როგორ გავწმინდოთ გაზქურები?
გაზქურა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საყოფაცხოვრებო ტექნიკას შორის, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ დიასახლისები. ამდენად, აბსოლუტურად ყველა ქალს სურს, რომ მისი გაზქურა იდეალურად სუფთად გამოიყურებოდეს, მაგრამ ყოველდღიური გამოყენების გამო, სამწუხაროდ, დიდი რაოდენობით ჭუჭყის გროვდება ხოლმე მის ზედაპირზე.
დღევანდელ ბლოგში გვსურს შემოგთავაზოთ გარკვეული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გავწმინდოთ გაზქურები.
გაზქურა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და უპრეტენზიო ტექნიკაა, რომელიც ელექტრო ღუმელებისა და ინდუქციური ქურებისგან ძალიან განსხვავდება. ისევე როგორც ჩამოთვლილ ელექტრო ტექნიკას, გაზქურებსაც სათანადო მოვლა სჭირდებათ, რადგან კერძის მომზადების პროცესში მასზე უზარმაზარი ცხიმი და საკვები ხვდება.
როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად I:
თავდაპირველად, თქვენ უნდა გათიშოთ მოწყობილობა გაზმომარაგების ქსელიდან. ანუ, მარტივად - გათიშეთ გაზის მიწოდება;
შემდეგ ამოიღეთ და გაწმინდეთ გისოსები საპნით ან სპეციალური ფხვნილით;
ასევე ამოიღეთ და გაწმინდეთ ქურები;
გაითვალისწინეთ, გაზქურის ქურების გაწმენდა უნდა მოხდეს რაც შეიძლება დელიკატურად, რათა არ მოხდეს ნაკაწრებისა და დაზიანებების წარმოქმნა;
შემდეგ გაწმინდეთ გაზქურის სახელურები.
თუ გაზქურას დიდი ხნის განმავლობაში არ გაწმინდათ, გარკვეული დროის შემდეგ ამის გაკეთება უფრო რთული იქნება.
როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად II:
პირველ რიგში, გაზქურის გისოსები უნდა გაიწმინდოს ყოველ ჯერზე, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ოდნავ მაინც დაბინძურდა ისინი. მეორე - თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რა სახის მასალისგანაა დამზადებული გისოსები, რათა მაქსიმალურად სწორად მიუდგეთ წმენდის პროცესს.
მაგალითად, ფოლადის გისოსები მარტივად და უსაფრთხოდ შეიძლება გაიწმინდოს რკინის ღრუბლით და არ ინერვიულოთ, თუკი მასზე მცირე მექანიკური დაზიანებები აღმოჩნდება. თუჯის გისოსებს გაცილებით დელიკატური დამუშავება სჭირდება. არ გაწმინდოთ ისინი რკინის ღრუბლებით, რადგან შეიძლება ადვილად დაზიანდეს.
როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად III:
ღუმელი გაწმენდა შეგიძლიათ სპეციალური საშუალებების გამოყენებით, მაგრამ ასევე არსებობს ხალხური საშუალებები და რეცეპტები. მაგალითად, ლიმონის წვენი შესანიშნავი საშუალებაა ღუმელის გასაწმენდად. წვენი უნდა დაამატოთ წყალს, შემდეგ დაატენიანოთ ჩვეულებრივი ქსოვილით და ასე გაწმინდოთ ღუმელის კედლები.
როგორ გავწმინდოთ გაზქურები სწორად IV:
იმისათვის, რომ გაზქურა ყოველთვის სუფთად გამოიყურებოდეს და მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახუროთ, ყოველი კერძის მომზადების შემდეგ საჭიროა მისი ნესტიანი ქსოვილით გაწმენდა. ასეთი მოვლის საშუალებით, თითქმის ყოველთვის სუფთა იქნება და ზოგადი გაწმენდისას დიდი დრო და ძალისხმევა აღარ დაგჭირდებათ.
საუკეთესო მოდელის გაზქურების მიმოხილვას გაეცანით ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...