ხელსაწყოების ნაკრები და ლობზიკი - DIY ბაზრის მოკლე მიმოხილვა საქართველოში
DIY (ინგლისური აბრევიატურა ფრაზისა Do it yourself ანუ <გააკეთე შენთვითონ>) მსოფლიოს წამყვანი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების მაღაზიების ძირითადი მიმართულებაა და მისი მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება.
ამ სფეროს გიგანტები, Amazon.com, HomeDepot და Ebay სულ უფრო და უფრო დიდ არჩევანს სთავაზობენ მომხმარებელს და ზოგადად, ბურღების, კუთხსახეხების, ხერხების, ლობზიკების და ა.შ. სახლისთვის შეძენა ერთგვარ თრენდად იქცა მთელ მსოფლიოში.
ეს მიმართულება განსაკუთრებით აქტიურია ქართულ ინტერნეტ მაღაზიებშიც. როგორც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერის, isurve.ge-ს მენეჯერები ამბობენ, ხელსაწყოების ნაკრები განვადებით ან საბარათე გადახდით შეძენილ ნივთებს შორის ერთ-ერთი ლიდერია და მოთხოვნაც ძალიან მზარდია.
აღნიშნული პროდუქტის ასორტიმენტს მაღაზიებში ძირითადად გერმანული, ჩინური და ტაივანური ნაკრებები წარმოადგენს და ხელის ინსტრუმენტების ფასებიც სწორედ ხარისხისა და შემადგენლობით (იმის მიხედვით, თუ რამდენ ნაჭრიანია) განისაზღვრება.
ხელსაწყოების ნაკრების ძირითადი მომწოდებლები
საქართველოში ბაზრის ძირითადი ნაწილი ხელსაწყოების ნაკრების მიმართულებით რამდენიმე წამყვან ბრენდს უჭირავს, კერძოდ:
- Mannesmann - გერმანული ხელსაწყოები, ამ სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში, 215-იანი სრული შემადგენლობის მქონე თავაკების ნაკრებით.
- Toptul - უმაღლესი ხარისხის ტაივანური ხელსაწყოების და ავტო ინსტრუმენტების მწარმოებელი, ყველაზე ფართო ასორტიმენტით, შედარებით ძვირი თუმცა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ხელსაწყოებით, მათ შორის ყველაზე გამძლე გალოვკების ნაბორი.
- Schpindel - გერმანული ქრომირებული ვანადიუმის მასალით დამზადებული ასევე ძალიან გამძლე და ფართოდ გავრცელებული პროდუქტებით, წარმოდგენილი როგორც 94-იან, ისე 215-იან კომპლექტაციაში.
- Selta - კიდევ ერთი ტაივანური ბრენდი, ასევე ქრომირებული ვანადიუმის ხელსაწყოების დიდი არჩევნით, რომელიც ყველა ზომის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, 94, 108, 130, 150 და 215 ნაჭრიანი კომპლექტების ჩათვლით.
- Yato და Shtor - შესაბამისად, პოლონური და ჩინური წარმოების ხელსაწყოები, ფასთა შორის ლოგიკური სხვაობით, თუმცა იდენტური კომბინაციებით და საკმაოდ მაღალი ხარისხით, განსაკუთრებით პირველის შემთხვევაში. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, რომელთა რიცხვიც დაახლოებით 10-მდეა, მათი უმეტესობა ჩინეთშია აწყობილი და ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მათი შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვიტოთ, თუ არა ინტენსიურ გამოყენებას აპირებთ.
მუდმივი მოხმარების დროს, ექსპერტები გვირჩევენ არჩევანი რომელიმე ზემოთ მოყვანილ ბრენდზე შეაჩეროთ.
ხელსაწყოების ნაკრებების ფასი 100 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს, კომპლექტაციის, ხარისხის და მწარმოებელი ბრენდის მიხედვით. ზოგადად, რაც უფრო ძვირია ნაკრები, მით უფრო მაღალი ხარისხისაა და უფრო მეტ ნაჭერს შეიცავს, რაც მას მრავალმხრივ გამოყენებადს ქმნის და განსაკუთრებით მანქანის ხელოსნებისთვის ძალიან საჭირო ატრიბუტია.
როგორ შევარჩიოთ ლობზიკი?
გადავიდეთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხელის ელექტრო ინსტრუმენტზე, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ხის მასალაზე მომუშავე ხელოსნებს ან ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანს შორის სარგებლობს.
ბეწვა ხერხი, ან ე.წ <ლობზიკი> ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ხელსაწყოა, თუმცა ცხადია, არჩევანის გაკეთება მახასიათებლების და გამოყენების სიმარტივის, ასევე შეფასებების მიხედვით ძალიან მნიშვნელოვანია.
ბაზარზე წარმოდგენილია იაპონური Makita-სა და Hitachi-ს, ასევე შვეცარიული Crown-ის, გერმანული Bosch-ისა და ჩინური Total-ის პროდუქცია. რა თქმა უნდა, გვხვდება სხვა ბრენდებიც, მაგრამ ჩვენ მხედველობაში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მწარმოებლების სია შემოგთავაზეთ.
ძირითად მახასიათებლებს შორის გასათვალისწინებელია სიმძლავრე, ბრუნვის სიჩქარე, ფოლადში და ხეში ჭრის სიღრმე, ასევე ალუმინის მასალასთან მუშაობის შესაძლებლობა (სიღრმე) და დახრის კუთხე.
საშუალოდ, ბეწვა ხერხის ფასი 250 ლარი გახლავთ და წარმოდგენილია 150-დან 400 ლარამდე საფასო სეგმენტში განვადებით ან პირდაპირ ყიდვის შემთხვევაში.