მასალის სახელური და არ საჭიროებს სახელურების გაწმენდას. კერამიკისვე სახელურის პლიუსი ისიცაა, რომ ქვაბი ღუმელშიც შეგიძლიათ შედგათ.
- ეკო-მეგობრული კერამიკული ქვაბები, მზადდება ნატურალური მინერალებისგან და წყლისგან, ბუნებრივი აირის გამოყენებით ხდება მისი დამზადება, რაც გულისხმობს სუფთა წვას და ჰაერი არ ბინძურდება. მისი გადამუშავების შედეგადაც არ ზიანდება გარემო.
სწორედ ამ ყველაფრის გამო, თქვენ იხდით უფრო მეტს კერამიკულ ქვაბებში, თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის!
ზოგადად, ჭურჭელი და ქვაბები განვადებით ისურვეს მაღაზიაში გამორჩეულად პოპულარული თრენდია.
ზოგავთ დროს და ენერგიას, რადგან ის მრავალფუნქციურია.
უფრთხილდებით გარემოს .
ბოლოს და ბოლოს, ის ხომ თქვენს სუფრაზე ძალიან ლამაზად გამოიყურება.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...