საუკეთესო ბალახის საკრეჭები

ელექტრო  ბალახის საკრეჭების  ეს მცირე რეიტინგი მოიცავს ყველაზე წარმატებულ მოდელებს, რომლებიც ხასიათდება მოხერხებულობითა და ხანგრძლივი მუშაობით.

Stihl FSE 71

ბალახის სათიბი გამოირჩევა D სახელურის ზოლით, რომელიც დაგეხმარებათ რთულ რელიეფზე ადვილად მისასვლელად. ბარის სიმაღლეა 120 სმ, რის გამოც შესაფერისია ნებისმიერი სიმაღლის მომხმარებლისთვის.

დადებითი:

  • მსუბუქი წონა (4 კგ) საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ თუნდაც ერთი ხელით;
  • მაღალი მანევრირება მოღუნული ლილვით და კომფორტული სახელურით;
  • ძუა კარგად და თანაბრად თიბავს ბალახს;
საუკეთესო ბალახის საკრეჭები


    4 ჰექტარამდე ადგილებზე შეგიძლიათ შეუფერხებლად და ძრავის გადახურების გარეშე მუშაობა;
    დამცავი საფარი კომპაქტურია ამიტომ, ბალახის ტრიმერის საშუალებით შეგიძლიათ დეკორატიული ხიდებისა და  ბუჩქების ქვეშ მუშაობა.

    მინუსები:

    • სუსტი მავთული - რამოდენიმე წლის მუშაობის შემდეგ, ის წყდება კორპუსიდან;
    • ნაკრებში არ შედის მხრის სამაჯური ამიტომ, საჭიროა მისი ცალკე შეძენა.

    Hyundai GC 1000

    ელექტრო სათიბის ძირითადი სახელური რეზინისაა, რომელიც ხელს უშლის ოპერატორის ხელიდან გასრიალებას. ბაღის ინსტრუმენტის 1000 W-იანი სიმძლავრე უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას, რაც ამ ბრენდისგან გასაკვირი არცააა.

    დადებითი:

    • რევოლუციების ნაკლები რაოდენობისა და მათი თანდათანობითი ზრდის გამო, დაწყებისას დანა უხეშად არ მოძრაობს;
    • ძლიერი დამცავი საფარი უძლებს ქვისგან, ხეებისგან და ქვიშისგან მიყენებულ დარტყმებს;
    • მაღალი დატვირთვის შედეგადაც კი ბრუნვის სიჩქარე არ ვარდება;
    საუკეთესო ბალახის საკრეჭები


      დასაკეცი ყდა და ორი ლილვი ამარტივებს კომპაქტურ ტრანსპორტირებასა და შენახვას;
      ნაკრებს მოყვება მხრის სამაჯური და სახრახნისი;
      38 მმ-იანი სათიბის სიგანე უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას.

      მინუსები:

      • როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, 5.2 კგ წონის გამო სწრაფად იღლება მარცხენა ხელი, ამიტომ გადაბმულად მუშაობა შეუძლებელია;
      • ძუას შეცვლილას მუდმივად ცვივა ორი საყელური, რომლის დამაგრება დამატებით დროსა და უნარს მოითხოვს;
      • დანით მუშაობისას, ძლიერი ვიბრაცია გადაეცემა ოპერატორის ხელს ამიტომ, პროცესის დასრულების შემდეგ, ხელები ცოტახანი შეშუპებული გექნებათ;
      • მოყვება ინფორმაციული ინსტრუქცია, რომელშიც ცუდი ხარისხის სურათებია.

      Black+Decker GL8033

      ელექტრო ბალახის ტრიმერი Black+Decker GL8033  კონკურენტებისგან იმით განსხვავდება, რომ აქვს კომფორტული D-ფორმის სახელური, ასევე საყრდენი როლიკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად გადაადგილოთ ინსტრუმენტი და მოთიბოთ ბალახი ღობეებთან ახლოსაც კი.

      Black+Decker ბალახის სათიბი წარმოდგენილია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზეც, რომლის ღირებულება მოდელებისა და მახასიათებლებლების მიხედვით განსხვავებული, მაგრამ ძალიან ხელმისაწვდომია.

      საუკეთესო ბალახის საკრეჭები

      დადებითი:

      • ძალიან მსუბუქია და მისი მართვა შესაძლებელია ერთი ხელით;
      • კომპლექტს გააჩნია დამატებითი თავები, რაც ბუჩქების ან სქელი ბალახის მოთიბვას ამარტივებს;
      • დენის კაბელი მტკიცედ არის მიმაგრებული კორპუსზე;
      • 800 ვტ სიმძლავრის წყალობით, იგი უმკლავდება მკვრივ ბალახსაც;
      • მბრუნავი სხეული მდგრადია ქვებისა და ხეების მიმართ.

      მინუსები:

      • ვიწრო დამცავი საფარი მთლიანად ვერ იფარება ბალახებისგან;
      • მოკლე ძუას გამო, ტრიმერებიც ასევე მოკლეა;
      • მოწყობილობას აქვს კონკრეტული დამატებითი თავი გამაგრებული ძუით, რომლის პოვნა ბაზარზე ძნელია.

      თუ ბენზინზე მომუშავე ბალახის სათიბს ეძებთ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს წინა ბლოგს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას გაცილებით გაგიმარტივებთ.

      პოპულარული მოდელები

      ბალახის საკრეჭი Perm RA-44-5-PE და საჩუქრები
      ბალახის საკრეჭი Perm RA-44-5-PE და საჩუქრები
      Regular price 455.00 ლარი 329 ლარი / თვეში 18 ლარი
      უფასო მიწოდება
      warranty კომერციული გარანტია 1 წელი
      ბალახის საკრეჭი Royal Turbo CG520Y
      ბალახის საკრეჭი Royal Turbo CG520Y
      Regular price 330.00 ლარი 289 ლარი / თვეში 16 ლარი
      უფასო მიწოდება
      warranty კომერციული გარანტია 1 წელი
      ელემენტზე მომუშავე ბალახის ტრიმერი ZIPTRIM ZP-111
      ელემენტზე მომუშავე ბალახის ტრიმერი ZIPTRIM ZP-111
      Regular price 100.00 ლარი 64 ლარი
      უფასო მიწოდება
      warranty კომერციული გარანტია 1 წელი
      ბალახის სათიბი და კულტივატორი 2-1 ში Fisher MY-5200
      ბალახის სათიბი და კულტივატორი 2-1 ში Fisher MY-5200
      Regular price 500.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
      უფასო მიწოდება
      warranty კომერციული გარანტია 1 წელი