ბლენდერის სახეობები და გასათვალისწინებელი ფაქტორები
თუ ადამიანების იმ კატეგორიას განეკუთვნებით, ვისაც დღის დაწყება ენერგიით სავსე გემრიელი ხილის smoothie-ით უყვარს ან დრო და დრო, მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური კოქტეილის დალევა და დროის სასიამოვნოდ გატარება, მაშინ ბლენდერი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.
ამ ტექნიკის დახმარებით აღარ მოგიწევთ კოქტეილის ხელით ნჯღრევა ან გათქვეფა. ეს ინოვაციური გამოგონება თქვენს ცხოვრებას გაადვილებს.
სანამ ბლენდერი გაინტერესებთ და მისი ყიდვა საბოლოოდ გადაგიწყვეტავთ, მოდით უკეთ გავერკვეთ ამ დანადგარში.
ბლენდერის სახეობები
დღესდღეობით, უამრავი ტიპის ხელის ბლენდერი არსებობს. ეს კარგია, რადგან უკეთესად შეძლებთ სასურველის არჩევას, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება ცოტა დამაბნეველიც იყოს.
იმისათვის, რომ თქვენი საჭიროებებისთვის გათვლილი ბლენდერი შეიძინოთ, ჯერ უნდა გაერკვეთ მის სახეობებში.
პრიმიტიული ბლენდერი
იმ შემთხვევაში თუ ხილის მიქსისა და სასმელის მომზადება მხოლოდ თქვენთვის გიწევთ, მაშინ ეს სახეობა სწორი არჩევანია.
ეს ბლენდერები არა მხოლოდ მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელია, არამედ თითქმის არ საჭიროებს დასუფთავებას.
ერთჯერადი ბლენდერით, შეგიძლიათ პირდაპირ დალიოთ ერთი და იგივე ჭიქიდან, ზედმეტი დასარეცხი ჭურჭლის დაგროვების გარეშე.
ამით კი თავისთავად, დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც.
Smoothie ბლენდერი
ამ ტიპის ბლენდერები არის მაღალსიჩქარიანი, რომელსაც, როგორც წესი, აქვს მრავალი პარამეტრი ყველა თქვენი საჭიროებისთვის.
ეს ბლენდერები განკუთვნილია ყინულის crushinig-ის მაქსიმალური შესაძლებლობების მისაღებად, რაც ნებისმიერი smoothie-ის მოყვარულისთვის სასურველს ხდის.
მძლავრი საკვების ბლენდერი
თუ მოგწონთ სმუთი ბლენდერის პრინციპი და მისი შესაძლებლობები, მაგრამ გინდათ შედარებით უფრო მძლავრი საშუალება, მაშინ ეს სახეობა თქვენთვისაა.
ამ ბლენდერს აქვს სმუთის ყველა ფუნქცია და ასევე შეუძლია სხვადასხვა სახის საკვების დაჭრა, დაფქვა და გასუფთავება.
პროფესიონალური ბლენდერი
პროფესიონალური ბლენდერი შექმნილია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებისა და მძლავრი მოტორისაგან. შესაბამისად, ფასიც, უფრო მაღალია.
თუ ეძებთ მოწყობილობას, რომელსაც აქვს სტანდარტული ბლენდერის ყველა შესაძლებლობა და ასევე, თვითონვე შეუძლია მომზადება და გასუფთავება, მაშინ ეს ბლენდერი თქვენთვის ზედგამოჭრილია.
საყრდენი ბლენდერი
ასევე, ცნობილია, როგორც ხელის ბლენდერი, რომელსაც აქვს გრძელი ტარი და საჭრელი პირები. ეს კომპაქტური საშუალება გამიზნულია კონტეინერში სამუშაოდ, რომ ყველა შიგთავსი ერთად შეურიოთ.
მის უპირატესობებს ემატება უკაბელო ვერსია, რომელიც ძალიან მოსახერხებელია მგზავრობისთვის.
შეძენის სახელმძღვანელო
ახლა, როდესაც უკვე იცით ყველა სახის ბლენდერის შესახებ, უნდა იფიქროთ თქვენს პირად მოთხოვნილებებსა და ასევე, იმაზე თუ რაში აპირებთ ბლენდერის გამოყენებას.
სანამ მაღაზიაში მიხვალთ ან ინტერნეტში დაიწყებთ ძიებას, უმჯობესი იქნება თუ გაერკვევით რამდენიმე საკითხში.
ზომა
როგორც მოგეხსენებათ, ბლენდერები სხვადასხვა ზომის გვხვდება, ამიტომ სახლისთვის შესაფერისი არჩევანის გაკეთება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
თუ თქვენ არ აპირებთ ბლენდერის ხშირ და დატვირთულ გამოყენებას, მაშინ პრიმიტიული ბლენდერი ან საყრდენი ბლენდერი შეიძლება თქვენთვის საუკეთესო აღმოჩნდეს.
მეორეს მხრივ, თუ თქვენ ხართ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად ამზადებს საჭმელს, მაშინ პროფესიონალური ბლენდერი ან საკვების მძლავრი ბლენდერი საუკეთესოდ დაგეხმარებათ.
სიჩქარე და ძალა
ბლენდერის არჩევის საკითხში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის სიჩქარესა და ძალას.
თუ თქვენ სტანდარტული სახის მსუბუქ საქმეებში აპირებთ მის გამოყენებას, მაშინ არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ 3-დან 10 სიჩქარემდე. რაც შეეხება ძალას, 500 ვტ საკმარისია ნორმალური გამოყენებისთვის.
პოპულარული მოდელები