ახალი თაობის ტელევიზორების მიმოხილვა

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად,  ელექტრო ინდუსტრია ჩვენს კვალდაკვალ მუდმივად ვითარდება.  დაახლოებით 1930-იან წლებში, პირველად გამოჩნდა ელექტრონული მოწყობილობა - ტელევიზორი, რომელიც დროსთან ერთად განვითარდა.

თანამედროვე ადამიანის საცხოვრებელ სახლში, კომფორტს ქმნის ისეთი ელემენტები, რომელთა გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიგვაჩნია. ყოველწლიურად ტელევიზორები კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება , რადგან ემატება ახალი ფუნქციები, რეჟიმები, იხვეწება დიზაინი, გამოსახულების ხარისხი და ა.შ.   

ახალი თაობის ტელევიზორების მიმოხილვა

ცივილიზაციამ მოიტანა ის, რომ ტელევიზორების დახმარებით, ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ სახლშივე მოაწყონ კინოთეატრები და ხარისხიან ეკრანებზე ფილმების ყურებით,   მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება . გარდა ამისა,  გაეცნონ ნებისმიერი სახის ინფორმაციას,   უყურონ სხვადასხვა შოუს, გადაცემას, სერიალებსა და ა.შ. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ჩვენი განსხვავებული ინტერესების გამომდინარე, ტელევიზორი თავისი შესაძლებლობებით გულნატკენს ნამდვილად არც ერთ მაყურებელს არ დატოვებს.

მაშ ასე, საუკეთესო რეიტინგიდან გამომდინარე, შემოგთავაზებთ რამოდენიმე მათგანის მიმოხილვას ბლოგში.

ხოლო იქამდე, გადახედეთ წინა წლის, 2019-ის საუკეთესო ტელევიზორებსაც.

პირველი ეს არის დახვეწილი დიზაინის LG43LK6200  43 დიაგონალის ეკრანით, რომელსაც 1920x1080 ეკრანის გარჩევადობა აქვს. ეკრანის ნათება LED-ია, რომელიც საკმაოდ დინამიური ფერებითაა წარმოდგენილი. მასში ხელმისაწვდომია: ბრაუზერი, მუსიკალური ფლეერი, „LG Plus არხები“, ბრენდირებული პროგრამების მაღაზია და სმარტფონების საშუალებით მართვა. ასევე აღჭურვილია „ხელოვნური ინტელექტის“ ფუნქციით, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს თქვენი ხმა და ასე მოითხოვოს სხვადასხვა  სერვისზე წვდომა. 

ამ მოდელის ძირითადი უპირატესობები ისიცაა, რომ გამორჩეულია ელეგანტური დიზაინით, რომელსაც მეტალის ჩარჩოები აქვს. კომპლექტს ასევე მოყვება მიკროფონი Magic Remote, დისტანციური მართვის პულტი და კედლის სამაგრი.

აქვე, გთავაზობთ თვალის გადაავლოთ ჩვენი საიტის შემოთავაზებებს, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი, ოპტიმალური მოდელი აარჩიოთ. გთავაზობთ სხვადასხვა ფუნქციით, დიზაინითა და ფასებით წარმოდგენილ თანამდროვე ტელევიზორებს,   რომელთა არჩევაშიც ყოველთვის მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ. 

შემდეგი მოდელი, რომელსაც წარმოგიდგენთ  ეს არის - Sony KDL – 43WF805 43 დიაგონალის ეკრანით. მოკლედ, რადგან Sony ერთ-ერთი აღიარებული ბრენდია, მომხმარებელთა უმეტესობა ჯერდება იმ აზრზე, რომ ბუნებრივი ფერების მახასიათებლებით, ეს ბრენდი ნამდვილად შეუდარებელია. მისი საიდუმლო Sony-ს ტექნოლოგიაში - X-Reality Pro , Live Colour-შია. მოდელის ძირითადი უპირატესობებია: დახვეწილი დიზაინი, მაღალი ხარისხის VA მატრიცა, Edge  LED  ეკრანის ნათება, ინტელექტუალური სმარტ ტელევიზორის პლატფორმა ანდროიდზე, Google Play Store-სთან წვდომა და ხმის ამოცნობის ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი და სხვა მახასიათებლებით შემოიფარგლება ეს მოდელი, ფასიც, რა თქმა უნდა, მაღალი აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, კომფორტისთვის ნამდვილად ღირს დაფიქრება.   

ახალი თაობის ტელევიზორების მიმოხილვა

და ბოლოს, მესამე მოდელი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში ეს არის Samsung UE43N5510AU  43 დიაგონალის ეკრანი, რომელსაც 1920x1080 ეკრანის გარჩევადობა და Edge  LED  ეკრანის ნათება აქვს. დამატებითი PurColour ფუნქცია ხელს უწყობს ფერების სიმრავლეს, ხოლო HDR მხარდაჭერა საშუალებას გაძლევთ , ნებისმიერი დეტალები მეტი სიცხადით დაგანახოთ. ტელევიზორის კონტროლი კი ნებისმიერი სმარტფონიდანაც შეგიძლიათ  გახადოთ შესაძლებელი. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს, ხოლო ნივთის შეძენის შემთხვევაში,  ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.  

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

პოპულარული მოდელები

Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
Smart Android ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32SH1400
369.00 ლარი / თვეში 20 ლარი 500.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32N4000
ტელევიზორი Franko 32 inch (81 სმ) FTV-32N4000
289.00 ლარი / თვეში 16 ლარი 400.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
309.00 ლარი / თვეში 17 ლარი 429.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ტელევიზორი Hoffmann 43AT4000 43 inch (109 სმ)
ტელევიზორი Hoffmann 32NST3000 32 inch (81 სმ)
269.00 ლარი / თვეში 15 ლარი 0.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი