ბლენდერის ისტორია
არ მეგულება სამზარეულო, სადაც ჩვენთვის, ყველასთვის, კარგად ცნობილი ბლენდერი არ იდგეს. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს საყვარელი ხელსაწყო ერთხელ მაინც არ გამოეყენებინოს, თითქოს ყველას გვიყვარს დილას ჯანსაღი ხილისგან მომზადებული ფრეში, ჩვენთვის ყველაზე საყვარელი სასმელების მიქსი.
ზოგი დიასახლისი მას ბაჟის გასაკეთებლადაც კი იყენებს (მათი საქმეა), მაგრამ მაინც არ ვიცით მისი ისტორია, საიდან მოდის და ვისი შთამომავალია. ვიცი, ვიცი, ერთი სული გაქვთ როდის გაიგებთ ბლენდერის წარსულის შესახებ, მოდი, მეც ბევრს არ გავაჭიანურებ და მოგიყვებით მის შესახებ.
დაბადება და ადრეული წლები
ბლენდერი დაიბადა 1922 წელს, უისკონსის შტატში, რასინში, ღარიბი ინჟინრის და არქიტექტორის Stephen Poplawski-ის ოჯახში. სტეფენ პოპლავსკი იყო პირველი ვინც მბრუნავი დანა კონტეინერის ძირს მიამაგრა და მსოფლიოში პირველ ბლენდერს შთაბერა სული.
ბლენდერს ადრეული ასაკიდანვე უწინასწარმეტყველებდნენ წარმატებას, მისი უნარები აკვირვებდა, როგორც დიასახლისებს, ისე ბარმენებს. ხელსაწყოს ამერიკაში, როგორც Blender ისე მოიხსენიებდნენ ხოლო ბრიტანეთში-Liquidizer, თუმცა ვინ იცოდა, რომ პატარა ბლენდერი იყო დანადგარი, რომელსაც წინ საშიში და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ელოდა :)
ვორინგის ბლენდერი
მას ჯერ მისალმებაც კი არ ჰქონდა დამთავრებული სამყაროსთან, რომ 1933 წელს ახალგაზრდა ბლენდერი და მისი დიზაინი, მამას, ბიზნესმენმა ფრედ ოსიუსმა წაართვა და მისი მეშვეობით სახელის მოხვეჭა სცადა.
წარმატების ძიებაში ბიზნესმენს ფინანსები შემოაკლდა და დახმარება ფრედ ვორნინგს თხოვა, ვორნინგმა ოსიუსის ბოროტი გეგმის შესახებ არ იცოდა და გულკეთილად გაუწოდა დახმარების ხელი.
წლები გადიოდა და ბლენდერი ისევ ოსიუსის ტყვეობაში რჩებოდა. ბიზნესმენისა, რომელმაც არც კი იცოდა როგორ გაეხადა ბლენდერი ან და მისი თავი წარმატებული. ვორინგი რაღაცას ეჭვობდა, საბოლოოდ კი მიხვდა, რომ ბლენდერი ოსიუსის ტყვეობში იყო.
ამ საქციელით შეშფოთებულმა და გაბრაზებულმა ვორინგმა გამოსტაცა ოსიუს ბლენდერი და ხელსაწყოს ცხოვრებაში პირველად, ახალი დიზაინით, 1937 წელს, ჩიკაგოს ნაციონალური რესტორნების შოუში, საზოგადოებას მისი ნამდვილი შესაძლებლობები დაანახა, რის შემდეგაც ხელსაწყოს საოცარი მიქსერის (Miracle Mixer) სახელით იცნობენ.
ასე, რომ ჩემო მეგობრებო, თუკი ოდესმე მაღაზიებში, საიტებზე, სამზარეულოში თვალს მოკრავთ თითქოს და შეუმჩნევლად მდგარ ბლენდერს, იცოდეთ ვინ არის, საიდან მოდის, რამდენი ტანჯვა და სირთულე აქვს გადატანილი, მაგრამ მაინც როგორ მედიდურად და ამაყად მიაბიჯებდა ცხოვრების უსწორმასწორო გზაზე, რათა თქვენთვის ცხოვრება გაეიოლებინა.
ხოლო თუ მისი შერჩევაც დაგჭირდებათ, გადახედეთ ჩვენს პოსტსაც, სახელწოდებით, როგორ შევარჩიოთ ბლენდერი.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...