ავტომობილის ხელსაწყოების ნაკრები

დღევანდელ აღწერაში გვინდა ვისაუბროთ ავტო ხელსაწყოების ნაკრებზე, რომელთა შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც, სადაც წარმოდგენილია როგორც დიდი, ასევე პატარა ხელსაწყოების ნაკრები.

Stels 14106  (94 ელემენტი)

Stels-ის სხვადასხვა ტიპის ქანჩის გასაღები და თავები დამზადებულია გამძლე ქრომირებული ვადიუმის შენადნობისგან, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ თუნდაც მაღალი ინტენსიური დატვირთვით, დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენოთ ხელსაწყოები.

ხელსაწყოების  ნაკრები პოპულარულია არა მხოლოდ ჩვეულებრივი მანქანების მოყვარულთა შორის, არამედ სერვის სადგურების პროფესიონალებისთვის და  სახლის ხელოსნებისთვისაც.

ავტომობილის ხელსაწყოების ნაკრები

ნაკრების უპირატესობები:

  • ლითონის შესანიშნავი ხარისხი: პროდუქტები არ ფუჭდება, თუნდაც კრიტიკული დატვირთვის დროსაც კი;
  • ქეისი დამზადებულია გამძლე პლასტმასის მასალისგან, რომელიც უძლებს დარტყმებსა და სხვა მექანიკურ დაზიანებებს. გარდა ამისა, აქვს საიმედო საკეტი სისტემა;
  • ძნელად მისადგომ ადგილებში სარემონტო სამუშაოებისთვის არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, რომლებიც ხელს უწყობენ მუშაობის პროცესს;
  • ყველა ნაწილი დაფიქსირებულია ლითონის საიმედო შესაკრავებით. ეს კი უზრუნველყოფს ქეისის მყარ ფიქსაციას და მანქანის მოძრაობის დროს იცავს მათ ჩამოვარდნისგან.

ნაკრების უარყოფითი მხარეები:

  • თუკი სველ ამინდში მუშაობთ, ხელსაწყოებმა შეიძლება დროთა განმავლობაში დაჟანგვა დაიწყოს.

Force 4941-5 (94 ელემენტი)

ეს არის ტაივანში წარმოებული ხელსაწყოების ნაბორი და როგორც მრავალი მომხმარებელი აღნიშნავს, მოდელი გამოირჩევა საიმედოობით, ხანგრძლივი მუშაობის რესურსითა და მძიმე დატვირთვის ქვეშ მუშაობის უნარით.

ავტომობილის ხელსაწყოების ნაკრები

ნაკრების უპირატესობები:

  • შესანიშნავი ხარისხი. ტაივანური კომპანიის პროდუქტებს მინიჭებული აქვს ISO სერთიფიკატი;
  • ქეისის დახვეწილი დიზაინი;
  • ბიტების, სოკეტების თავების, დამხმარე ხელსაწყოების დიდი არჩევანი;
  • უვადო გარანტია;
  • ქეისში ხელსაწყოების საიმედოოდ დაფიქსირება;
  • ასეთი მრავალფეროვანი კომპლექტაციის ფონზე, დაბალი ღირებულება აქვს.

უარყოფითი მხარეები:

  • გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება ჟანგის ლაქები გაჩნდეს მათზე.

Bort BTK-94 (94 ელემენტი)

გერმანული ბრენდის ხელსაწყოები ნაკრები  წარმოებულია ჩინეთში. მკაცრი კონტროლის საფუძველზე კი კომპანია აწარმოებს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას, რომლებიც საიმედოობითა და სიმყარით გამოირჩევა.

ავტომობილის ხელსაწყოების ნაკრები

Bort ინსტრუმენტების  ნაბორი მოთხოვნადია მსოფლიოს 70 ქვეყანაში, ხოლო მყიდველები აღნიშნავენ, რომ გერმანული კომპანიის ეს ნაკრები შეიძლება შესანიშნავი საჩუქარიც კი იყოს ნებისმიერი მამაკაცისთვის.

ნაკრების უპირატესობები:

  • ნამდვილი გერმანული ხარისხი;
  • მრავალფეროვანი ხელსაწყოები: 15 ბიტი, 62 სოკეტი და სხვადასხვა ტიპის ბიტები;
  • ნაკრები საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ ნებისმიერი სარემონტო სამუშაოები თქვენს ავტოფარეცხში;
  • კომპაქტურ ქეისს აქვს ლამაზი დიზაინი და მსუბუქი წონა.

Ombra OMT82S (82 ელემენტი)

ეს  ნაკრები  წარმოებულია ტაივანური კომპანიის მიერ, რომელიც  შესაფერისია უფრო  ახალბედა ავტომექანიკოსებისთვის. მასში არის ყველა ის ხელსაწყო, რაც გჭირდებათ სწრაფი შეკეთებისთვის.

ავტომობილის ხელსაწყოების ნაკრები

ნაკრების უპირატესობები:

  • Ombra ინსტრუმენტი  მარტივი გამოსაყენებელია, რომელიც ადვილად იწმინდება ჭუჭყისაგან;
  • მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც გაუძლებს ხანგრძლივ მუშაობას;
  • პლასტმასის ქეისის საიმედოობა,  რომელიც მდგრადია სხვადასხვა სახის მექანიკური დარტყმების მიმართ;
  • ხშირად გამოყენებული ხელსაწყოები: 9-22 მმ-იანი ქანჩის თავები,  გალოვკის თავები (45 ც.) 4-დან 32 მმ-მდე ზომის სხვადასხვა ტიპის ბიტები და ა.შ.

ავტომობილის ხელსაწყოების ნაკრებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს.

პოპულარული მოდელები

Vanadium-ის ქრომირებული 108 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები Blue
Vanadium-ის ქრომირებული 108 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები Blue
Regular price 220.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
108 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-41082-5 (4282)
108 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-41082-5 (4282)
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
82+6 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები Forsage F-4821-5 PREMIUM
82+6 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები Forsage F-4821-5 PREMIUM
Regular price 259 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
82 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-4821-5
82 ნაჭრიანი ხელსაწყოების ნაკრები RockForce RF-4821-5
Regular price 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია