საუკეთესო მოდელის გაზქურები
მიუხედავად ინტერიერის დიზაინისა და ოთახის ფართისა, გაზქურები ნებისმიერი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ტექნიკა ერთმანეთისგან ძირითადად ზომებით, აღჭურვილობითა და ღუმელის ტიპით განსხვავდება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გაზის, ასევე - ელექტრო ან კომბინირებული.
გაზქურების მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მათი მოდელების უსაფრთხოებასა და ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზეზით, გაზის ქურები აღჭურვილია თერმოელექტრული უსაფრთხოების სარქველებით, ხოლო ელექტრო ღუმელები - კონვექციის რეჟიმითა და პროგრამების დიდი რაოდენობით, რაც საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ნებისმიერი სირთულის კერძები.
გაზქურების ფართო ასორტიმენტი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტის მოდელები ზომისა და ფუნქციების გათვალისწინებით.
დღევანდელ ბლოგში, შემოგთავაზებთ საუკეთესო გაზქურების ჩამონათვალს და როგორც ყოველთვის, წარმოგიდგენთ მხოლოდ ხარისხიანსა და სანდო მოდელებს. ჩვენი რეკომენდაციები დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში, ხოლო აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დამატებით სხვა ბრენდისა და მოდელის გაზქურების ხილვა შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც.
Electrolux EKG 95010
მთავარი უპირატესობები:
- მაღალი სიმძლავრის მქონე ქურის წყალობით, შესაძლებელია თუნდაც დიდ ტაფებსა და ქვაბებში საჭმლის უფრო სწრაფად და თანაბრად მომზადება;
- გაზქურის 8 დონიანი გათბობის სისტემა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ შესაბამისი ტემპერატურა კონკრეტული საკვების მომზადებისთვის;
- ელექტროენერგიაზე მომუშავე ღუმელი და გაზის ქურები უზრუნველყოფს გაზქურის პრაქტიკულ და უსაფრთხო მუშაობას;
- ღუმელის შიგნით არსებული სპეციალური მინანქარი ჭუჭყისაგან ადვილად იწმინება. ასევე ძალიან გამძლეა მაღალი ტემპერატურის, ქიმიური და მექანიკური ზემოქმედების მიმართ;
- ჭურჭლის დასადები და ქურების თავები დამზადებულია თუჯისგან, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას და სხვადასხვა გარე დატვირთვებისადმი მეტ გამძლეობას.
GEFEST 6100-04
მთავარი უპირატესობები
- ცნობილი მწარმოებლის თანამედროვე მოდელი, რომლის უპირატესობებს შორის აღსანიშნავია გაზის სრული კონტროლი (როგორც ქურების, ასევე ღუმელის) და ელექტრო ანთება. მუშაობს გამორთვის ტაიმერი, რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ 5 განსხვავებული დროის ინტერვალით.
- გაზქურის თითოეული მასალები საკმაოდ მაღალხარისხიანია, ხოლო სითბოსადმი მდგრადი მინანქარი ფირფიტის მარტივად გაწმენდის შესაძლებლობას იძლევა. ჭურჭლის შესანახი უჯრები აღჭურვილია საიმედო მექანიზმებით, რომელიც გაღება-დაკეტვის დროს არ გამოსცემს უსიამოვნო ხმას.
უპირატესობები:
- GEFEST გაზქურა მუშაობს ძალიან კარგად;
- შესაძლებელია გაზის სრული კონტროლი;
- ქურები ინთება ელექტრო ღილაკებით;
- თითოეულ ქურას აქვს თავისი ტაიმერი;
- გათვალისწინებულია მოსახერხებელი პანელი.
მინუსები:
- კომპლექტში შედის მხოლოდ ერთი საცხობი ფირფიტა.
Hansa FCGW64022
მთავარი უპირატესობები
- მართვის მარტივი მბრუნავი სისტემა, საშუალებას გაძლევთ ზუსტად აკონტროლოთ ქურების ენერგია და შეინარჩუნოთ საჭირო ტემპერატურა კერძის მომზადების დროს;
- დიდი ზომის დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ზედაპირზე ერთდროულად განათავსოთ რამდენიმე ტაფა ან ქვაბი;
- ქვედა უჯრის არსებობა საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ქვაბები და ტაფები.
Hansa FCGA52109
მთავარი უპირატესობები:
- 50 სმ სიგანის მქონე გაზქურა კომპაქტური გამოსაყენებელია მცირე სამზარეულოებში ან აგარაკებში;
- მექანიკური ტაიმერი საშუალებას გაძლევთ ჩარევის გარეშე წარმართოთ მომზადების პროცესი, რაც მნიშვნელოვნად დაგიზოგავთ პირად დროს;
- გაზქურა Hansa აღჭურვილია ელექტრო ანთებით, რაც გამორიცხავს ასანთების ან სანთებლის მოძიებას;
- შიდა ღუმელი აღჭურვილია განათების სისტემით, რაც დამატებით კომფორტს ქმნის. აგრეთვე აქვს გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას;
- ფირფიტები დამზადებულია თუჯისგან, რომლებიც უპრობლემოდ უმკლავდებიან მაღალ ტემპერატურას.
გაზქურებისა და ელექტრო ღუმელების მოვლის თავისებურებებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს წინა ბლოგში.
პოპულარული მოდელები