როგორ შევარჩიოთ დრელი?

მიუხედავად იმისა, რომ დრელი ანუ ელექტრო ბურღი ზოგადად არა ინტერნეტ პროდუქტად მიიჩნეოდა და მიღებული გახლდათ, რომ მისი ყიდვა შოურუმებში, <ელიავაზე> ან სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში უნდა მომხდარიყო, ბოლო დროს, ის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად DIY პროდუქტად იქცა ინტერნეტში.

როგორ შევარჩიოთ დრელი?

პირველ რიგში განვიხილოთ ბრენდები, რომლებსაც isurve.ge გთავაზობთ ამ მიმართულებით.

საუკეთესო არჩევანი, როცა დრელის ყიდვა გსურთ:

  • Crown - ყველა ტიპის ბურღი, სხვადასხვა სიმძლავრითა და ფუნქციონალით, შვეიცარიული ხარისხი ექსკლუზიურ ფასად;
  • Ingco - ჩინეთში წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი საქართველოში;
  • Makita - იაპონური ბურღები, როგორც კაბელით, ისე კაბელის გარეშე - ბატარებაზე მომუშავე;
  • Dewalt - გერმანული პრემიუმ ხარისხის ხელსაწყოები, თვისობრივად განსხვავებული, ყველასგან გამორჩეული ფუნქციონალით, მათ შორის კუთხისა და მიუდგომელი ადგილებისთვის და ა.შ.
  • Hitachi, Total და ა.შ - წამყვანი ჩინური ბრენდები საკმაოდ ფართო ასორტიმენტით.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ბურღის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ

წარმოგიდგენთ ყველა ძირითად ფაქტორს, რომლებზე ყურადღების გამახვილებაც იმის გარანტიაა, რომ საუკეთესო ხარისხის დრელს ყიდულობთ, ოპტიმალურ ფასად:

  • აქვს თუ არა დარტყმის (ე.წ <ჩაქუჩის>) ფუნქცია
  • რამდენ ვატიანია
  • რამდენ სიჩქარიანია, აქვს თუ არა მისი რეგულირების შესაძლებლობა
  • როგორია ბრუნვების რიცხვი წუთში
  • მოყვება თუ არა ბურღის პირები და მსგავსი სასარგებლო აქსესუარები კომპლექტაციაში
  • არის თუ არა აქციაში, ანუ მოქმედებს თუ არა ფასდაკლება ან რაიმე განსაკუთრებული შეთავაზება ყიდვაზე
  • რომელი ბრენდის პროდუქციაა
  • რამდენ წლიანი გარანტიით შეგიძლიათ ისარგებლოთ
  • მოყვება თუ არა ყუთი (ჩემოდანი)
  • როგორია განვადების პირობები
  • და ასევე, რამდენად დადებითია მომხმარებელთა გამოხმაურება კონკრეტულ მოდელზე.

 ამ ფაქტორების მნიშვნელობა:

ჩაქუჩის ფუნქციის მქონე ბურღები ბევრად უფრო მძლავრია და ფართო გამოყენება აქვს;

სიმძლავრე, ანუ ვატი ცხადია მნიშვნელოვანია. რაც უფრო ხშირად გეგმავთ მის გამოყენებას, სასურველია მით უფრო მძლავრი შეიძინოთ;

სიჩქარეების ცვალებადობა მას კიდევ უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს

ნებისმიერი დამატებითი აქსესუარი ხარჯებს თავიდან აგარიდებთ და შენაძენს კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის;

აქციები და ფასდაკლებები დრელზე საკმაოდ ხშირად გვაქვს ჩვენც და სხვა მაღაზიებსაც. ეს მისი იაფად ყიდვის ძალიან კარგი საშუალებაა და გირჩევთ, აუცილებლად გადახედოთ სპეციალურ შეთავაზებებს. მაგალითად, ის შეიძლება საჩუქრად შეგხვდეთ ხელსაწყოების ნაკრებთან ერთად და ა.შ.

ბრენდი და გარანტია რა თქმა უნდა ხარისხის მთავარი განმსაზღვრელია, ყოველთვის ჯობს ბაზარზე კარგად დამკვიდრებულ, ასე ვთქვათ <ნაცად> მწარმოებელს ენდოთ.

პოპულარული მოდელები

ელ. ბურღი, დარტყმითი 0-2800ბრ/წთ 1010ვტ Total TG111136
ელ. ბურღი, დარტყმითი 0-2800ბრ/წთ 1010ვტ Total TG111136
Regular price 199.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ელ. დარტყმითი ბურღი TOTAL TG1081316
ელ. დარტყმითი ბურღი TOTAL TG1081316
Regular price 129.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
დარტყმითი დრელი Raider RD-ID45 750W
დარტყმითი დრელი Raider RD-ID45 750W
Regular price 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხრახნდამჭერი INGCO CDLI12415
ხრახნდამჭერი INGCO CDLI12415
Regular price 99.00 ლარი 89 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი