გამათბობლები ბინისა და აგარაკითვის
ზამთარში სახლში დასვენების ხარისხი მეტწილად განისაზღვრება შენობაში არსებული კომფორტული მიკროკლიმატის შენარჩუნების შესაძლებლობით.
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით იმასთან დაკავშირებით, რომელი გამათბობელია უფრო ეკონომიური და მოსახერხებელი. ბლოგი ასევე დაგეხმარებათ იმაში, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი მოწყობილობის შეძენისას და არ გადაიხადოთ ზედმეტი ისეთ ფუნქციებში, რომლის გამოყენებასაც არ აპირებთ.
რომელი გამათბობელი ყველაზე მეტად შეფსაფერისი აგარაკისთვის?
აგარაკის ყველა მაცხოვრებელმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთრის ცივ დღეებში ოთახების სწრაფი გათბობა.
გამათბობელის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება გაზაფხულზე, შემოდგომის ცივი ამინდის მოახლოებასთანავე და ყინვების დაწყებამდე. ზოგჯერ ასეთი ცივი დღეების გადასატანად ძალიან მოსახერხებელია ელექტრო გამათბობლების გამოყენება.
თქვენ უბრალოდ უნდა დარწმუნდეთ, რომ გამათბობლის სიმძლავრე შეესაბამება თქვენი ელექტრო ქსელის მახასიათებლებს. ვინაიდან, ელექტრო ენერგის მდგომარეობა, პირდაპირ ახდენს გავლენას მოწყობილობებზე.
იმ შემთხვევაში, თუკი ელ. ენერგიის მიწოდება ხარვეზებით ხდება ან გაყვანილობები მოძველებულია, აუცილებლად გამოიჩინეთ ყურადღება უსაფრთხოების მხრივ.
შიდა ოთახებში ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი ტიპის გამათბობლები:- კონვექტორები;
- ინფრაწითელი;
- ზეთის გამათბობლები.
კონვექტორი გამათბობლები
ამ ტიპის ელექტრო მოწყობილობებს აქვთ გათბობის ელემენტები, რომლებიც თბება მაღალ ტემპერატურაზე. მუშაობის დროს ხდება ჰაერის მასების საკმარისად ინტენსიური ცირკულაცია, რაც იწვევს ოთახის სწრაფ გათბობას.
გამათბობლის საჭირო სიმძლავრე შეირჩევა მარტივი ფორმულის საფუძველზე: 1 კვტ გამაცხელებელი დაახლობით 10 მ² ოთახის ფართობს უმკლავდება. ნებისმიერი ცნობილი ბრენდის პროდუქტებში, ბუნებრივია ეს მაჩვენებლები ძალიან განსხვავებულია. გაითვალისწინეთ, რომ პარამეტრებისა და რეგულირების სისტემა, გამათბობლის მუშაობის განსხვავებულ პირობებთან ადაპტირების საშუალებას იძლევა.
მწარმოებლები გვთავაზობენ სხვადასხვა ფორმის და ზომის კონვექტორულ გამათბობლებს ამიტომ, არსებობს ვარიანტები, რომლებიც განკუთვნილია როგორც იატაკისთვის, ისე კედლისთვის.
თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ავტომატური შესაძლებლობებით, რომლებსაც შეუძლიათ: ერთი ტემპერატურის შენარჩუნება, კომფორტული ან ეკონომიური რეჟიმის უზრუნველყოფა და მომხმარებლის მიერ მითითებულ დროს, მოცემული პროგრამის ჩართვა-გამორთვა.
კონვექტორული გამათბობლების უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს კორპუსის სპეციალური დიზაინი, რომელიც იცავს მოწყობილობებს წყლის შეღწევისგან, გადახურებისგან და გადაბრუნებისგან.
დადებითი მახასიათებლები:
- ოთახის გათბობის მაღალი სიჩქარე;
- ეკონომიკური ოპერაცია;
- გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოება;
- ხმაურის ნაკლებობა და მავნე ნივთიერებების ემისია;
- მარტივი ინსტალაცია და გასაგები მართვა;
- მუშაობის რამდენიმე რეჟიმის არსებობა მითითებული ჰაერის ტემპერატურის ზუსტი შენარჩუნებით;
- განკუთვნილია არა მხოლოდ სტაციონარული ინსტალაციისთვის, არამედ შესაძლებელია სახლის გარშემო გადაადგილებაც;
- არ საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, უბრალოდ კორპუსი პერიოდულად უნდა გაწმინდოთ მტვრისგან.
მინუსები:
- გაზრდილი მოთხოვნები ელექტროგაყვანილობის საიმედოობის მიმართ;
- ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება.
და ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სახლის კონვექტორების არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთი გამათბობელი შექმნილია ერთი ოთახის გასათბობად. თუ რამდენიმე ოთახის გათბობა გჭირდებათ, მაშინ თითოეული ოთახისთვის თითო კონვექტორის შეძენა მოგიწევთ.
მარტივად გამოყენების მიზნით, სხვადასხვა ოთახში განლაგებული კონვექტორები შეიძლება გაერთიანდეს ერთ სისტემაში, ერთი მართვის ბლოკით. ამ გზით შეგიძლიათ სწრაფად და ზუსტად დაარეგულიროთ ტემპერატურა მთელ სახლში.
პოპულარული მოდელები