გაზქურების მიმოხილვა

ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკა კონკრეტული დანიშნულებისთვის გვჭირდება ამიტომ, შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან მახასიათებლებზე მუდმივად ვაკეთებთ აქცენტირებას. მაგალითად, დიზაინზე, ზომაზე, ბრენდზე,  წარმოების მასალასა და რიგ დამატებით ფუნქციებზე. ასეა გაზურების ყიდვის შემთხვევაშიც, რომელიც გარკვეულ დაკვირვებას მოითხოვს, ოღონდ ამ შემთხვევაში, მომხმარებლები დამატებით ყურადღებას აქცევენ ქურების რაოდენობას.

სანამ კონკრეტული მოდელების განხილვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ გაზუქრები იყოფა რამდენიმე ტიპად:

  1. სამუშაო მაგიდის გაზქურა და სტაციონარული;
    2. კომპაქტური, დიდი ზომის და ძალიანგაბარიტული;
    3. გაზით, ელექტრო ღუმელით ან საერთოდ მის გარეშე;
    4. მინანქრის, უჟანგავი ფოლადის ან მინის ზედაპირით წარმოდგენილი.

Ricci RGC 9020 GL - ღუმელი 5 ქურით

ოქროსფერი, დიდი ზომის სამზარეულო ტექნიკა წარმოდგენილია 4 პატარა და 1 დიდი ცენტრალური ქურით, რომელიც მოთავსებულია შუა ნაწილში.  მოდელი აღჭურვილია ავტომატური ელექტრო ანთებით და გაზის კონტროლით, რომელსაც ასევე აქვს მარტივი მექანიკური ტაიმერი. სამუშაო ზედაპირი დამზადებულია უჟანგავი, ოქროსფერი ფოლადისგან, ხოლო გაზქურის საერთო ზომებია 90x60x85 სმ.

გაზქურების მიმოხილვა

ტექნიკის მოცულობა საკმაოდ დიდი - 110 ლიტრია, რომელიც წარმოდგენილია კონვექციის გარეშე, მაგრამ გაზის გრილით. კომპლექტში შედის ბადე, ასევე მრგვალი და კვადრატული საცხობი ფორმა.

შიგნით დამონტაჟებულია განათება და თერმომეტრი, რომელიც განკუთვნილია ტემპერატურის კონტროლისთვის. გარედან კი სტანდარტული, ორმაგი მინის მქონე კარი  აქვს.

გაზქურების მიმოხილვა

უპირატესობები:

  • არაჩვეულებრივი დიზაინი;
  • ავტომატური ანთება;
  • კომპლექტში შედის გრილი და შამფური;
  • გაზის სრული კონტროლის შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • ღუმელის გაწმენდა ხდება მხოლოდ ხელით;
  • შექმნილია გაზის მაღალი  წნევისთვის.

Ricci  ეს არის თურქული გაზქურა, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ დიდი  სამზარეულოსთვისაც კი.

De'Longhi PRO 965 GVW -  ელექტრო გრილითა და გაგრილების სისტემით

თანამედროვე სამზარეულოსთვის განკუთვნილი შესანიშნავი  გაზქურა, რომელიც დამზადებულია მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან. ზედა პანელის განლაგება თითქმის  წინა მოდელის იდენტურია.

გაზქურების მიმოხილვა

ღუმელის მოცულობაა 111 ლიტრი ამიტომ,  ელექტრო გრილი და შამფური  ადვილად თავსდება მასში. კაბინეტის გამორჩეული თვისება კი კარია, რადგან მისი შიდა მინა მოსახსნელია, რაც გაცილებით ამარტივებს გაზქურის დასუფთავებას.

უპირატესობები:

  • ელექტრული ანთების ფუნქცია;
  • გაზის კონტროლი;
  • ტაიმერის არსებობა;
  • ჩამონტაჟებული ვენტილიატორი ღუმელის გაგრილების ფუნქციით;
  • ფირფიტის გათბობის ფუნქცია.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი;
  • ღუმელის დასუფთავებისთვის მოგიწევთ ტრადიციული გზის გამოყენება.

საუკეთესო კომბინირებული გაზქურები  ელექტრო ღუმელით

Hotpoint-Ariston HT5GM4AF

ღუმელის შედარებით დაბალი ფასის მიუხედავად,  ჩვენს რეიტინგში თავისი ფუნქციურობისა და საიმედოობის გამო მოხვდა. გაზქურას აქვს 4 კლასიკური ქურა და ელექტრო ღუმელი გრილისა და კონვექციის ფუნქციით.

გაზქურების მიმოხილვა

ტექნიკის ზომებია 50x60x85 სმ, თუმცა მოცულობა საკმაოდ დიდია (60 ლიტრი). თავად პალატა აღჭურვილია თერმოსტატით. კარების მოხსნა და გამწნედა კი მარტივია, რომელიც დამატებით  დისკომფორტს არ შეგიქმნით.

უპირატესობები:

  • ელექტრო გრილი და კონვექცია;
  • ტაიმერის საათი;
  • ქურების ელექტრო ანთება;
  • კომპაქტური ზომები.

ნაკლოვანებები:

  • გაზქურის გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ ხელით;
  • მაქსიმალური გათბობა არ აღემატება +220 ° С-ს.

დამატებით სხვა ბრენდების მიერ წარმოებულ საუკეთესო მოდელების გაზქურებზე ინფორმაციას, გაეცანით ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

გაზქურა Oz OSMALL50X50B4G
გაზქურა Oz OSMALL50X50B4G
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
Regular price 1,299.00 ლარი 1,119 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
გაზქურა Oz OM 6040 IX
გაზქურა Oz OM 6040 IX
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი