სამზარეულოს კომბაინის შერჩევის პარამეტრები

როდესაც სამზარეულოსთვის წვრილ ტექნიკას ვყიდულობთ, ცალ-ცალკე ვარჩევთ იმ მოწყობილობებს, რომლებიც კონკრეტული საქმისათვის გვჭირდება. მაგალითად, გემრიელი ნამცხვრებისა თუ ორცხობილების გამოსაცხობად მიქსერი გვჭირდება, ნატურალური წვენების დასამზადებლად წვენსაწურები და ა.შ.

თუმცა, დღეს უკვე შესაძლებელია ისეთი ტექნიკის ფლობა, რომელიც თოთოეული მოწყობილობის მახასიათებლებს ერთიანად შეითავსებს და  არ წარმოქმნის იმის საჭიროებას, რომ ცალ-ცალკე შეიძინოთ თითოეული ტექნიკა.

დღეს ბლოგის მთავარი თემა სამზარეულოს კომბაინი და მისი პარამეტრების შერჩევა გახლავთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

სამზარეულო კომბაინის შერჩევის პარამეტრები

ძალა - ეს პარამეტრი განსაზღვრავს, რამდენად კარგად გაუმკლავდება თქვენი კომბინაინი ამოცანებს:

  1. მოხარშული პროდუქციის გასასუფთავებლად და გასახეხად, საკმარისია 200-300 ვტ;
  2. იმისათვის, რათა ახალი ხორცი დაამუშავოთ ხახვში, მოწყობილობა მინიმუმ 600 ვტ-იანი მაინც უნდა იყოს;
  3. უფრო დიდი მოცულობის საკვებისთვის, 800-1000 ვატიანი კომბაინი უნდა შეიძინოთ. ამასთან, მრავალფუნქციურ მოწყობილობებს უნდა ჰქონდეთ დიდი ძალა, რათა თავისუფლად შესძლონ  მრავალფეროვან პროდუქტზე მუშაობა.

სამზარეულოს კომბაინის შერჩევის პარამეტრები

აქვე შეგახსენებთ, რომ ყურადღება მიაქციოთ სიჩქარეების რაოდენობას, რადგან თითოეული ოპერაცია კონკრეტული ტიპის პროდუქტით, მოითხოვს საკუთარი რეჟიმით მათ გატარებას, შერევას ან გახეხვას. თუ თქვენ ყოველდღიურად აპირებთ სამზარეულო კომბაინის გამოყენებას, ამასთან ფიქრობთ სხვადასხვა კერძების მომზადებას, მაშინ შეარჩიეთ მოდელი, რომელსაც ექნება მინიმუმ 5-6 სიჩქარე.

სხეულის მასალა

არჩევანის გაკეთებისას, გირჩევთ, შეარჩიოთ ფოლადის კომბაინი, რადგან პლასტმასის დიზაინით ცოტა საფრთხილოა. მითუმეტეს მაშინ, თუ ყიდულობთ ნაკლებად ცნობილი მწარმოებლის იაფიან მოდელს.

თასები და კონტეინერების დატვირთვა

საკვების მოთავსების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ფართოა კომბაინის სრული თასი. ასე რომ, რაც უფრო მრავალსულიანია ოჯახი, მით უფრო დიდი უნდა იყოს კომაბინის დატვირთვის უნარი.

ყურადღება მიაქციეთ თასების მასალას

დღეს, სამზარეულო ტექნიკის მწარმოებლები გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს:
პლასტიკური - ასეთი კონტეინერები საკმაოდ გამძლეა, მაგრამ დროთა განმავლობაში, თასზე შეიძლება მცირე ზომის ნაკაწრები გაჩნდეს.
ლითონი - გამძლე და ჰიგიენურია, მაგრამ არ იძლევა პროდუქციის დამუშავების კონტროლის შესაძლებლობას.
მინა -  საყოფაცხოვრებო ტექნიკის საუკეთესო არჩევანია - შუშის კონტეინერები, რომლებიც საკმაოდ ძვირი და ამასთან მყიფეა. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი კომბაინის მინის თასი გაგიტყდათ, ძნელი იქნება იგივე ზომის პოვნა (გამონაკლისი მხოლოდ თანამედროვე ბრენდების მოდელებია, რომლებიც ცალკე ყიდიან აქსესუარებს თავიანთი მოწყობილობებისთვის).

სამზარეულოს რომელი კომბაინი შევარჩიოთ?

ორი ადამიანისთვის საკმარისია 1,5 ლიტრიანი თასი, რომელსაც  500 ვტ-იანი სიმძლავრე აქვს. 3-4 კაციანი ოჯახისთვის უფრო დიდი მოცულობის კომბაინია საჭირო, რომელსაც ექნება ხორცის ჭრისა და ბლენდერის ფუნქციები. მოწყობილობის სიმძლავრე უნდა იყოს მინიმუმ 600-800 ვატი.

ამ ტიპის მოდელები ჩვენი ბლოგის ქვემოთაც შეგხვდებათ, ისე კი, გირჩევთ სრული, ან მაგალითად კატეგორია სახელწოდებით კენვუდის კომბაინი და მისი სამზარეულოს ასორტიმენტი დაათვალიეროთ.

ხოლო ისინი, რომლებიც მუდმივად ამზადებენ საკვებს და მათი მენიუც საკმაოდ ფართოა, კომბაინის უნივერსალური მოდელი უნდა შეიძინონ. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტექნიკა კარგად უნდა ასრულებს თავის საქმეს, მისი სიმძლავრეც  მაღალი უნდა იყოს. შესაბამისად, შეარჩიეთ ისეთი სამზარეულოს კომბაინი, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 1 კვტ მაინც იქნება.  

და ბოლოს, თუ გსურთ შენაძენი გაკეთოთ დღესვე, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ როგორც ბარათით გადახდის შესაძლებლობას, ისე - განვადების უმარტივეს პირობებს, რომელიც მორგებული იქნება აბსოლუტურად თქვენზე.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოგცეთ რაც შეიძლება საუკეთესო რჩევები ნებისმიერი პროდუქციის გარშემო, რათა გაგიმარტივოთ არჩევანის შესაძლებლობა.

თუ თვლით, რომ მეტი რჩევა გჭირდებათ, გადაიკითხეთ წინა პოსტიც, სამზარეულოს კომბაინების შერჩევის შესახებ.

გახსოვდეთ, რომ ნივთის შეძენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ.

ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით  და აუცილებლად გადაავლეთ თვალი ჩვენი ონლაინ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ  სამზარეულოს კომბაინებს.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

სამზარეულოს კომბაინი KENWOOD FP-120
სამზარეულოს კომბაინი KENWOOD FP-120
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი Electrolux E5KM1-6GBP
სამზარეულოს კომბაინი Electrolux E5KM1-6GBP
Regular price 1,279.00 ლარი 1,049 ლარი / თვეში 57 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი Ardesto KMCH-K1500SS
სამზარეულოს კომბაინი Ardesto KMCH-K1500SS
Regular price 917 ლარი / თვეში 50 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7320/10
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7320/10
Regular price 599.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი