ჩასაშენებელი გაზქურების მიმოხილვა-აუცილებლად გასათვალისწინებელი ნიუანსები შერჩევისას

სამზარეულოში სიმშვიდე იწყება სწორი ტექნიკის შერჩევით, ხოლო გაზქურა სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.

დიასახლისებისთვის კარგი გაზქურის შერჩევა ადვილი  პროცესი არ არის. ამიტომ, დღევანდელ ბლოგში გთავაზობთ საუკეთესო ჩასაშენებელი გაზქურების შეფასებას და რეკომენდაციებს,  რომლებიც დაგეხმარებათ ოპტიმალური მოდელის შერჩევაში.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ტექნიკის შერჩევის დროს?

გაზის პანელის შეძენისას საჭიროა ყურადღება გაამახვილოთ იმ მთავარ კრიტერიუმებზე, რომლითაც ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ჩასაშენებელი გაზქურების მიმოხილვა-აუცილებლად გასათვალისწინებელი ნიუანსები შერჩევისას

სამუშაო ზედაპირის მასალა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, რადგან არსებობს პანელები, რომელთა ზედაპირი დაფარულია:

  • მინანქარით (უმარტივესი და იაფი მოდელები, რომლებიც მოსახერხებელი გამოსაყენებელია);
  • უჟანგავი ფოლადით (უფრო თანამედროვე, გარეგნულად მყარი, მაგრამ სწრაფად დაბინძურდებადი, რომელიც საჭიროებს მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალებებით გარეცხვას);
  • მინა კერამიკით (მტკიცე და ლამაზი დიზაინი ამ ტიპის საფარის მთავარი უპირატესობაა);
  • თუჯით.

მწარმოებლების რეიტინგი

საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე რამდენიმე მწარმოებელია: Electrolux, Bosch,  Samsung, Gorenje, Hotpoint-Ariston, GEFEST და Weissgauff. აღნიშნული ბრენდის სამზარეულო ტექნიკა  კი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის isurve.ge საიტზეც.

Weissgauff HGG 641 XH

Weissgauff გაზქურა ჩვენი რეიტინგის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და წარმოდგენილია თუჯის გისოსებით.

მოწყობილობას აქვს გაზის კონტროლის ფუნქცია, ხოლო დიზაინის თვალსაზრისით, ძალიან დახვეწილია რის გამოც, თითქმის ნებისმიერ სამზარეულოს მოერგება.

ჩასაშენებელი გაზქურების მიმოხილვა-აუცილებლად გასათვალისწინებელი ნიუანსები შერჩევისას

მიმოხილვების მიხედვით, აქვს შემდეგი უპირატესობები:

  • შესანიშნავად თავსდება ნებისმიერ ინტერიერში;
  • თუჯი - მარტივად საწმენდი მასალა, რომელიც დიდხანს ძლებს;
  • ოპტიმალური ფასი.

ნაკლოვანებები:

  • უჟანგავ ფოლადზე ძალიან მარტივად ამჩნდება ნათითურები, ხოლო  ცხიმის წვეთები უფრო თვალსაჩინოა;
  • ცუდი მასალა, რისგანაც მზადდება პანელი - დროთა განმავლობაში მასზე ბზარები ჩნდება;
  • გამყიდველები აქცენტს აკეთებენ გერმანულ ხარისხზე, მაგრამ რეალურად, ისინი დამზადებულია ჩინეთში.

Bosch PCH 615 B90E

Bosch გაზქურის  მოდელი - PCH 615 B90E  დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და პრაქტიკულად - არანაირი ნაკლი არ აქვს.

ჩასაშენებელი გაზქურების მიმოხილვა-აუცილებლად გასათვალისწინებელი ნიუანსები შერჩევისას

უპირატესობები:

  • გაზის კონტროლის ფუნქცია და ელექტრო ანთება;
  • არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო ფუნქცია;
  • სპეციალური სარეცხი საშუალებით, ჭუჭყი ადვილად იწმინდება;
  • მუშაობის რეჟიმში, საკონტროლო ღილაკები არ თბება;
  • გაზის მისაწოდებელი ღილაკების გლუვი როტაცია.

ნაკლოვანებები:

  • მცირე ზომის ქვაბები და ტაფები არასტაბილურად თავსდება ზედაპირზე, რადგან  თუჯის ნაწილებს შორის ძალიან დიდი მანძილია;
  • ზოგიერთ მყიდველს გაუჭირდა სარეცხი საშუალების პოვნა - იაფიანი საწმენდი საშუალებები ტოვებენ ნიშნებს, რომლებიც ზედაპირზე ჭუჭყს ბოლომდე ვერ აშორებენ.

MAUNFELD MGHG 64 17 I

გაზის კონტროლი, ელექტრო ანთება, კლასიკური დიზაინი და მინის საფარი - პანელის ყველა უპირატესობა გაერთიანებულია ერთ მოდელში.

უპირატესობები:

  • კომფორტული ლითონის სახელურები;
  • მოდელის ლამაზი დიზაინი, წარმოდგენილია კრემისფერ ფერში;
  • სხვადასხვა სიმძლავრის და ზომის ქურები;
  • ჩასაშენებელი ტიპის გაზქურა.

Samsung და Gefest გაზქურების შედარება იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
გაზქურა BEKO FSE 63320 DX Superia
Regular price 1,299.00 ლარი 1,119 ლარი / თვეში 60 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 4 წელი
გაზქურა Oz OM 6040 IX
გაზქურა Oz OM 6040 IX
Regular price 799.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OG 5040 W
გაზქურა Oz OG 5040 W
Regular price 519 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OE-5040 BL
გაზქურა Oz OE-5040 BL
Regular price 529 ლარი / თვეში 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი