Samsung და Gefest გაზქურების შედარება

ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან პოპულარული გახდა ჩასაშენებელი გაზქურები ან პანელის ტიპის, რომელთა განთავსება შესაძლებელია სამზარეულოს ზედაპირზე.

ჩასაშენებელი პანელების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია ისურვეს ბლოგებში და ხშირად განგვიხილავს ისეთი გაზქურებიც, რომლებსაც სხვადასხვა რაოდენობის ქურები აქვთ.  ჩვენს მიერ წარმოდგენილი მოდელები ეკუთვნის ცნობილ ბრენდებს და გამონაკლისი არც დღევანდელი ბლოგია, სადაც მიმოვიხილავთ Samsung და Gefest გაზქურებს.

Samsung NA64H3010CK

ლამაზი გაზქურა კორეელი მწარმოებლისგან, რომელსაც ფოლადის ფუძის ნაცვლად, შუშის ზედაპირი აქვს, რაც მას  კონკურენტი მოდელებისგან გამოარჩევს.

ასეთი გაზის პანელი შესაფერისია წესრიგის მოყვარული ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ შექმნან მყუდრო ინტერიერის დიზაინი სამზარეულოში.

მინის ზედაპირი და ლითონის კონცენტრატორები ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

Samsung და Gefest გაზქურების შედარება

დადებითი:

  • ქურები განთავსებულია მოხერხებულად რის გამოც, კერძის მომზადება შესაძლებელია ერთდროულად ოთხივე მათგანზე, რაც ხელს არ უშლის ქვაბების ერთმანეთთან განლაგებას;
  • კონცენტრატორები უჟანგავი ფოლადისაა, ამიტომ ისინი დიდხანს, უპრობლემოდ მუშაობენ და არც გაიბზარება;
  • ელექტრონული ანთება ხდება ჩამრთველის წყალობით;
  • ქურების გასაგები მართვა.

მინუსები:

  • გაზქურის გაწმენდის შემდეგ, სარეცხის ზოლები მინაზე რჩება;
  • ჭურჭლიდან გადმოსული საკვები გროვდება თუჯის გისოსებზე და ნახშირბადის სქელ ფენად იქცევა;
  • დიდი სიფრთხილეა საჭირო იმ დროს, როდესაც გისოსზე მძიმე ტაფას ან ქვაბს მოათავსებთ, რადგან გაზრდილი დატვირთვის ფონზე შესაძლოა მინა გაიბზაროს;
  • ელექტრო ანთების დასაკავშირებლად მავთული მოკლეა - ბუდე უნდა იყოს პანელიდან 1 მეტრის დაშორებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ დამაგრძელებლის გამოყენება.

Gefest CH 1211 K30

ეს არის ბელორუსული წარმოების პრაქტიკული გაზქურა, რომელიც გამოირჩევა გვერდით დამონტაჟებული კონცენტრატორებით. ზედაპირი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და ადვილად იწმინდება ცხიმისგან.

Samsung და Gefest გაზქურების შედარება

დადებითი:

  • ძალიან ადვილია გაწმენდა;
  • ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი გაზქურაა ამ კატეგორიის სამზარეულო ტექნიკის  ნორმალურ მწარმოებლებს შორის;
  • სახელურების გვერდითი განლაგება ართულებს ბავშვების ხელმისაწვდომობას;
  • ალი არა მხოლოდ ავტომატურად ინთდება, არამედ ფიქსირდება კიდეც;
  • ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, გაზი ავტომატურად ითიშება;
  • გისოსების უხეში ზედაპირი ხელს უშლის ემალირებული ჭურჭლის ჩამოვარდნას;
  • ყველაზე დიდი ქურა კიდესთანაა, ასე რომ უზარმაზარ ტაფაშიც კი საჭმლის მომზადება დისკომფორტს არ შეგიქმნით;
  • ზედაპირის გამოყენების ხანგრძლივობა - ზედა ფენა არასდროს დაიბზარება.

მინუსები:

  • გაზქურის დიდ ქურაზე ძლიერი ჭუჭლის მოთავსების შემთხვევაში, იგი გამოსცემს ხმას;
  • დიდი სიცარიელე თუჯის გისოსებს შორის - თუ მასზე  პატარა ქვაბს მოათავსებთ, შეიძლება  გადატრიალდეს;
  • პანელის დამონტაჟება შესაძლებელია სამზარეულოს მხოლოდ შუა ან მარცხენა კუთხეში;
  • თუ მარჯვენა უკანა ქურაზე ალს მაქსიმალურად აწევთ და მასზე ფართოფსკერიან ჭურჭელს განათავსეთ, იცოდეთ, რომ ხანძრის დიდი შანსია;
  • როდესაც ქურები სველია, საჭიროა მათი სრული გაშრობა. სხვა გზით, მოწყობილობა არ ჩაირთვება და მოგიწევთ ლოდინი.

იაფიანი გაზქურების Bosch-სა და  Weissgauff-ის მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

გაზქურა Oz OE-5040 IX
გაზქურა Oz OE-5040 IX
Regular price 599.00 ლარი 549 ლარი / თვეში 30 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა Oz OE 5040 W
გაზქურა Oz OE 5040 W
Regular price 549.00 ლარი 489 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
გაზქურა BEKO FBGT62110DXO
გაზქურა BEKO FBGT62110DXO
Regular price 1,299.00 ლარი 1,069 ლარი / თვეში 58 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 4 წელი