სხვადასხვა ტიპის გაზქურები

თანამედროვე ტიპის გაზქურები მნიშვნელოვნად შეიცვალა არა მხოლოდ დიზაინით, არამედ ფუნქციური შესაძლებლობებითაც.

თუკი წინა ბლოგებში ხშირად განვიხილავდით კონკრეტულ მოდელებს თავიანთი დადებით-უარყოფითი მხარეებითა და ფუნქციური მახასიათებლებით, დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ გაზქურის კონკრეტული ტიპები, რომლებიც არჩევანის შესაძლებლობას მეტად გაგიმარტივებთ.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალი წელი ახლოვდება, ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე თანდათან  იწყება გრანდიოზული საახალწლო ფასდაკლებები სამზარეულო ტექნიკაზე. ამდენად, თუკი isurve.ge-ზე გადახვალთ, აუცილებლად შეგხვდებათ გაზქურები ფასდაკლებით ან განვადებით, რომელთა შეძენა ორი ველის შევსებით, ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

სხვადასხვა ტიპის გაზქურები

გაზქურები შემდეგი ტიპისაა:

ქურები

ქურები ღუმელის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელთა რაოდენობა 2-დან 6-მდე მერყეობს. უფრო მეტიც, არსებობს კომბინირებული მოდელები, სადაც გაზის ქურებთან ერთად შეიძლება წარმოდგენილი იყოს ელექტრო ქურები.

კომბინირებული  გაზქურების ყიდვა  ძალიან პრაქტიკულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ადგილებისთვის, სადაც ხშირად ხდება გაზმომარაგების მიწოდება. სხვადასხვა სიდიდის ქურები ადაპტირებულია სხვადასხვა ზომის სამზარეულოსთვის. ჩვეულებრივი მრგვალი სანთურების გარდა, არსებობს ოვალური ფორმის მოდელებიც.

სხვადასხვა ტიპის გაზქურები

გაზქურის ედაპირები

მინანქრის ზედაპირი - იაფიან გაზქურებს ყველაზე ხშირად მინანქრის საფარი აქვთ, რომლებიც, სხვათაშორის, საკმაოდ კარგად უძლებენ დროს.

როგორც წესი, მინანქარი გამძლე საფარია, მაგრამ ზემოქმედების ან ძლიერი ზეწოლის შედეგად, ზედაპირზე შესაძლებელია გარკვეული დაზიანებები გაჩნდეს. მართალია, დღეს მინანქრის ფილები წარმოებულია ახალი და თანამედროვე დიზაინით, მაგრამ ისინი თანდათან წარსულს ჩაბარდა.

უჟანგავი ფოლადის ზედაპირი - ფოლადი ფართოდ გამოიყენება სამზარეულოს ღუმელებისათვის, რომლებიც ყოველთვის პრაქტიკული და საიმედოა. მეტალის ზედაპირი შესანიშნავად გამოიყურება, რომელიც გაზქურას თანამედროვე სახეს და განსაკუთრებულ სტილს ანიჭებს. სამწუხაროდ, უჟანგავი ფოლადი მგრძნობიარეა ლაქებისა და მცირე დაზიანებების მიმართ.

სხვადასხვა ტიპის გაზქურები

ლუმინის ზედაპირი - ეს მასალა გარეგნულად უჟანგავი ფოლადის მსგავსია, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები არ აქვს.

მინის კერამიკა და სითბოს მდგრადი მინა - ერთი შეხედვით, ეს მასალები მეტად მყიფეა, მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არ არის. გაზქურების უახლეს მოდელებში, მათ შორის ინდუქციურ ღუმელებში გამოიყენება ეს ძალიან ძლიერი და სითბოს მდგრადი მასალა. ამ მოდელების სილამაზე და მიმზიდველობა უდავოა, მაგრამ მათზე ზრუნვასაც საკუთარი სპეციფიკა სჭირდება.

საცხობი ღუმელები

ტექნოლოგიის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ გაზის საცხობი ღუმელებიც მუშაობის სხვანაირ სპეციფიკაზე უნდა გადასულიყო და შეექმნა ცხელი ჰაერის ცირკულაცია ჩაშენებული ვენტილატორების დახმარებით.

უსაფრთხოების სისტემა

მწარმოებლებმა, რომლებმაც იზრუნეს ჩვენს უსაფრთხოებაზე, თავიანთ მოდელებში შეიმუშავეს და დანერგეს თერმოელექტრული გაზის კონტროლის სისტემა. სანთურები აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომლებიც აჩერებენ გაზის მიწოდებას გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში.

სასარგებლო დანამატები

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გამოყენება უფრო კომფორტული რომ იყოს, დიზაინერებმა მათ დამატებითი ფუნქციები მიანიჭეს. გაზქურების ახალ მოდელებში გათვალისწინებულია ელექტრო ანთების სისტემა, რომელიც შეიძლება იყოს მექანიკური ან ავტომატური. პირველ შემთხვევაში, სანთურის გასანათებლად საჭიროა ჩართოთ მისი ჩამრთველი და ერთდროულად დააჭიროთ სპეციალურ ღილაკს, რათა მოხდეს ნაპერწკალის მიწოდება. მეორეში შემთხვევაში, როდესაც ჩამრთველს ჩართავთ, ცეცხლი ავტომატურად აინთება.

პოპულარული მოდელები

გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
გაზქურა Oz OBIG90X60B5E
გაზქურა Oz OBIG90X60B5E
Regular price 1,449.00 ლარი 1,199 ლარი / თვეში 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
გაზქურა BEKO FBE6330GXDSN
გაზქურა BEKO FBE6330GXDSN
Regular price 1,479.00 ლარი 1,199 ლარი / თვეში 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
გაზქურა BEKO FBGT62110DXO
გაზქურა BEKO FBGT62110DXO
Regular price 1,299.00 ლარი 1,099 ლარი / თვეში 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE