Kenwood-ის საუკეთესო სამზარეულოს კომბაინები
2000-იანი წლების დასაწყისში Kenwood გახდა კომპანია De’Longhi-ის ჯგუფის წევრი, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი და განამტკიცა თავისი პოზიცია გლობალურ ბაზარზე. თუმცა, დღემდე, Kenwood-ის სახე სამზარეულო კომბაინებია, რომლებიც უამრავ დიასახლის უადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას.
სამზარეულო კომბაინების ფართო ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვანი ფასების კატეგორიას ამიტომ, პირადი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ყველას შეუძლია სასურველი პროდუქტის შერჩევა.
დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ განსხვავებული ფუნქციონირების და დიზაინის Kenwood სამზარეულო კომბაინებს.
Kenwood Prospero KM288 - ფართო ასორტიმენტი
კენვუდის კომბაინს აქვს მრავალი ფუნქცია, რომელიც მოიცავს: 1.5 ლიტრიან ბლენდერს, წვენსაწურს, საპრესს დამაგრებასა და სათქვეფს. მოდელი საკმაოდ მძიმეა, რომელიც აღჭურვილია რეზინის ფეხებით, რის გამოც მყარად დგას მაგიდის ზედაპირზე. მოწყობილობის ენერგია 900 ვტ-ია.
კორპუსი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან, ხოლო თასი, რომლის მოცულობაც დაახლოებით ოთხ ლიტრს აღემატება, დამზადებულია ლითონისგან. დანადგარს აქვს ხუთი სიჩქარე, რომლის რეგულირება შესაძლებელია ნებისმიერი თანმიმდევრობით. არსებობს ელექტრული მართვის ვარიანტიც.
უპირატესობები:
- გადატვირთვისაგან დაცვა;
- სიჩქარის რეგულირება;
- დანართების მდიდარი ნაკრები;
- მისაღები ფასი.
Kenwood Chef Sense KVC5000T - მარტივი მართვის სისტემა
ისევე როგორც წინა მოდელში, აქაც წარმოდგენილია მდიდარი ნაკრები. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მეტალის ადაპტერი. კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, ხოლო თასი - უჟანგავი ფოლადისგან, რომლის მოცულობაა 4.6 ლიტრი.
უპირატესობები:
- კონტროლი მბრუნავი ღილაკით;
- გათვალისწინებულია რეზინის ფეხები;
- შესაძლებელია სიჩქარის რეგულირდება;
- ელექტრონული მართვა;
- მოწყობილობის სიმძლავრეა - 1100 ვტ.
ნაკლოვანებები:
- საშუალოზე მაღალი ფასი.
Kenwood Premier Chef KMC57008 - 30+ დანართი
მოდელს აქვს მაღალი სიმძლავრე - 1000 ვატი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კომბაინმა სტაბილურად იმუშაოს და გაუმკლავდეს რთულ დავალებებსაც კი. კორპუსი დამზადებულია ლითონისგან, ხოლო თასი - უჟანგავი ფოლადისგან.
თასის მოცულობა 4.6 ლიტრია, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქციის დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. ნაკრებში შედის: შემრევი დანართი, ცომის საცმები, დანართებისთვის განკუთვნილი ადაპტერი და სილიკონის კოვზი.
უპირატესობები:
- რეგულირებადი სიჩქარე;
- სრული შერევის ფუნქცია;
- აქსესუარების გარეცხვის შესაძლებლობა ჭურჭლის სარეცხი მანქანაში;
- გადახურებისგან დაცვა.
ნაკლოვანებები:
- მაღალ სიჩქარეზე მუშაობისას აქვს ცოტა მაღალი ხმა;
- მაღალი ფასი
Kenwood kMix KMX80 - სამზარეულო კომბაინი და ხორცსაკეპი მანქანა ერთად
მოდელს აქვს ხორცის საჭრელი მანქანის ფუნქციები, რომელიც სხვა მოდელებში არ გვხვდება. ასე, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი თანხის დახარჯვა ხორცსაკეპის შესაძენად.
კომბაინში ასევე გათვალისწინებულია კენკრის საპრესი, საჭრელი დანადგარი და დანართების სტანდარტული ნაკრები, რომლითაც შესაძლებელია სამზარეულოს მრავალი სხვა ტექნიკის ჩანაცვლება.
სამზარეულო კომბაინის თასი დამზადებულია ლითონისგან, რომლის მოცულობა 5 ლიტრია.
უპირატესობები:
- უნიკალური ფუნქცია, რომელიც დელიკატურ შერევას გულისხმობს, საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ნელა ან პაუზებით;
- სიჩქარის ელექტრონული კონტროლი;
- გადახურებისგან დაცვა;
- სპეციალური განყოფილება კაბელის შესანახად.
ნაკლოვანებები:
- დაბალი სიმძლავრე.
პოპულარული მოდელები