ბალახის ელექტრო საკრეჭები
ბაღისა და ეზოს მოწესრიგება, მუდმივი სისუფთავის შენარჩუნება და მორთვა ადვილი საქმე არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარეველები გაზონთან ერთად იწყებენ ზრდას. ბაღის მოვლის ყველაზე საუკეთესო და მარტივი გამოსავალია კი ბალახის ელექტრო საკრეჭებია.
ჩვენი დღევანდელი რეიტინგი დაგეხმარებათ შეარჩიოთ 2019 წლის საუკეთესო ბალახის სათიბები, რათა კონკრეტული მოდელის შერჩევისას მაღაზიებში დიდი დრო აღარ დახარჯოთ.
თუმცა, თუკი ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს ესტუმრებით, ნახავთ, რომ ბალახის საჭრელებზე დეტალური ინფორმაცია გვაქვს წარმოდგენილი. ამდენად, სასურველი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი სულ რაღაც ერთ დღეში სრულიად უფასოდ მოგაწვდით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.
Hammer ETR300
- მარტივი ოპერაცია;
- დაბალი წონა;
- კომპაქტური ზომა;
- კომფორტული სახელური;
- ჭრის სიგანე (20 სმ).
ეს არის მოსახერხებელი ბალახის სათიბი, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად ბაღის მოვლისთვის. მსუბუქი წონისა და ფუნქციური დიზაინის გამო, მოწყობილობის მართვა შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე - ქალებს.
600 W ძრავის სიმძლავრე საკმარისია მცირე ზომის ბალახების, ბუჩქებისა და ხეების გასაწმენდად. საკრეჭები ერთ ჯერზე ჭრიან დაახლოებით 32 სმ ბალახს.
D ფორმის სახელური მარტივი მანევრირების საშუალებას იძლევა, ხოლო მეტი კომფორტისთვის არსებობს დამატებითი სახელური. სინთეზური ძუას შეცვლა ხდება მყისიერად, მექანიზმის მარტივი და გასაგები სტრუქტურის წყალობით.
მოწყობილობა აღჭურვილია პლასტმასის გამძლე დამცავი საფარით, რომელიც თავიდან აგაცილებთ ქვებისა და სხვა შესაძლო ნამსხვრევების მოხვედრას.
Huter GET-600
- რეგულირებადი დასაკეცი ერგონომიული სახელური;
- აქვს დამცავი მექანიზმი, რომელიც იცავს მას შემთხვევითი გააქტიურებისგან;
- იოლად სუფთავდება;
- მსუბუქი და კომპაქტური;
- დენის მოკლე კაბელი;
- ძუა სწრაფად წყდება.
ძლიერი ბალახის საკრეჭი, რომელიც გამოიყენება ბალახის გასათიბად და ეზოების ლამაზი იერსახის შესანარჩუნებლად. მხრის ქამრების სიგრძე შეიძლება მოირგოთ თქვენს საჭიროებებზე.
ბალახის სათიბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუჩქებს შორის, ხის ღეროების ქვეშ, ღობეებთან და ძნელად მისადგომ ადგილებში. მარტივი მექანიზმი საშუალებას გაძლევთ მოხერხებულად შეცვალოთ ძუა და გააგრძელოთ მუშაობა. მოწყობილობა აღჭურვილია დამცავი ფარით, რაც ამცირებს დიდ მანძილზე ბალახის გაშლას.
PATRIOT TR 230M
- მუშაობს ბატარეებით, ამდენად, დენის ქსელში ჩართვა შეუძლებელია;
- აქვს გაზონის სათიბი რეჟიმი;
- მარტივი და პირდაპირი შეკრება;
- მსუბუქი წონის გამო, ყველას შეუძლია მისი გამოყენება;
- კვების ელემენტის დაბალი ხანგრძლივობა.
ეს არის თანამედროვე მოდელის ბალახის სათიბი, რომელიც გაზონის მოვლისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტი გახდა. ერგონომიული დიზაინი უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას და თან ისე, რომ თქვენი ხელებიც კი არ დაიღლება.
კომპლექტში შედის მხრის ქამარი, რომლის რეგულირება შესაძლებელია ინდივიდუალურ პარამეტრებზე. ძუას დიდი დიამეტრი საშუალებას გაძლევთ, უმოკლეს დროში გათიბოთ გაზონის დიდი უბნები.
Denzel 96612 TE-1400
- მაღალი სიმძლავრე (1400W);
- სახელურის მოსახერხებელი წყობა, საშუალებას მოგცემთ დიდხანს იმუშაოთ მოწყობილობასთან;
- 3 წლიანი გარანტია;
- ძლიერი ვიბრაცია იწვევს ხელების დაღლილობას;
- ცუდი დანის სიმკვეთრე.
პორტატული ბალახის ტრიმერი, რომელიც აღჭურვილია ძლიერი 1000 ვტ-იანი ძრავით. მისი წყალობით შეგიძლიათ სწრაფად გაწმინდოთ გაზონი და პატარა ხეები. ერგონომიული D ფორმის სახელური კი აპარატს უფრო მანევრირებადს ხდის.
ასევე, ძრავის სიმძლავრისა და ჭრის სიჩქარის წყალობით, სათიბები უმკლავდებიან პატარა ხის ბუჩქებსა და მაღალ ბალახს. დაზიანებებისგან კი გამძლე პლასტმასის საფარი დაგიცავთ. მოწყობილობა საკმარისად მსუბუქია (4.9 კგ) და შეგიძლიათ დიდხანს იმუშაოთ მასთან ერთად ისე, რომ არ იგრძნოთ ზემდეტი დაღლილობა.
პოპულარული მოდელები