ელემენტზე მომუშავე დრელები
რადგან სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები მუდმივად გვჭირდება, ამიტომ ვაგრძელებთ ისევ ინფორმაციების მოწოდებას სხვადასხვა ინსტრუმენტზე, რომელიც გაგიმარტივებთ სამუშაო პროცესს სახლსა თუ ობიექტზე. დღეს უკაბელო დრელზე ვისაუბრებთ და ვეცდებით გარკვეული მოდელები თავიანთი მახასიათებლებით წარმოგიდგინოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული სამუშაოების შესრულებისას, დენის სადენებით მუშაობა ზოგჯერ მოუხერხებელია ამიტომ, რთულად მისადგომ ადგილებში, ბატარეაზე მომუშავე ხელსაწყოები უკეთესს დახმარებას გაგიწევთ. წარმოგიდგენთ რამოდენიმე საუკეთესო დაბალბიუჯეტიან უკაბელო, ბატარეაზე მომუშავე დრელს.
Hitachi DS10DAL
აღნიშნულ დრელს აქვს ყველა ის დადებითი მახასიათებელი, რაც გჭირდებათ სამუშაოების უპრობლემოდ შესასრულებლად, მაგრამ ერთადერთი მინუსი ელემენტების არჩევანია. აქვს შედარებით დაბალი ძაბვა (10.8 ვტზე) და მცირე სიმძლავრე (2 A * სთ). მეორეს მხრივ, უფრო ძლიერი ბატარეების არსებობის შემთხვევაში, იზრდება ინსტრუმენტის ფასიც. მიუხედავად იმისა, რომ დრელის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, აღჭურვილობით ნამდვილად არ ჩამოუვარდება მაღალფასიან მოდელებს. აქვს საკმაოდ მოსახერხებელი სახელური და აღჭურვილია საკეტით, რომელიც იაფიან მოდელებში იშვიათია.
ძირითადი უპირატესობები:
- კარგი ბრუნვის სიჩქარე;
- სიჩქარის შეცვლის ფუნქციები;
უარყოფითი:
- ძრავის სიმძლავრე სუსტია.
- მოდელი გამოსადეგია სახლის პირობებში და არ არის განკუთვნილი პროფესიონალური სამუშაოებისთვის.
Interskol DA-18ER
სახლის ნამდვილი ოსტატი, რომელიც დადებითი მახასითებლებით, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში შეგიძლიათ შეიძინოთ. აქვს 18 ვოლტიანი ელემენტი და სპეციალური ელექტრონული დაცვა გადატვირთვისგან.
ძირითადი უპირატესობები:
- ზუსტი სიჩქარის ცვლის ოპერაცია
უარყოფითი:
- ელემენტის დაბალი სიმძლავრე;
- უცნაური განათების სისტემა.
აქვე გირჩევთ თვალი გადაავლოთ საინტერესო ინფორმაციას დრელის შერჩევასთან დაკავშირებით
BLACK + DECKER
მძღოლები, რომლებიც პროფილაქტიკაში საბურავებთან მუშაობით არიან დაკავებულნი, BLACK + DECKER-ის სახრახნისიანი დრელი მათთვის ნამდვილად მარჯვენა ხელივითაა და სწორედ ამიტომაც, საკმაოდ დადებით შეფასებასაც იღებს იგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, დრელი, რომელიც არც ბრუნვის სიჩქარეს უჩივის და არც ძრავის სიმძლავრეს, სამწუხაროდ, საბურღი, ხრახნიანი თავებით დიდად ვერ დაიკვეხნის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ნაკრებს არ მოყვება მეორე ელემენტი. ამიტომ, ფასების სხვაობა სხვა დრელებთან შედარებით, ფაქტობრივად, ნაკლებია. ელემენტის სიმძლავრე - 1.5 A / 18 V-ია, ხოლო დატენვის დრო - 240 წთ.
ძირითადი უპირატესობები:
- რეზინის საყრდენები;
- ნაწილების მარტივად დაყენებისა და აწყობის ხარისხი.
უარყოფითი:
- კომპლექტში შედის მხოლოდ ერთი ელემენტი;
- ლითიუმ-იონური ბატარეის კვალობაზე, საკმაოდ ნელია.
მაღალი ბრუნვის მქონე დრელში, უარყოფით მხარედ უნდა ჩათვალოთ მათი ზომა და წონა. თუ თქვენ ეძებთ ხელსაწყოს, რომელიც მცირე წონიდან გამომდინარე, ერთი ხელით მუშაობისთვის მოსახერხებელია, იცოდეთ, რომ Makita-ს მოდელები არის ზედმეტად მძიმე.
ძირითადი უპირატესობები:
- დიდი ბრუნვის სიჩქარე;
- უხეში ძრავა;
- გადახურების შემთხვევაში გამაფრთხილებელი სიგნალი.
უარყოფითი:
- ზომა და წონა;
- არ აქვს სამსიჩქარიანი ძრავა.
ასევე გთავაზობთ, თვალი გადაავლოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ დრელის სხვადასხვა მოდელს, ხოლო შეძენის შემთხვევაში, ისარგებლოთ განვადების უმარტივესი პირობებით.
DeWALT DCD996P2
მთელი თავისი შემადგენლობით, ეს მოდელი ყველაზე ძლიერია, რადგან აღჭურვილია ისეთი მახასიათებლებით, როგორც პროფესიონალურ ინსტრუმენტს შეესაბამება. ძრავა შეფასებულია 820 ვტ-ით, რომელიც ექსტრემალურ რეჟიმში მუშაობისას, თავისი შესაძლებლობით, იდეალურ კონკურენციას უწევს სხვა ბრენდის მოდელებს. DeValt-ის „რთული“ რეჟიმი საშუალებას გაძლევთ გააძლიეროთ მუშაობის სიჩქარე. ძრავა მუშაობს სამი სიჩქარის რეჟიმზე, რომლის დამსახურებითაც, მის კონკურენტ მოდელს - მაკიტას მნიშვნელოვნად უკან იტოვებს. ბურღვისას არ არის აუცილებელი ზედმეტი ძალდატანება, ვინაიდან, განკუთვნილი სიჩქარე საკმარისია ხრახნების დასამონტაჟებლად ან მოსახსნელად.
ძირითადი უპირატესობები:
- სამსიჩქარიანი ძრავა;
- უხეში ძრავა;
- ხელში სამუშაოდ კომფორტულია;
- აქვს კარგი წონის განაწილება;
- განათება.
DeWALT DCD791P2
DeWALT-ი ისევ რეიტინგის სათავეშია, მაგრამ ახლა ოდნავ განსხვავებული მოდელით. მოკლედ, თუ არ გჭირდებათ შოკის რეჟიმი და ამავე დროს, დრელის ნაკლები წონაც თქვენთვის უფრო მისაღებია, აუცილებლად გადახედეთ ამ მოდელს. DeWALT-ის ეს ხრახნიანი დრელი, რომლის წონა მხოლოდ 1.7 კგ-ია, გამოირჩევა მაქსიმალური ბრუნვის - 70 ნიუტონის სიჩქარით. სხვა მხრივ, წინა მოდელის დიზაინი ამ შემთხვევაში მეორდება, მათ შორის LED განათებაც, რომელსაც შეუძლია მაღალი სიკაშკაშის რეჟიმზე გადასვლა. მაგალითად, თუ რაიმეს დაკარგავთ, დრელის ფანარი აუცილებლად გამოდგებათ.
ძირითადი უპირატესობები:
- კომპაქტური ზომა შესანიშნავი ბრუნვის წყალობით;
- ლითონის გადაცემათა კოლოფი;
- კარგი ავტონომია;
- ორი ელემენტი;
- დამტენი;
- ყუთი.
Metabo BS 18
Metabo კონკურენტებთან მიმართებაში უპირატეობებით დიდად ვერ გამოირჩევა. მაქსიმალური ბრუნვის რაოდენობა აქ მხოლოდ 50 ნიუტონია. თუმცა, ამის მიუხედავად, ხრახნიანი აპარატი მშვენივრად უმკლავდება დაკისრებულ ვალდებულებებს. დრელს კომპლექტში მოყვება დამტენი და ორი ბატარეა. მართალია, ბატარეების მუშაობის ხანგრძლივობა არცთუ დიდია, მაგრამ სამაგიეროდ, იმდენად მოსახერხებელია დრელი თავისი წონით, რომ კომფორტის მხრივ, ეს ნამდვილად პლუსია. მოწყობილობა იდეალურად ზის ხელში, ხოლო ვაზნა საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
ძირითადი უპირატესობები:
- კომფორტულია მუშაობის პროცესში;
- ნაკლები წონა;
უარყოფითი:
- ელემენტის სიმცირე.
იმ შემთხვევაში, თუკი სურვილი გაქვთ, შეიძინოთ დრელის ნებისმიერი მოდელი, ჩვენი ონლაინ მაღაზია ყოველთვის მზად არის, შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული განვადების პირობები. ონლაინ საბანკო განვადების პროცედურები ისურვეზე უმარტივესია და საკმარისია მხოლოდ 2 ველის შევსება პროდუქციის გვერდზე. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით.
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები