იდეალური დამხმარე სამზარეულოში - 2020 წლის გაზქურების მიმოხილვა
საბჭოთა სტილის გაზქურები დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ამიტომ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი გაზქურები, რომლებიც სხვადასხვა დიზაინისა და მახასიათებლებისაა.
დამოუკიდებელი მოდელების გარდა, ასევე შეგხვდებათ ჩასაშენებელი გაზქურები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზოგავს ადგილს თქვენს სამზარეულოში. წამოდგენილი მოდელების განხილვა ეყრდნობა მომხმარებელთა შეფასებებს, წარმოების ხარისხს, ფუნქციურობას, უსაფრთხოებასა და წმენდის სიმარტივეს.
GEFEST DHE 621-01
- დაბალი ფასი;
- გათბობის ხუთი რეჟიმი;
- ელექტრო გრილის, შამფურის, კონვექციის ფუნქცია.
ბელორუსული GEFEST გაზქურები გამოირჩევა კარგი ფუნქციონირებითა და მისაღები ფასით. ამიტომ, პრაქტიკული GEFEST ლიდერობს კიდეც საბიუჯეტო გაქურებს შორის, რომელსაც საკმაოდ თანამედროვე დიზაინი აქვს და აღჭურვილია ელექტრო გრილით, შამფურითა და კონვექციის ფუნქციით.
მფლობელის მოხერხებულობისთვის გათვალისწინებულია ელექტრონული ანთების ფუნქცია, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა და ტაიმერი. აღნიშნული ბრენდი და მოდელი, შეგიძლიათ ურჩიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აფასებენ ხარისხს, მაგრამ არ აქვთ დამატებითი თანხა ევროპული ბრენდების გაზქურების ან ღუმელების შესაძენად.
მახასიათებლები:
- მოცულობა 52 ლიტრი;
- გათბობის რეჟიმები: 5
- გაზის კონტროლი: დიახ
- გრილი: დიახ
დადებითი:
- დაბალი ფასის პირობებში შესანიშნავი ფუნქციონირება;
- მშენებლობის მაღალი ხარისხი;
- ხანძრისგან დაცვის ფუნქცია.
მინუსები:
- კარი ძალიან ცხელდება.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლები განსაკუთებით აფასებენ მოწყობილობის ფუნქციონირებას, დაბალ ფასს, განათების არსებობას და გამოყენების სიმარტივეს, ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ მუშაობის დროს ძლიერ თბება და არ აქვს ბავშვის საკეტის ფუნქცია.
Bosch HGN10G050
ტექნიკური მახასიათებლები:
- მოცულობა 60 ლიტრი;
- გაზრდილი უსაფრთხოების რეჟიმი;
- წარმოების შესანიშნავი ხარისხი.
გერმანული კომპანიის Bosch გაზქურები გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერია, რომელიც ყველაზე საიმედო საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. ჩასაშენებელ ღუმელს ყველა ფუნქცია აქვს, რომელთა გამოყენება ძალიან მარტივია. წარმოების ხარისხისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს არის საუკეთესო გაზის ღუმელი.
მოწყობილობას საშუალო სიგრძე და სიგანე აქვს, ხოლო საკმარისი სიღრმე საშუალებას გაძლევთ, განათავსოთ მასში საკვების დიდი რაოდენობა. სიმაღლის გათვალისწინებით (55 სმ), გაზქურა ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე შეგიძლიათ დაამონტაჟოთ.
ბოშის აღნიშნული მოდელი მუშაობს გათბობის ოთხ რეჟიმში, ხოლო გაზრდილი უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებულია აკუსტიკური ტაიმერი, გაზის კონტროლის ფუნქცია და თერმოელექტრონული დაცვა გაზის შეწყვეტის დროს.
ღუმელის კარი სამმაგი მასალისგანაა დამზადებული, რომელიც არ ცხელდება და საჭიროების შემთხვევაში იბლოკება, რათა ბავშვებმა ვერ შესძლონ მათი მარტივად გახსნა. სითბოსადმი მდგრადი რეზინები კი განლაგებულია კარის გარშემო.
დანაყოფის შიდა მხარე სპეციალური მინანქრით არის დაფარული, რომელიც ნესტიანი ტილოთი ადვილად იწმინდება. უპირატესობა ის არის ასევ ისიც, რომ სამმაგი მინის ამოღება და გარეცხვა უპრობლემოდ შეგიძლიათ. ჩვენ ნამდვილად გირჩევთ ამ ეკონომიურ, უსაფრთხო, ადვილად გასუფთავებად მოდელს ბავშვიანი ოჯახებისთვის.
მახასიათებლები:
- მოცულობა 60 ლიტრი;
- გათბობის რეჟიმები - 4;
- გაზის კონტროლი: დიახ;
- გრილი: დიახ.
დადებითი:
- მშენებლობის მაღალი ხარისხი;
- უსაფრთხოება და პრაქტიკულობა;
- ერთგვაროვანი გათბობა.
მინუსები:
- მაღალი ფასი.
პოპულარული მოდელები